თოვლივით ქათქათა მაიონეზი კვერცხის და რძის გარეშე. სამარხვო სალათებისთვის იდეალურია

2852

მაიონეზი სალათების უნივერსალური მოსართავია. მასთან ერთად კერძი უფრო გემრიელი გამოდის, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზი ტაბუ დადებულია. ეს სწორიც არის. უბრალოდ მის ქიმიურ შემადგენლობას შეხედეთ, მასში სასარგებლო არაფერია, მხოლოდ ერთი კალორია. გამოცდილი დიასახლისები გირჩევენ კვერცხის გულისგან ფრანგული სოუსი მოამზადოთ. მარხვის დროს, როცა ზოგიერთი პროდუქტი აკრძალულია, კვერცხის ნაცვლად ნებისმიერი ცილის მაღალი შემცველობის სითხე შეგიძლიათ გამოიყენოთ. სად უნდა იპოვოთ?

სამარხვო მაიონეზი სახლის პირობებში

როგორც აღმოჩნდა, მაიონეზის მოსამზადებლად მაღალცილოვანი სითხის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე, არაჟანი ან აკვაფაბა. არ შეგეშინდეთ, აკვაფაბა ძვირადღირებული ზღვისიქითური ემულგატორი არაა. ეს ბლანტი სითხე არის ნაყენი, რომელიც პარკოსანი პროდუქტების (ლობიო, ბარდა, ოსპი) მოხარშვის შემდეგ რჩება.

აღიარეთ, სად მიგაქვთ კონსერვირებული ბარდის ან ლობიოს მარილწყალი? ნაგავში ყრით? ასე აღარ მოიქცეთ. ეს ხომ ძვირფასი აკვაფაბაა! ის შესანიშნავად ითქვიფება (კვერცხის ცილაზე ცუდად არა) და მისგან დიდებული ზეფირი ან ბეზე შეგიძლიათ მოამზადოთ!

დღეს ვივიენი გთავაზობთ სამარხვო მაიონეზის შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც პარკოსანი პროდუქტების ნაყენზე მზადდება. ქათქათა სოუსი კარგად ითქვიფება და ძალიან სქელი გამოდის.

გემოთი სამარხვო მაიონეზს კვერცხზე მომზადებული სახლის მაიონეზისგან ვერ გაარჩევთ. თან ის მაღაზიაში შეძენილზე უფრო გემრიელი და უვნებელია. სალათებისთვის მარხვის დროს იდეალური ვარიანტია.

ინგრედიენტები:

  • 150 მლ პარკოსანის ნაყენი ან დაკონსერვებული ლობიოს, ბარდას მარილწყალი
  • 350 – 500 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი ან ძმარი
  • ნებისმიერი სანელებელი გემოვნებით

მაიონეზი ძალიან ფართო ჭურჭელში შეიძლება არ აითქვიფოს ან იმის გამო, რომ ყველა ინგრედიენტს სხვადასხვა ტემპერატურა აქვს. იდეალური იქნება, თუ ასათქვეფად გამოიყენებთ ჭურჭელს, რომელიც ბლენდერზე რამდენიმე სანტიმეტრით ფართო იქნება, ხოლო ყველა პროდუქტს მაცივრიდან გამოიღებთ. თუ სპეციალური ჭიქა არ გაქვთ, ჩვეულებრივი 1 ლიტრიანი ქილა გამოიყენეთ.

მომზადება:

1. მარილწყალს ან ნაყენს ძმარი, შაქარი, მარილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. ბლენდერით მაქსიმალურ სიჩქარეზე რამდენიმე წამით ათქვიფეთ.

2. ბლენდერი საშუალო სიჩქარეზე გადაიყვანეთ და ათქვეფა არ შეწყვიტოთ ისე, წვრილად მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ. გახსოვდეთ, რაც უფრო წვრილად ჩაასხამთ, მით უფრო კარგად შეიკვრება მაიონეზი.

3. სანელებლები დაუმატეთ და მაიონეზი საჭირო კონსისტენციის მიღებამდე 5-7 წუთით შეუჩერებლივ ათქვიფეთ, თან მუდმივად მზესუმზირას ზეთი ჩაუმატეთ.

4. თუ ნაყენი ან მარილწყალი ცოტა ცილას შეიცავს, მაიონეზი ძალიან სქელი არ გამოვა. ასეთ შემთხვევაში ზეთი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.

5. სოუსი თავდახურულ ჭურჭელში მაცივარში, მაქსიმუმ 7 დღით შეინახეთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს