მოიშორეთ ნაოჭები და აკნე ელეუტეროკოკის ნაყენის დახმარებით

2087

ელეუტეროკოკის ექსტრაქტი სამკურნალო მცენარეების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც სახის, კანისა და თმის სამკურნალო სხვადასხვა ნიღბებისა და ნაყენების მოსამზადებლად აქტიურად გამოიყენება. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს დაზიანებული თმის აღდგენას, აკნეს აქრობს, მოქნილობას ზრდის და სახის ფერს აუმჯობესებს. ამ საშუალების პოპულარულობა უამრავი სასარგებლო თვისებითა და სასწაულმოქმედი შემადგენლობით არის განპირობებული.

რეცეპტები თმისთვის

ნაყენის სისტემატიური გამოყენება ქერტლს მოგაშორებთ, თმის ცვენას შეაჩერებს, დაზიანებულ სტრუქტურას აღადგენს, ცხიმიანობას შეამცირებს და თმას წარმოუდგენლად ძლიერსა და მბზინვარეს გახდის. გარდა ამისა, ელეუტეროკოკი ნაადრევ ჭაღარას წარმატებით ებრძვის და თმის ზრდას ხელს უწყობს. მზა ნაყენი შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ.

ქერტლის და გამელოტების პრობლემის დროს, ასევე ზრდის სტიმულაციისთვის, მცირე რაოდენობით ელეუტეროკოკი თმის ძირებში შეიზილეთ. რეკომენდებულია პროცედურა ყოველდღე, თავის დაბანამდე 30 წუთით ადრე ჩაიტაროთ.

თუ თმა ხშირად გცვივათ ან ცუდად იზრდება, შეგიძლიათ  მოამზადოთ მარტივი, მაგრამ ეფექტური ნიღაბი, რომელსაც მკვებავი თვისებები გააჩნია. გამომშრალი და დასუსტებული  თმისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა.

ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ ელეუტეროკოკის ნაყენი
  • 1 ს/კ ბირკავას ზეთი
  • 1 ს/კ წითელი წიწაკის ექსტრაქტი
  • 1 ს/კ თაფლი

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს აურიეთ და თმის ძირიდან მთელ სიგრძეზე წაისვით.

თუ ცხიმიანი თმის პრობლემა თქვენთვის ნაცნობია, აუცილებლად შემდეგი რეცეპტი სცადეთ.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • სელის და გარგარის ზეთი თანაბარი პროპორციით (1 ს/კ)
  • 1 ს/კ თხევადი თაფლი (სჯობს ყვავილების)
  • 1 ს/კ ელეუტეროკოკის ნაყენი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით. 40-60 წუთის შემდეგ თავი ჩვეული მეთოდით ჩამოიბანეთ.

ელეუტეროკოკის სასწაულ მოქმედი სამკურნალო თვისებები საშუალებას გაძლევთ ქერტლის მოსაშორებლად და პროფილაქტიკის მიზნით თამამად გამოიყენო.

ინგრედიენტები მოსამზადებლად:

  • 1 ს/კ ელეუტეროკოკი
  • 1 ს/კ სვიას გირჩის ექსტრაქტი
  • 1 ს/კ კალენდულას ნაყენი
  • 2 კვერცხის გული

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და თმის ძირებში შეიზილეთ. ნიღაბი უმჯობესია სუფთა თავის კანზე გამოიყენოთ. 40-50 წუთის შემდეგ შამპუნის გარეშე წყლით ჩამოიბანეთ. კვერცხის სუნის მოსაშორებლად თავზე ძმრის ნაყენი გადაივლეთ. მის მოსამზადებლად 1 ლ წყალში 3 ს/კ ძმარი გახსენით.

კანის მკურნალობა

კანის დაავადების დროს ჭრილობის სწრაფად შესახორცებლად და ქსოვილების აღდგენის დასაჩქარებლად, რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ, 15-20 ნაყენის წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე შიგნით მიიღოთ. ამავე პრობლემების მოგვარებას რეგულარულად სველი საფენების გამოყენებით მოახერხებთ ( 1 ჩ/კ ელეუტეროკოკი ნახევარ ჭიქა საკვებ წყალში გახსენით).

ცხიმიანი კანის შემთხვევაში სახე შეგიძლიათ არა ტონიკით არამედ ელეუტეროკოკის ნაყენით გაიწმინდოთ. ამისთვის, 5 წვეთი ექსტრაქტი 1 ს/კ წყალში ან მწვანე ჩაიში გახსენით. მზა საშუალება ჭრილობას სწრაფად ახორცებს, ანთებას აქრობს და კანის ცხიმიანობას არეგულირებს.

ნაოჭების შესამცირებლად 1-2 წვეთი ექსტრაქტი ღამის მკვებავ კრემს დაუმატეთ და სახეზე ყოველდღე, ძილის წინ შეიზილეთ. ასევე შეგიძლიათ ნიღაბი მოამზადოთ, რომელიც ასაკობრივ ცვლილებებს შეაფერხებს. ნებისმიერ ბაზას (კრემი, შრატი და ა.შ.) 2 წვეთი ნაყენი დაუმატეთ. ექსპერტები გირჩევენ ეს რეცეპტი კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენოთ. უკვე ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ ნაოჭები გასწორდა, კანის ფერის თანაბარი გახდა და სახის ოვალი დაიჭიმა.

რეცეპტები სტრესის და ნერვოზის დროს

ნერვოზის, სტრესული სიტუაციის და დიაბეტის დროს სააფთიაქო ნაყენის 25-50 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-ჯერ მიიღეთ. მკურნალობის კურსი 1 თვეს მოიცავს. ეს საშუალება შეგიძლიათ დაბალი არტერიული წნევის, დაქანცულობის და ქრონიკული დაღლილობის დროს გამოიყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს