რაფაელო შინაურულად: მაღაზიის ვარიანტი სამუდამოდ გამოვრიცხე, ვამზადებ და ვტკბები.

26306

კანფეტი Rafaello იტალიური კომპანიის, Ferrero SPA-სგან – გემოს ნამდვილი ზეიმია. ეს ხრაშუნა, კრემიანი ბურთულები ნუშით ტკბილეულის მოყვარულებს ჯადოსნურ, თუმცა მოკლე სიამოვნებას ანიჭებს.

ანალოგიური ტკბილეულის შინ მომზადების შესაძლებლობა ძალიან მაცთურია, არა? მითუმეტეს, რომ ამისთვის საერთოდ არაა საჭირო კულინარიული ხელოვნების ფლობა.

შინ მომზადებული “რაფაელო”

მწარმოებელი კანფეტის შეფუთვაზე ასეთ შემადგენლობას მიუთითებს: დახეხილი ქოქოსი, ნუში, შაქარი, ხორბლის ფქვილი, მცენარეული ზეთი, ჭვავის ფქვილი, მშრალი რძე, არომატიზატორი, ემულგატორი, მარილი.

მშრალ რძეს ვანაცვლებთ შედედებულით, თავიდან ვიშორებთ არომატიზატორებს ემულგატორებთან ერთად და ვუალა: ვიღებთ “რაფაელოს”, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მაღაზიის კანფეტებს.

ინგრედიენტები

  • 300 მლ შედედებული რძე
  • 200 გ კარაქი
  • 200 გ ქოქოსის ფანტელი
  • 1 ჭიქა ნუში
  • 1 ჩ.კ. ვანილის ესენცია

მომზადება

1. დაასხით ნუშს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5-10 წუთით, შემდეგ გადაასხით წყალი და კიდევ ერთხელ დაასხით მდუღარე. გააჩერეთ 2-3 წუთით და კანს მარტივად გააცლით.

2. გაწმინდეთ თხილი და გააშრეთ მშრალ ტაფაზე, ნელ ცეცხლზე.

3. შეურიეთ დარბილებული კარაქი ვანილსა და შედედებულ რძეს.

4. დაუმატეთ 150 გ ქოქოსის ფანტელი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5. შედგით მასა მაცივარში 1 დღით. ამ დროის შემდეგ გააკეთეთ მისგან ბურთულები.

6. თითოეულ ბურთულაში მოათვასეთ 1 ც ნუშის თხილი.

7. მზა კანფეტი ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.

8. შეინახეთ კანფეტები მაცივარში, რადგან სითბოში იგი დადნება.

გემრიელად მიირთვით!

შემადგენლობაში ხრაშუნა, ვაფლის გარსი გაკლიათ? დაუმატეთ მასას 100 გ დაქუცმაცებული ვაფლი. იდეალური იქნება ქოქოსის ან ნუშის არომატით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს