დღეს ჩვენი რედაქცია ლიმონისა და სოდის სამკურნალო თვისებების შესახებ მოგითხრობთ, ასევე, თუ რატომ არის სასარგებლო ამ ორი პროდუქტის ერთად მოხმარება.
ლიმონის წვენისა და სოდის ნაზავი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მინერალებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, რომლებიც იცავს ადამიანის ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საშუალება წამალი არ არის, ის ხელს უწყობს ჯანმრთელობის შესანურჩუნებასა და იმუნიტეტის ამაღლებას.
სოდა და ლიმონი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, ებრძვის მიკრობებს და ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა. მსგავსი მკურნალობის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი გახლავთ პროფესორი ივანე ნეუმივაკინი, რომლის კვლევებმა არატრადიციული მედიცინის სფეროში, უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
„ყოველმა ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იცხოვროს და მოხერხებულად გამოიყენოს ის, რასაც ბუნება ჩუქნის“, – დარწმუნებულია პროფესორი. მოდით, გავერკვიოთ, რა სარგებლობა მოაქვს სოდისა და ლიმონის ნაზავს და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი სწორად.
სასარგებლო თვისებები
წმინდავს ორგანიზმს შლაკებისგან და ტოქსინებისგან
საკვები სოდა და ლიმონის წვენი – ნამდვილი საბადოა მათთვის, ვინც მიჩვეულია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ასე, უზმოზე ჭიქა წყალი ლიმონის ნაჭრითა და სოდით, ენერგიას გვმატებს და იმუნიტეტს ამაგრებს. ანტიოქსიდანტები, რომლებითაც ეს სასმელი მდიდარია, მას ორგანიზმის გამწმენდ შესანიშნავ საშუალებად აქცევენ. ის სასარგებლოა წონაში დაკლებისთვისაც.
არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს
სასმელი არეგულირებს ორგანიზმის მჟავა-ტუტოვან ბალანსს. სწორედ დისბალანსი იქვევს უამრავ მწვავე და ქრონიკულ დაავადებას, ხელს უწყობს სხვადასხვა ინფექციების განვითარებას.
აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს
ლიმონისა და სოდის შეხამება შესანიშნავად ებრძვის კუჭის მაღალ მჟავიანობას, ეხმარება გულძმარვისა და ნაწლავური გაზების მოცილებაშო. ლიმონის მჟავას შეუძლია თიტკმლების კენჭების დაშლა, დადებითად ზემოქმედებს ღვიძლის ჯანმრთელობაზე.
არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
ამ საოცარი ნარევის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება – არეგულირებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. ჭიქა წყალი ლიმონითა და სოდით იცავს გულ-სისხლძღარღვთა სისტემას სერიოზული დაავადებებისგან, ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
მომზადება და გამოყენება
ამ სასარგებლო საშუალების მომზადება ძალიან ადვილია! აიღეთ ოთახის ტემპერატურის სუფთ წყალი, ანც ძალიან თბილი და არც ძალიან ცივი. ჭიქა წყალში დაუმატეთ 1 ჩ.კ. სოდა და ნახევარი ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ და დალიეთ საუზმემდე, ყოველ დილით.
უმჯობესია, ყოველ დილით ახალი სასმელი მოამზადოთ, რადგან ხანგრძლივი შენახვისას, ის სასარგებლო თვისებებს ჰკარგავს. 2 კვირის სემდეგ შეისვენეთ, შემდეგ კვლავ განაგრძეთ კურსი 2 კვირაში.
ხალხური მედიცინა საოცრებებს ახდენს! ლიმონისა და სოდისგან დამზადებული საშუალება არამხოლოდ სამკურნალო, არამედ ძალიან მოსამზადებელია. ჩართეთ იგი თქვენი დილის რაციონში და ნამდვილად არ ინანებთ!