როცა კუნთები მეჭიმება, მხოლოდ ეს სავარჯიშოები თუ მშველის

1128

წელის ტკივილი სახუმარო საქმე არაა. თუ თქვენი დილა, ყავის ნაცვლად, ზურგის ქვედა ნაწილში მწვავე ტკივილით იწყება – აუცილებლად შეასრულეთ მოთელვები. ამისთვის მხოლოდ ხალიჩა და ცოტაოდენი მოთმინება დაგჭირდებათ.

მოთელვა – ესაა აუჩქარებელი სავარჯიშოები, რომლებიც ორიენტირებულია არა სიჩქარეზე, არამედ იმაზე, რომ მაქსიმალურად მოადუნოს კუნთები და მოიყვანოს თქვენი ხერხემლის წელის ნაწილი ტონუსში.

როგორ შევასრულოთ მოთელვები

მოთელვა სავარჯიშოების ერთ-ერთი საუკეთესო სახეობაა ზურგისა და წელის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუმცა, დაწყებამდე აუცილებელია გახურება, რომელიც ორიენტირებული იქნება კუნთების მოდუნებასა და გახურებაზე. გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სავარჯიშოების სერიოზული სეტის დაწყება გახურების გარეშე.

გახურება

1. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში და წამოწიეთ ზურგის ქვედა ნაწილი. ნელა დაუშვით და წამოწიეთ, ბეჭები და დუნდულები კი იატაკზე მჭიდროდ უნდა გელაგოთ. ასე წელის მონაკვეთს გაახურებთ.

2. ახლა წამოწიეთ დუნდულები და გაჩერდით ამ მდგომარეობაში სამჯერ, 10 წამით. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას.

3. დაუშვით თეძოები იატაკზე და მიიზიდეთ ფეხი, მოეჭიდეთ ბარძაყს. მიტანეთ ფეხი მუცელთან და გაშალეთ ზემოთ. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხზეც. შეასრულეთ სავარჯიშო 5-5ჯერ ორივე მხარეს.

მოთელვა

1. პირველი სავარჯიშოს შესასრულებლად, დაწექით ზურგზე და მოხარეთ ერთი ფეხი მუხლში. ეცადეთ, მუხლი იატაკთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. გაიმეორეთ ეს მოძრაობები თქვენთვის კომფორტულ ამპლიტუდაში. შეასრულეთ რამდენჯერმე ორივე მხარეს.

2. შემდეგი სავარჯიშოც ზურგზე წოლით სრულდება. მოხარეთ ორივე ფეხი და შეაერთეთ ტერფები. ხელები აწიეტ ზემოთ და დაიწყეთ გადახრები ორივე მხარეს, მონაცვლეობით. გახსოვდეთ, რომ სავარჯიშო ნელა უნდა შეასრულოთ. ეცადეთ, შეიგრძნოთ თითოეული კუნთი.

3. ეს სავარჯიშო სტატიკურია. მოხარეთ მუხლები, გაშალეთ ხელები წინ, მიიღეთ ფოტოზე ნაჩვენები პოზა და ეცადეთ, ზურგის ყველა კუნთი მაქსიმალურად მოადუნოთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამით.

4. ამ სავარჯიშოს შესასრულებლად დაწექით იატაკზე, გაშალეთ ხელები გვერდებზე, მოხარეთ მარცხენა ფეხი და გადაწიეთ თქვენგან მარჯვნივ. გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.

5. წამოწიეთ ორივე ფეხი და მოხარეთ მუხლებში. დაუშვით ფეხები თქვენგან მარჯვნივ, გაჩერდით ამ მდგომარეობაში იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებთ, გაიმეორეთ იგივე მეორე მხარესაც.

მოთელვის შემდეგ გაიმეორეთ გახურების სავარჯიშოები. იმისათვის, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეთ ზურგისა და წელის ტკივილებისგან, შეასრულეთ სავარჯიშოები ყოველ დილით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს