დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. მას უფრო ხშირად კერძის სანელებლის სახით იყენებენ, მაგრამ დაფნის ფოთოლი იდეალური ალტერნატიური სამკურნალო საშუალებაა. ჰიპოკრატე მცენარის ყველა ნაწილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორც შიგნით მისაღებად, ასევე გარედან.
დაფნის ფოთლები შეიცავს სესქვიტერპენებს, ლიგნანურ გლიკოზოიდებს, ალკალოიდებს, მუცინებს, მწარე ნივთიერებებს, ტანინებს და ფისს. ტანინების და სხვა აქტიური ნივთიერებების გარდა მასში 3 %-მდე ეთერზეთი შედის, რომელიც ძირითადად ცინეოლისგან (70 %) შედგება.
ამის წყალობით დაფნას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი თვისება აქვს და გამოიყენება როგორც ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიფუნგალური საშუალება.
რომელი დაავადების დროს გიშველით დაფნის ფოთოლი:
- თავის ტკივილი და შაკიკი
- საჯდომი ნერვის პრობლემა
- შეშუპება
- ხვრინვა
- სისუსტე და მოთენთილობა
- ცისტიტი
- კუნთოვანი დაღლილობა
- კანის ინფექცია
- ოტიტი
- ძილიანობა
- მუცლის შებერილობა და გაზები
- წინა მენსტრუაციული სინდრომი
- დეპრესია
- ართრიტი
- ურეთრიტი
- კუნთოვანი და ნერვული შეკუმშვები
- ფსიქიკური პრობლემები
მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დაფნის ფოთლისგან ჩაი უნდა დაამზადოთ.
ინგრედიენტები:
- 30 გრ მშრალი დაფნის ფოთოლი
- წყალი
მომზადების მეთოდი:
წყალი აადუღეთ და გამომშრალი ფოთლები დაუმატეთ. რამდენიმე წუთით ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, თავზე დაახურეთ და გააგრილეთ. თაფლი გემოვნებით დაუმატეთ. გირჩევთ ეს სასმელი დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, დალიოთ.
დაფნის ფოთლის სარგებელი ჯანმრთელობისთვის
1. ის A, C ვიტამინების, მაგნიუმის, მანგანუმის, კალიუმის, რკინის და კალციუმის შესანიშნავი წყაროა.
2. დაფნა საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხმარება და მწვავე ტკივილს, მუცლის შებერილობას და კუჭის წყლულს კურნავს.
3. დაფნის ეთერზეთი ართრიტით გამოწვეულ ტკივილს ამცირებს. ამისთვის მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ. ეთერზეთი (3%) მცენარეულ ზეთში გააზავეთ.
4. ქერტლს აშორებს. ამისთვის თმაზე დაფნის ფოთლის შემცველი ხსნარი გადაივლეთ.
5. დაფნის ფოთოლს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და კანის ინფექციის განკურნება შეუძლია. უბრალოდ დაზიანებულ ადგილზე დაფნის ფოთლის ნაყენით გაჟღენთილი თბილი კომპრესი დაიდეთ.
6. დაფნის ფოთლის ჩაი ძალიან სასარგებლოა რესპირატორული დაავადებების, ხველის, გაციების და გრიპის დროს. დაფნა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც შაკიკის დროს ტკივილს ამსუბუქებს. რატომ აქვს ასეთი ტკივილგამაყუჩებელი თვისება უცნობია, მაგრამ ეს შეიძლება რამდენიმე ნივთიერებასთან იყოს დაკავშირებული, რომლებიც თრომბიციდებიდან სეროტონინს გამოყოფენ.
7. დაფნის ფოთლის ნაყენი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და დიაბეტის სამკურნალოდ ძალიან სასარგებლოა.
8. კუნთოვანი ტკივილის მოსახსნელად და გასაახალგაზრდავებლად 5 დაფნის ფოთოლი 1 ლ წყალში აადუღეთ და ნახარში აბაზანას დაუმატეთ. აბაზანაში 15 წუთით გაჩერდით და მოდუნდით.
9. დაფნის ფოთლის სუნი მწერებს თავიდან მოგაშორებთ.
ყურადღება! დაფნის ფოთლის გარე გამოყენებამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, როგორიც არის დერმატიტი. ეთერზეთი და ნახარში ორსულმა და მეძუძურე დედებმა, ასევე ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.