პური ერთ-ერთ უძველეს საკვებ პროდუქტად ითვლება, რომელიც ადამიანის კვების რაციონში გაჩნდა. კენკრის, ბოსტნეულის და ხილისგან განსხვავებით პური ბუნებაში მზა ფორმით არ არსებობს, მას მომზადება სჭირდება. თუ ათასობით წლის განმავლობაში პურის ინგრედიენტები მხოლოდ წყალი და დაფქული მარცვალი იყო, საფუარის გამოჩენამ პროცესი უფრო სრულყოფილი გახადა.
მე-20 საუკუნეში საცხობმა ტექნოლოგიამ განვითარების ახალ ეტაპს მიაღწია. მათ უხეში ნაფქვავის, ქატოს, ხილის და მწვანილის ფქვილიდან პროდუქტების გამოცხობა დაიწყეს. ფენოვანი და ბისკვიტის ცომის ტკბილეულობამ დიდი პოპულარულობა მოიპოვა.
თუმცა დღევანდელი მრავალფეროვნებით სტუმრების გაოცებას შეძლებთ. ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ ღვეზელის ცომი კარტოფილის ნახარშიდან.
ცომი კარტოფილის ნახარშით
რეცეპტი იმით არის კარგი, რომ ცომი შეგიძლიათ პიცის, ფუნთუშას და რულეტის მოსამზადებლად გამოიყენოთ. კერძი ძალიან ნაზი, ფუმფულა და, რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელი გამოვა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ სამარხვო საფუარის ცომისგან მოამზადოთ გემრიელი რულეტები ნიგვზის შიგთავსით.
ცომის ინგრედიენტები:
- 2 დიდი ზომის კარტოფილი
- 350 მლ წყალი
- 300 გრ ფქვილი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 50 გრ შაქარი
- 15 გრ დაპრესილი საფუარი
- 50 გრ მცენარეული ზეთი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 0,5 ჭიქა ნიგოზი
- 2 ს/კ შაქარი
მომზადება:
1. პირველ რიგში, კარტოფილი წვრილად დაჭერით და მოხარშეთ. სითხე ცალკე ჭურჭელში გადაასხით. თავად კარტოფილი ერთგვაროვან პიურეს მასად გადააქციეთ და კვლავ სითხე დაასხით. ერთგვაროვან მასამდე დაიყვანეთ და გააგრილეთ.
2. კარტოფილის მასას მარილი და შაქარი დაუმატეთ. აურიეთ. საფუარი დაუმატეთ და კვლავ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
3. მცენარეული ზეთი, შემდეგ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. სჯობს ნელ-ნელა დაუმატოთ, რომ ბევრი ფქვილის ჩაყრა არ მოგიწიოთ.
4. ახლა ცომი კარგად მოზილეთ. შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც თასში, ასევე მაგიდაზე. ისეთი კონსისტენციის ცომი გჭირდებათ, რომელიც ხელს ეკვრება, მაგრამ თითებზე არ რჩება. სწორედ ამიტომ მასთან მუშაობა ძალიან მარტივია.
5. ცომის ჭურჭელი თბილ ადგილას დადეთ ან თბილი წყლით სავსე ქვაბს ზემოდან დაადეთ. 30 წუთის შემდეგ, როცა ცომი ოდნავ გაფუვდება, კვლავ კარგად ჩაზილეთ და კვლავ თბილ ადგილას დადგით.
6. ესეც ასე, ცომი შეგიძლიათ გაყოთ და გააბრტყელოთ. ახლა ტკბილი ნიგვზის რულეტის მომზადება დაიწყეთ.
7. შიგთავსისთვის ნიგოზი აიღეთ და ბლენდერში დააქუცმაცეთ. შაქარი დაუმატეთ.
8. ცომი ნაჭრებად გაყავით (ჩვენ 7 ნაჭერი გამოგვივიდა). თითოეულიდან ბურთები დაამრგვალეთ. შეგიძლიათ ცოტა რაფინირებული მცენარეული ზეთი წაუსვათ.
9. ბურთები გრძელ მართკუთხა ფორმის მსგავსად გააბრტყელეთ.
10. ახლა მასზე შიგთავსი თანაბრად გადაანაწილეთ და რულეტი დაახვიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცომის სიფართოვე კუთხეებშიც კი ერთნაირი იყოს – ასე რულეტი თანაბარი გამოვა.
11. რულეტები საცხობ ფორმაზე დააწყვეთ, საკვები ცელოფანი დააფარეთ და თბილ ადგილას დატოვეთ, რომ ოდნავ ამოიწიოს.
12. რულეტი 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. მზაობა შეგიძლიათ ხის ჩხირით შეამოწმოთ.
13. ცხელ რულეტებს შეგიძლიათ უსუნო რაფინირებული ზეთი წაუსვათ და შაქრის ფხვნილი მოაყაროთ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.