თირკმელების პრობლემის 8 ადრეული სიმპტომი

3390
თირკმლების პრობლემის 8 ადრეული სიმპტომი
თირკმლების პრობლემის 8 ადრეული სიმპტომი

თირკმელების პრობლემის დიაგნოზს ხშირად გვიან სვამენ, რაც ხანგრძლივი და ძვირადღირებული მკურნალობით არის განპირობებული. თუ პრობლემას ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენთ, მკურნალობასთან დაკავშირებული ბევრი უსიამოვნების თავიდან აცილებას შეძლებთ.

თირკმლების პრობლემების 8 ადრეული ნიშანი არის:

1. შარდის ცვლილება
თუ შარდის რაიმე სახით ცვლილება შენიშნეთ, ეს შეიძლება თირკმლების მუშაობის შეფერხების ადრეული ნიშანი იყოს. ასევე ღამით მოშარდვის სურვილმა უნდა შეგაშფოთოთ, თუ ამას ჩვეულებრივ არ აკეთებთ.
მუქი ფერის შარდი და მისი ფერის უეცარი ცვლილება იმაზე მიუთითებს, რომ ექიმს უნდა მიმართოთ.

2. შეშუპება
შეშუპება და სითხის შეკავება იმის მანიშნებელია, რომ თირკმლებმა თავისი ამოცანის შესრულება შეწყვიტეს. ხშირად შეშუპებით ფეხები, ხელები, სახე და მუცელი იტანჯება.

3. აკნე
თირკმლების მუშაობის დარღვევის დროს ტოქსინების დაგროვება იწყება, რაც აკნეს გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ აკნეს მოშორება ადგილობრივი საშუალებების წასმით შეიძლება, მაგრამ ასეთი მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, თუ პრობლემა ორგანიზმის ინტოქსიკაციაში მდგომარეობს. ამ შემთხვევაში თირკმლების გაწმენდა აუცილებელია.

4. ტკივილი წელის არეში
წელის არეში მტკივნეული შეგრძნებები შეიძლება თირკმლების დაავადების მანიშნებელი იყოს. ზოგჯერ ასეთი დაავადება ჩვეულებრივი კუნთის ტკივილი შეიძლება გეგონოთ. მიუხედავად ამისა, მისი იგნორირება არ შეიძლება, რადგან ტკივილის მიღმა შეიძლება თირკმლების პოლიკისტოზი, ქვები და ღვიძლის დაავადება იმალებოდეს.

5. გულისრევა და ღებინება
გულისრევა და ღებინება თირკმლების არასწორი მუშაობის შედეგად ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინების გამო ჩნდება. მას სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების დარღვევა მოჰყვება.

6. კანის სიმშრალე
როცა თირკმლების დაავადების პროგრესირება ხდება, წყლის გადამუშავების პროცესი დარღვევის გამო, ორგანიზმი გაუწყლოებას აწყდება. შედეგად, კანი საჭირო ტენს კარგავს და უფრო მშრალი ხდება.

7. თავბრუსხვევა
თუ ხშირი თავბრუსხვევა, ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე გაწუხებთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ. ამ სიმპტომების ახსნა ორგანიზმში ერითროციტების შემცირებით აიხსნება, რის შედეგადაც თავის ტვინი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ ღებულობს.

8. მადის დაქვეითება
თირკმლების დაავადებამ მადის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში თირკმლების მუშაობის დარღვევა სლოკინს და დანაყრების შეგრძნებას იწვევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს