თითოეული ადამიანის ცხოვრება სავსეა დადებითი და უარყოფითი მოვლენებით. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, იღბლიანებს უწოდებენ, და რომელთა ბედიც მათ ყველაფერს საუკეთესოს ჩუქნის, უბედურებებს არ ატეხს თავს. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ საქმე ვარსკვლავებშია. სამყარომ თითოეულ თანავარსკვლავედს თვისებათა უნიკალური ნაკრები უბოძა, რომლებიც ამა თუ იმ ნიშანს ეხმარება ყოველდღიური უსიამოვნებების მარტივად დაძლევაში. თუმცა, არსებობს 4 განსაკუთრებული ნიშანი.
ზოდიაქოს წარმატებული ნიშნები
1. მშვილდოსანი
დადებითი ემოციების დონე მათში ყოველთვის აღემატება უარყოფითს, რაც, თავის მხრივ, აღნიშნულ ნიშანს აძლევს ძალას, მარტივად გადალახოს ნებისმიერი სირთულე და წინააღმდეგობა. საქმე ისაა, რომ მშვილდოსნები ერთადერთი არიან ზოდიაქოს მთელ ოჯახში, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ინახავენ პატარა ბავშვს საკუთარ თავში. თუ ამ ნიშნის სერიოზულ წარმომადგენელს შეხვდებით, დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ მისი ნიღაბია.
მშვილდოსნები ან წყვეტენ სისულელეების ჩადენას შუა ხნის ასაკშიც. გარშემომყოფებში ისინი აფასებენ იუმორის გრძნობას და უდარდელად ცხოვრების უნარს. ისინი არ იციკლებიან პრობლემებზე და არც სხვას ტვირთავენ ამით, სწორედ ამიტომ გვეჩვენება, რომ ყოველთვის კარგად არიან.
2. ქალწული
ქალწულებს უყვართ ცხოვრებაზე წუწუნი, რათა, როგორც იტყვიან, არავინ გათვალოს. ქალწულის ბედნიერება მდგომარეობს საკუთარი ცხოვრების ორგანიზებასთან რაციონალურად მიდგომის უნარში. ის კარგად გათვლილი გეგმით მოქმედებს, ამიტომაც შემთხვევითობა მის ცხოვრებაში იშვიათია. თუმცა, თუ რაღაც მაინც მოხდა, ქალწული ამ მოვლენას ფილოსოფიურად მიუდგება და ეძებს მისი გადაწყვეტის გზებს, არ ცხარდება.
ქალწულის ბედი თავიდან ბოლომდე დაგეგმილია, თუმცა მასში უსიამოვნო მოულოდნელობები მიზანშეწონილ მინიმუმამდეა დაყვანილი.
3. თევზები
თევზების სამყარო – ესაა მოჩვენებითი ფიგურებითა და მკვეთრი ფერებით სავსე ნახატი. ესაა ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანი, რომელიც სიამოვნებას საკუთარი თავისგან იღებს და, ხშირად, მიდრეკილია თვითგაღრმავებისკენ. თევზები ჭეშმარიტად საინტერესო და წარმატებული დამთხვევებით სავსე ცხოვრებას ატარებს, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ იგი სოციალური ჩარჩოებისა და გარშემომყოფების აზრებისგან თავისუფალია. თევზები მუშაობას ფულისთვის კი არა, წარმატებული საქმის განსახორციელებლად იწყებს.
ქორწინდება იმისთვის, რომ ჭეშმარიტი სიყვარული შეიცნოს. ხშირად ჩერდება, რომ წვიმის სილამაზეზე დაფიქრდეს. ბედნიერია იმით, რომ ცხოვრობს სიამოვნების მისაღებად და არა ვიღაცისთვის რაღაცის დასამტკიცებლად.
4. მერწყული
ზედმეტად მოსიყვარულე მერწყული არ ერევა ცხარე კამათსა და კონფლიქტებში, თუმცა, თავის აზრს მომატებული ტონით აფიქსირებს – უბრალოდ აკეთებს ყველაფერს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია. იგი ხშირად ეყრდნობა საკუთარ შინაგან ხმას, არ იტეხს თავს პრობლემებზე ფიქრით. არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაშიც კი, პრობლემას კატასტროფად არ მიიჩნევს, უბრალოდ ეძებს შესაძლებლობას, შედეგებს სხვა თვალით შეხედოს.
მერწყულმა არ იცის სიზარმაცე და ყოველთვის მზადაა, ახალ საქმეს შეუდგეს. სწორედ ეს თვისება ეხმარება მას შთაგონებასა და წინსვლაში. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ნახევრის პოვნა, რომელიც მათთან ერთად გახდებოდა თავქარიანი და მსუბუქად მოაზროვნე, არ აიძულებდა ჩარჩოებში ცხოვრებას.
დარწმუნებული ვარ, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქვეშ არსებობენ იღბლიანი და უიღბლო წარმომადგენლები. მთავარია, მიისწრაფოდეთ ცხოვრებაში საკუთარი მიზნებისკენ და სამყაროსგან დადებითი განწყობა მოიპოვოთ. თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ბედი, რომელიც სავსე იქნება საჩუქრებითა და მოულოდნელობებით. უბრალოდ კონცენტრირდით დადებით მოვლენებზე. გისურვებთ წარმატებებს.