იოდმა და რძემ მოაშორა ბუგრები ჩემს ნაზ ვარდებს. უკვე იმედი მეწურებოდა

7805

ბუგრი, ალბათ, ყველაზე საზიზღარი მავნებელია, რომელიც თქვენს ბაღში შეიძლება დასახლდეს. უკიდურესობები ერთმანეთს იზიდავსო, სწორედ ამიტომ, ეს მწერები თავდასხმის ობიექტად, ყველაზე ხშირად, ულამაზეს ვარდებს ირჩევენ.

როგორ ვებრძოლოთ ბუგრებს ისე, რომ ყვავილს არ ვავნოთ? გამოცდილ მებაღეებს რამდენიმე ეშმაკობა აქვთ, რომლებიც ჩვენს მკითხველებს ყვავილების მოვლასა და დაცვაში დაეხმარება.

როგორ მოვიცილოთ ბუგრები

პირველ რიგში, ყვავილი ჯანმრთელი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, ბუგრები მასზე არ სახლდებიან. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვარდების დროული შესუქება, ნიადაგის განოყიერება, ყვავილის ირგვლივ სარეველების მოშორება. ბუგრების დასახლებას ხელს შეუშლის ზოგიერთი ხალხური საშუალებაც.

1. რძე და იოდი

დაგჭირდებათ იოდის ქილა, შხეფის ბოთლი, დგუში და ნახევარი ჭიქა რძე. ჩაასხით შხეფის ბოთლში 1 ლ წყალი, ხოლო დგუშში – ნახევარი იოდი. შეურიეთ იოდი და რძე ჭიქაში. რძე ყვითლად შეიღებება. შემდეგ გადაასხით იგი წყლიან ბოთლში, კარგად შეანჯღრიეთ და შეაშხეფეთ ვარდებს.

ეს საშუალება არამხოლოდ ბუგრებს, არამედ მცენარის სოკოვან დაავადებებსაც ებრძვის.

2. საპნის ხსნარი

აიღეთ 1 ს.კ. დახეხილი სარეცხი საპონი და გახსენით 1 ლ წყალშოი. ფრთხილად ჩაალბეთ ვარდების კვირტები ამ ხსნარში. შემდეგ შეაშხეფეთ საპნის ხსნარი ყვავილებს ზედიზედ რამდენიმე დღე.

3. ნივრის ნაყენი

ხორცსაკეპში გაატარეთ 300 გ ნიორი ან ხახვი. დაასხით მასას 3 ლ წყალი, გააჩერეთ 6-8 საატით, გაწურეთ და დაუმატეთ კიდევ 7 ლ წყალი და 40 გ დახეხილი სარეცხი საპონი. შეაშხეფეთ ეს ხსნარი ვარდებს აუცილებლობის შემთხვევაში.

4. კარტოფილისა და საპნის ხსნარი

აიღეთ 0.5 კგ კარტოფილის ნათალი და დაასხით 2 ლ მდუღარე. გააჩერეთ 48 საათით, გაწურეთ და დაუმატეთ 50 გ დახეხილი სარეცხი საპონი. კვირაში სამჯერ შეაშხეფეთ ხსნარი ვარდის ბუჩქებს, რომლებზეც ბუგრები ბუდობენ.

5. ხახვის კანი

დაასხით ხახვის ოქროსფერ კანს ცხელი წყალი, გააჩერეთ ერთი დღით და დაამუშავეთ მიღებული ხსნარით ვარდის ბუჩქები.

6. თამბაქოს ნახარში

შეურიეთ 400 გ თამბაქო და 9 ლ წყალი. შემდეგ ადუღეტ მასა ნახევარი საათით, გააჩერეთ 3 დღით, გაწურეთ მარლაში. გახსენით 40 გ სარეცხი საპონი 1 ლ წყალში, შეურიეთ მომზადებულ ნახარშს და შეაშხეფეთ მიღებული ხსნარი ვარდებს.

თქვენ როგორ ებრძვით ამ მომაბეზრებელ, ციცქნა მწერებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს