გასაოცარია, რამდენად ცოტა ვიცით იმ მცენარის შესახებ, რომელსაც გლერძი ჰქვია. არადა, ეს ბალახი სამკურნალოდ ათასწლეულზე მეტია, რაც გამოიყენება. ძველი სკვითები მას “უკვდავების ბალახს” უწოდებდნენ და წამლის რეცეპტს საიდუმლოდ ინახავდნენ თავიანთი ცოლებისგანაც კი. ითვლებოდა, რომ ქალებს საიდუმლოს შენახვა არ შეეძლოთ მეზობელი ტომებისგან.
გლერძის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო საბჭოთა კავშირის დროსაც. მხოლოდ ყველაზე მაღალი რანგის პირებს ჰქონდათ წვდომა ასეთი სახის მკურნალობაზე. ამბობენ, რომ სწორედ სტალინის(თავად ათეროსკლეროზით იყო დაავადებული) ბრძანებით ჩატარდა კვლევები გლერძის სამკურნალო თვისებების განსაზღვრისთვის. მოგვიანებით, ამავე მცენარით იმკურნალა “ცეკას” გენერალურმა მდივანმა, იური ანდროპოვმა, რომელსაც თირკმლების პრობლემა ჰქონდა.
ახლა უკვე გლერძის სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების შესახებ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაცაა ცნობილი. ახლა მასზე უფრო მეტს მოგიყვებით, რადგან მცენარე დღეს გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე 20 წლის წინ იყო.
გლერძი აბრეშუმისყვავილიანი
გლერძი ძვირფას სამკურნალო საშუალებად ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გამოიყენებოდა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მცენარის ფესვებსა და ღეროებში არსებული მიკრო- და მაკროელემენტების შესახებ გახდებოდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მცენარე შეიცავს კალციუმს, რკინას, სელენს, მაგნიუმს, კობალტს, თუთიას, მარგანეცს, სილიკონს, მოლიბდენსა და ქრომს.
სამაგიეროდ, სახალხო მკურნალები ბალახს ღვიძლის, თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ იყენებდნენ. მეცნარეთი კურნავდნენ თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებებსაც. გლერძის ნახარშით კი ახდენდნენ როგორც მოხუცების, ისე ბავშვების რეაბილიტაციას მძიმე დაავადებების შემდეგ.
დღეს გლერძი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდაც კი გამოიყენება. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ ბალახს ანტისიმსივნური ეფექტი აქვს, ხელს უშლის კარდიომიოპათიასაც, რომელიც კიბოთი დაავადებულებს უჩნდებათ.
გლერძის ნაყენი სასარგებლოა არტერიული წნევის ნორმალიზებისთვისაც. დამტკიცებულია, რომ მისი მოხმარება აფართოებს სისხლძარღვებს, აჩქარებს სისხლის დინებას. ამასთან, ბალახის ნახარში შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, აქვს დამამშვიდებელი, შარდმდენი და ოფლმდენი თვისებები, ანელებს დაბერების პროცესს და აახალგაზრდავებს კანს.
გასაკვირი არაა, რომ ხალხურ მედიცინაში უამრავი რეპეტი შემოინახა, რომლებიც გლერძის სამკურნალო მიზნებით გამოყენების საშუალებას იძლევა.
მაშ ასე, ჰიპერტონიის დროს რეკომენდებულია 2 ჭიქა ცხელ წყალზე 2 ს.კ. გლერძის ბალახის გამოყენება და ორთქლის აბაზანაზე გაცხელება 2 წუთით. გაწურული და გაგრილებული სასმელი მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 2 ს.კ. ოდენობით. მკურნალობის კურსი 6 კვირას მოიცავს.
ათეროსკლეროზის დროს კი გლერძის გაწმენდილ ფესვს დაასხით სპირტი ან არაყი 1:3 პროპორციით და გააჩერეთ 2 კვირით. მიირთვით 30 წვეთი ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ. ამასთან, ყოველი ათდღიანი მიღების შემდეგ შეისვენეთ 10 დღე. გააგრძელეთ მკურნალობა სასურველი შედეგის მიღებამდე.
ორგანიზმის გაძლიერებისთვის, შეგიძლიათ უბრალო ჩაის დაყენება. დაასხით 2 ჩ.კ. მზა ბალახს 1 ფინჯანი მდუღარე და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. თვეში რამდენიმე ასეთი ფინჯანი გაციებას აგარიდებთ თავიდან.
სტრესის ან ცუდი განწყობის დროს, შეგიძლიათ მცენარის ნახარშის აბაზანა მიიღოთ 20 წუთით.