როცა რაღაც მავნეს მომზადება გსურს, ნუ იჩქარებ სწრაფ კვებასთან მირბენას. ყველაფრის მომზადება შეიძლება, მითუმეტეს, თუ საუბარი კარტოფილზეა. არაფერია შინ მომზადებულ, არომატულ, ღუმელში გამომცხვარ კარტოფილზე უკეთესი.
კარტოფილის გამოცხობა შეიძლება სპეციალურ ცელოფანში, უბრალოდ საცხობ ფორმაზე, ხორცთან და ბოსტნეულთან ერთადაც. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძია კარტოფილი “ფიჭა”. ასე მას განსაკუთრებული მარინადის გამო ეწოდა, რომელიც თაფლს შეიცავს.
ნაჭრებად გამომცხვარი კარტოფილი
გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ თაფლი ხორციან კერძებს ძალიან უხდება: იგი ხორცის ხრაშუნა ქერქს მოტკბო გემოს აძლევს. დღეს ჩვენ გთავაზობთ გამომცხვარი თაფლიანი კარტოფილის რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 500 გ კარტოფილი
- 2 ჩ.კ. პაპრიკა
- 2 ჩ.კ. კურკუმა
- 1 ს.კ. თაფლი
- 2 ჩ.კ. დაფქული ქინძი
- 2 ს.კ. მდოგვი
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- გაწმინდეთ კარტოფილი და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.
- თაფლი, ზეთი, მდოგვი და სანელებლები შეურიეთ ღრმა თასში.
- კარტოფილი ჩაალბეთ მიღებულ სოუსში 15 წუთით.
- ჩართეთ ღუმელი 200 გრადუსზე, გათბობამდე წაუსვით ზეთი საცხობ ფორმას და მოათავსეთ მასზე კარტოფილები.
- აცხვეთ კერძი 35 წუთით.
ასეთ კარტოფილს ძალიან უხდება პომიდვრის სოუსი, აჯიკა და მდოგვი. მიირთვით კერძი მსუბუქ ბოსტნეულის სალათთან ერთად. გემრიელად მიირთვით!