ქალები სახის და სხეულის მოვლას დიდ ყურადღებას უთმობენ, თუმცა სხეულის ზოგიერთი ნაწილი დაუმსახურებლად ავიწყდებათ, რომელთაც არანაკლები ყურადღება სჭირდებათ. მაგალითად, ქუსლები და ტერფები ეხება.
დღეს ვივიენმა თქვენთვის მოამზადა 10 მარტივი სახლის საშუალების რეცეპტი ქუსლის მოსავლელად, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოგაშორებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, ბზარები და გაქვავებული კანი.
მშრალი ქუსლის საშუალებები
ეს მარტივი სახლის საშუალებები მშრალი ქუსლების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ, რომ ზაფხულისთვის თქვენი ფეხები მოიწესრიგოთ და ღია ფეხსაცმლის ჩაცმის ან აუზზე გასვლის დროს არ ინერვიულოთ.
კვერცხის ნიღაბი
1 კვერცხის გული 1 ჩ/კ ლიმონის წვენს და 1 ს/კ კარტოფილის სახამებელს აურიეთ. ერთგვაროვანი მასა მიიღეთ და ნარევი დაორთქლილ ქუსლის კანზე დაიდეთ. საშუალება გაშრობამდე დაიტოვეთ, სანამ ქერქი არ წარმოიშვება, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ქუსლებზე ცხიმიანი კრემი წაისვით.
ალოეს კომპრესი
1 ალოეს ღერო დააქუცმაცეთ და პრობლემურ ადგილას შეიზილეთ. ზემოდან საკვები ცელოფანი დაიფარეთ, წინდები ჩაისვით და მთელი ღამე არ მოიშოროთ.
კარტოფილი ხახვთან და კომბოსტოსთან ერთად
ნახევარი თავი საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე კომბოსტოს ფურცელი და 1 მოხარშული კარტოფილი აიღეთ. ყველა ინგრედიენტი დააქუცმაცეთ, რომ ფაფა მიიღოთ. პიურე ორად გაყავით, ორ მცირე ზომის პაკეტში ჩადეთ, ფეხებზე ჩამოიცვით და რამდენიმე საათით გაიჩერეთ. შემდეგ ნაზად მოიშორეთ და ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ხახვის კომპრესი
ეს საშუალება ძალიან გაქვავებული და გამომშრალი ქუსლის კანისთვის გამოდგება. მდუღარე წყალში მცირე ზომის ხახვი ჩადეთ, 4 ნაწილად გაჭერით და ბალახების ან საპნიანი აბაზანის შემდეგ ხახვის ნაჭერი ქუსლებზე დაიდეთ. ზემოდან საკვები ცელოფანი დაიფარეთ და ბინტით შეიხვიეთ. ხახვი მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით კომპრესი მოიხსენით, ქუსლები პემზით გაიხეხეთ და კრემი წაისვით.
ყაბაყის ნიღაბი
მცირე ზომის ყაბაყი წვრილად დაჭერით, მარლაზე დადეთ და ამით ქუსლები ნახევარი საათით შეიხვიეთ. ამის შემდეგ ნიღბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კრემი წაისვით. ასეთი საშუალება გაქვავებულ კანს ადვილად გაუმკლავდება.
მწვანე ჩაის და ლიმონის ნიღაბი
ერთი ლიმონის ცედრა ბლენდერით დააქუცმაცეთ და დაყენებულ ჩაის ფოთლებს აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ნარევი აუცილებლად თბილი უნდა იყოს. ნიღაბი ქუსლებზე დაიდეთ, საკვები ცელოფანით შეიხვიეთ და ზემოდან წინდა ჩაიცვით. საშუალება მთელი ღამე გაიჩერეთ და დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ქრისტესისხლას კომპრესი
ახალი ქრისტესისხლას ღეროები ფაფის მიღებამდე დააქუცმაცეთ და ქუსლებზე დაიდეთ. ქუსლები პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ და წინდები ჩაიცვით. საშუალება დაახლოებით 12 საათით გაიჩერეთ. დილით გაქვავებული კანის პემზით გახეხვაც კი არ დაგჭირდებათ.
ყავის ნიღაბი
ბალახების ან საპნის აბაზანაში დაორთქლილ ქუსლებზე ყავის, არაჟნის, კეფირის და თაფლის (ყველაფერი 1:1 პროპორციით) ნარევი წაისვით. ნიღაბი 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. ქუსლებზე ლანოლინი წაისვით, ცელოფანი შემოიხვიეთ და დაიძინეთ.
ზეითუნის სკრაბი
3 ს/კ ზეითუნის ზეთს 1 ჩ/კ ქვა-მარილი აურიეთ და ამ სკრაბით ქუსლები დაიმუშავეთ. მთელ ზედაპირზე წრიული მოძრაობები გააკეთეთ. შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ხოლო ქუსლებზე ცხიმიანი კრემი წაისვით.
ლიმონის კანი
ლიმონი შუაზე გაჭერით, წვენი გამოწურეთ და ქუსლებზე, როგორ პატარა ქუდი, ისე ჩამოიცვით. ზემოდან მჭიდრო წინდები ჩაიცვით და დაიძინეთ. დილით ლიმონის ქერქი მოიშორეთ, ფეხები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ცოტა კრემი წაისვით.
ნიღბების და კომპრესების გამოყენების დროს ორგანიზმის ინდივიდუალური განსაკუთრებულობა და ალერგიული რეაქცია გაითვალისწინეთ, რომ კანს ზიანი არ მიაყენოთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.