“გულზე ადრეული ასაკიდან იზრუნეთ” – გულის დაავადება მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის. გული მუდმივად საფრთხის ქვეშ არის: არასწორი კვება, მჯდომარე ცხოვრების წესი, სტრესი – თანამედროვე ცხოვრების ყველა ეს “ექცესი” მას დიდად არ მოსწონს.
გულის და სისხლძარღვების მუშაობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც ხილის, ბოსტნეულის, კაკლის და თევზისგან შედგება, მაგრამ რაციონში წითელი ხორცი არ შედის. წარმოგიდგენთ გულისთვის სასარგებლო 14 გემრიელ პროდუქტს.
საზამთრო
საზამთრო – არა მხოლოდ წვნიანი და გემრიელი ხილია, არამედ სასარგებლოც. საზამთრო დაბალკალორიულია და ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ სხეულში მუდმივად ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც წესრიგს უზრუნველყოფს. ამ პროცესში მონაწილეობს თავისუფალი რადიკალები რომლებიც ჯანსაღ უჯრედებზე ნეგატიურად მოქმედებენ და გულს, ნერვულ და იმუნურ სისტემას აზიანებენ. სწორედ აქ გვეხმარება ანტიოქსიდანტები.
კარდიოლოგები თვლიან, რომ საზამთრო ლიკოპინის (რის გამოც საზამთრო წითელია) შესანიშნავი წყაროა, რომელიც გულის დაავადების და მათ შორის კიბოს რისკს ამცირებს. სასარგებლო ამინომჟავებს შორის ექიმები ციტრულინს გამოყოფენ, რომელიც სისხლის მიმოქცევაზე დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, საზამთრო C და A ვიტამინებით, ასევე კალიუმით და მაგნიუმით მდიდარია.
იოგურტი
ჯანსაღი სისხლძარღვები – ჯანსაღი გული, ეს ყველასთვის აქსიომაა. თუმცა ყველამ არ იცის, რომ გულისთვის სასარგებლოა იოგურტი, რომელიც მდიდარია B ვიტამინით, კალიუმით და კალციუმით. მისი მჟავები გულს ასუფთავებს და აძლიერებს, ასევე ქოლესტერინის და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
გაითვალისწინეთ, სასარგებლოა მხოლოდ ნატურალური იოგურტი – ყურადღებით იყავით მისი შერჩევის დროს. ზოგიერთ იოგურტში უფრო ბევრი კონსერვანტი, შაქარი და საღებავია, ვიდრე ჩვეულებრივ ნატურალურ პროდუქტში.
პომიდორი
პომიდორში ბევრი C ვიტამინია, რომელიც გულისთვის სასარგებლოა. როგორც საზამთრო, ეს ბოსტნეულიც ლიკოპინს შეიცავს. ჯანსაღი კვების ექსპერტები გირჩევთ სახლში პომიდვრის სოუსი მოამზადოთ, ორეგანო დაუმატოთ და სუფრაზე ისე გაიტანოთ. С ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც თქვენს უჯრედებს დაიცავს.
ავოკადო
ავოკადოში ბევრი კალიუმი არის, რომელიც სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, ასევე C ვიტამინი და საკვები ბოჭკოები. ავოკადოს კერძი სტაფილოთი და ისპანახით მოამზადეთ და დარწმუნებული იყავით, რომ გული ნორმაში იქნება.
კენკრა
აქ დიდი არჩევანი გაქვთ – კენკრის სახეობების უმეტესობა გულისთვის სასარგებლოა. კენკრა ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და პირიქით, კარგის დონეს ზრდის. დამატებით, ნაკლებად კალორიულია და ცხიმებს თითქმის საერთოდ არ შეიცავს, ასევე ძვლებსა და ნივთიერებათა ცვლაზე დადებითად მოქმედებს.
ექიმები მას “კიბოსთან მებრძოლებს” უწოდებენ – ისინი ორგანიზმის ზედმეტ დაჟანგვას ხელს უშლის და ანთებას ბლოკავს. კენკრა შეიცავს პოლიფენოლებს – ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლში აზოტის ოქსიდის დონეს ზრდის, რაც თავის მხრივ სისხლძარღვების მოდუნებას ხელს უწყობს.
ფურცლოვანი კომბოსტო
ამ პროდუქტის სასარგებლო ინგრედიენტების ჩამოთვლა დიდ დროს მოითხოვს – K, A, C ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, კალციუმი, მანგანუმი დაბალი კალორია… ეს ცოტაა?
ყველა ეს ნივთიერება სისხლს სწორად შესქელებას და ათეროსკლეროზის თავიდან აცილებაში ხელს გვიწყობს. ამასტან ანთების საწინააღმდეგო მოქმედებ აქვს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
პარკოსანი
ნახევარი ჭიქა პარკოსანი პროდუქტის მიღება საკმარისია გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს ხსნადი ბოჭკოების წყალობით ხდება, რომლებიც ნაწლავების ქოლესტერინის დაშლას ხელს უშლის. ასევე პარკოსანი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, კალციუმს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და B ვიტამინის ჯგუფს.
არაქისი
შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც გულის მუშაობას ომეგა- ცხიმოვანი მჟავის და ანტიოქსიდანტების წყალობით აუმჯობესებს. საკმარისია მხოლოდ 50 გრ არაქისი იმისთვის, რომ დიაბეტით დაავადებული ადამიანების სისხლძარღვების მუშაობა გაუმჯობესდეს ან დაეხმაროს მათ, ვისაც გულის დაავადების რისკი აქვს. მთავარია, უბრალო არაქისი შეიძინეთ და არა მარილიანი და შემწვარი.
კინოა
კინოას თესლის რაციონში ჩართვა აუცილებელია. ის შეიცავს მდიდარ მცენარეულ ცილებს, რომლებიც გულის, თირკმლების და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. კინოს ცილები წითელ ხორცში შემავალ ცილებზე ბევრად უფრო სასარგებლოა.
სხვა მარცვლეულთან შედარებით მასში ბევრად უფრო მეტი საკვები ბოჭკოები, ასევე გულისთვის სასარგებლო მონო გაუჯერებელი ცხიმები და ანტიოქსიდანტებია.
ორაგული
ორაგული მენიუში ხშირად უნდა ჩართოთ – სწორედ ეს წითელი თევზი დაგეხმარებათ გულის მუშაობის გაუმჯობესებაში.
თევზში შემავალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა არითმიის და გულის რითმის დარღვევის დროს სასარგებლოა, ასევე სისხლის წნევას ამცირებს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ორგანიზმი ამ სასარგებლო ნივთიერებებით რომ გააჯეროთ, ორაგული კომბოსტოს ფოთოლთან ერთად მიირთვით.
ნუში
დღეში მხოლოდ ერთი მუჭა ნუში სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ასევე ნუში მდიდარია E ვიტამინით, საკვები ბოჭკოებით და ცილებით – ყველა აუცილებელი ელემენტით, რომლებიც თქვენს გულს შესანიშნავ ფორმას შეუნარჩუნებს.
ბარდა
ბარდა გულისთვის ძალიან სასარგებლოა. ბარდა შეგიძლიათ წონაში დაკლების დროს გამოიყენოთ. ცილები, საკვები ბოჭკოები, მიკროელემენტები – ბარდა ამით მდიდარია. ცალკე ამ პროდუქტის მიღება აუცილებელი არაა – შეგიძლიათ სალათას, ომლეტს ან მაკარონს დაუმატოთ.
შვრიის ფაფა
საუკეთესო სასაუზმო კერძის პოვნა შეუძლებელია. შვრიის ფაფა გულის შეტევის რისკს ამცირებს, ასევე წონაზე დადებითად მოქმედებს. ის, რომ ზედმეტი წონა გულის პრობლემებს იწვევს ყველამ იცის. მკაცრი დიეტის დროს შვრიის ჩართვა აუცილებელია.
კანტალუპა (სპარსული ნესვი)
ეს საინტერესო ბოსტნეული შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს შეიძინოთ – მაგრამ გაითვალისწინეთ შენახვის პერიოდი შეზღუდულია. კანტალუპა მდიდარია C ვიტამინით, რომელიც გულის დაავადების რისკს ამცირებს. ეს ანტიოქსიდანტი უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს. ამასთან ძალიან გემრიელი და ტკბილი გოგრის სახეობის ბოსტნეულია, რომელიც შეიცავს A, B, K ვიტამინებს, კალიუმს, ფოლიუმის მჟავას და მაგნიუმს.
გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არა მხოლოდ სწორი კვება არამედ ვარჯიშიც აუცილებელია. ბევრი იმოძრავეთ, სტრესი აკონტროლეთ, ხშირად გაისინჯეთ წნევა და ქოლესტერინის ანალიზი ხშირად გაიკეთეთ.