სააღდგომო სალათები: 3 საუკეთესო საგაზაფხულო სალათი, რომელთა მომზადებაც არ მოგბეზრდებათ

3192

სააღდგომო სუფრა მხოლოდ შეღებილი კვერცხი და პასკა როდია – იგი გემრიელ, მსუბუქ სალათებსაც მოიცავს. ყოველ წელს, მე დიდი გულმოდგინებით ვარჩევ სალათების რეცეპტს სადღესაწაულო მენიუსთვის, რადგან ისინი აუცილებლად უნდა იყოს დაბალკალორიული, გემრიელი და ლამაზიც.

ამ წელს მართლმადიდებლური აღდგომა 28 აპრილს უწევს, კათოლიკური – 21 აპრილს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დროა სადღესასწაულო სუფრის მენიუზე ფიქრისა.

გემრიელი საგაზაფხულო სალათები

დღეს ჩვენ მოვამზადეთ 3 სალათის რეცეპტი, რომლებიც საუკეთესოდ შეავსებს სააღდგომო სუფრას. თავად დარწმუნდით.

სალათი “სააღდგომო წიწილი”

“სააღდგომო წიწილი” – ეს ის კერძია, რომელიც ნებისმიერი ინგრედიენტისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. მასში მთავარი გაფორმებაა.

ინგრედიენტები 

  • 4 მოხარშული კვერცხი
  • 4 მოხარშული კარტოფილი
  • 1 მჟავე ვაშლი
  • 200 გ ლორი
  • 150 გ ყველი
  • 1 სტაფილო
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 წითელი ტკბილი წიწაკა
  • 3-4 დიდი ზომის ზეთისხილი

მომზადება

1. გარეცხეთ სტაფილო, გათალეთ და დახეხეთ საშუალო სისქით. ლორი და ვაშლი დაჭერით წვრილ კუბებად.

2. დააშორეთ კვერცხის ცილა და გული. ცალკე თასში დახეხეთ გულები საშუალო ზომაზე, შემდეგ – ცილაც. წვრილად დაჭერით კარტოფილი.

3. გადავდივართ სალათის გაფორმებაზე. პირველი ფენაა კარტოფილი. იგი კვერცხის ფორმით უნდა მოთავსოთ თეფშზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და წაუსვით მაიონეზის ბადე.

4. მეორე ფენაა მჟავე ვაშლი. შემდეგი – ლორის კუბები.

5. ცალკე თასში შეურიეთ სტაფილო დაჭყლეტილ ნიორსა და მაიონეზს. თანაბრად გადაანაწილეთ სტაფილო ლორზე. მეხუთე ფენაა ყველი, ხოლო შემდეგი – მაიონეზის ბადე.

6. ახლა “კვერცხის” ქვედა ნაწილზე მოათავსეთ კვერცხის ცილები გატეხილი ნაჭუჭის სახით. ამოჭერით წითელი წიწაკისგან წიწილის ბიბილო და ნისკარტი. ზეთისხილით გააკეთეთ თვალები და წამწამები. კვერცხის გული გამოიყენეთ წიწილის თავის მოსახატავად.

სალათი “ოლივიე”. საგაზაფხულო ვერსია

სალათი “ოლივიეს” მომზადება არამხოლოდ ზამთარში შეიძლება. გთავაზობთ მის საგაზაფხულო ვარიანტს ხბოს ხორცით.

ინგრედიენტები 

  • 500 გ ხბოს ხორცი
  • 5 კარტოფილი
  • 3 სტაფილო
  • 5 კვეცხი
  • 1 წითელი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ქილა კონსერვირებული ბარდა
  • 3 კიტრი
  • 2-3 ღერო მწვანე ხახვი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ ხბოს ხორცი მარილიან წყალში და გააგრილეთ.

2. მოხარშეთ კვერცხი, სტაფილო და კარტოფილი. გააგრილეთ და გაწმინდეთ.

3. დაჭერით ხორცი, კვერცხი, სტაფილო, კარტოფილი, კიტრი და ხახვი კუბებად.

4. შეაზავეთ სალათი შინ მომზადებული მაიონეზით, მოაყარეთ მარილი და პილპილი. სურვილისამებრ, დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვიც.

5. სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

სალათი “სააღდგომო გვირგვინი”

ეს სალათი ძალიან ლმააზი და ორიგინალურია. ის მომგებიანად გამოიყურება ნებისმიერ სუფრაზე.

ინგრედიენტები

  • 1 შებოლილი ქათმის ბარკალი
  • 2 კარტოფილი
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 1 სტაფილო
  • 150 გ მყარი ყველი
  • 3 მწყერის კვერცხი
  • მწვანილი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით შებოლილი ქათამი მცირე კუბებად. მისი ჩანაცვლება ლორითაც შეგიძლიათ.

2. მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დახეხეთ მსხვილად. ასევე მოიქეცით სტაფილოსთან.

3. დახეხეთ მყარი ყველიც. ქათმის კვერცხი გაჭერით შუაზე. ცილები დახეხეთ მსხვილად, გულები შეინახეთ.

თეფშზე მოათავსეთ ჭიქა, მის ირგვლივ პირველ ფენად დაალაგეთ კარტოფილი.

4. წაუსვით კარტოფილს მაიონეზი, ზემოდან მოათავსეთ ქათმის ბარკალი, შემდეგ ყველი. კიდევ წაუსვით მაიონეზი.

5. შემდეგი ფენა დახეხილი სტაფილოა. დაასრულეთ სალათი დახეხილი ცილით. სალათის ცენტრი მორთეთ მწვანილითა და შეღებილი მწყერის კვერცხებით.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს