მარილის გამოყენება სახეზე ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეს, თუმცა, დროთა განმავლობაში, კანის მოვლის უამრავი სხვა საშუალება გაჩნდა, ამიტომ მარილის სარგებლიანობის შესახებ დაუმსახურებლად დავივიწყეთ.
ახლა უამრავი ქალბატონი უბრუნდება პირველწყაროებს – იმას, რითიც ყველაფერი დაიწყო. მარილი კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პროდუქტად იქცა სახის კანის მოვლისთვის.
მარილი სახისთვის
როგორ გამოიყენებენ მარილს?
ძალიან მარტივად! გახსენით 1 ჩ.კ. მარილი 100 მლ წყალში, სახე დაიბანეთ და არ გაიმშრალოთ. გაიჩერეთ ხსნარი გაშრობამდე. შეგიძლიათ, მარილი სახეზე მთელი ღამითაც გაიჩეროთ, ამის შემდეგ კი გაიწმინდეთ სახე ყინულის კუბით. თამამად დაიბანეთ სახე ასე ყოველ დილით და უკვე 1 კვირაში შედეგი, პირდაპირი გაგებით, სახეზე იქნება.
რას შველის მარილი
1. ასეთი ხსნარი დაგეხმარებათ დაბლოკილი ფორების გახსნაში, კანის ცხიმიანი ელვარების მოშორებასა და შავი ფერიმჭამელების ოცილებაში. გახსოვდეთ, რომ მარილის გამოყენება არაა სასურველი, თუ კანის მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, ან თქვენი კაპილარები კანის ზედაპირთან ძალიან ახლოსაა.
2. მარილის ხსნარის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, მალევე შეამჩნევთ, რომ კანი გასქელდა, წვრილი მუწუკები გაქრა. თუ ღია ფერის კანი მოგწონთ, ეს საშუალება სწორედ თქვენთვისაა! მარილი კანს აღიავებს და ელვარებას ანიჭებს.
3. მარილი შესანიშნავად გიხსნით სიმშრალისგანაც. გამოყენებიდან 1 თვეში, ქალბატონები ამჩნევენ, რომ კრემების გამოყენება ისე ხშირად აღარ უხდებათ, როგორც მანამდე.
4. მარილის “აბაზანები” კანისთვის არამხოლოდ მუწუკებს, არამედ დაღლილობის ნიშნებსა და შეშუპებებსაც მოგაცილებთ. ხშირად ხდება, რომ სერიოზული სტრესის შემდეგ ვერ ახერხებთ სახის კუნთების მოდუნებას – ამ სიტუაციაში მარილი დაგეხმარებათ. ქალები ამტკიცებენ, რომ სახის ნაკვთებიც კი უფრო ნაზი ხდება მარილის გამოყენების შედეგად.
5. თუ ტუჩები ხშირად გექერცლებათ, მარილის ხსნარი შესანიშნავი საშუალებაა. აწი აღარ დაგჭირდებათ ტუჩებისთვის სპეციალური ბალზამის შეძენა.
კიდევ რითია სასარგებლო მარილი?
ეს თეთრი კრისტალები შესანიშნავი საშუალებაა სისხლძარღვების გასაძლიერებლად, ამიტომაც, მარილის აბაზანები რეკომენდებულია კუპეროზის დროს. იგი, ასევე, მძლავრ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ტოვებს.
აბაზანების გარდა, მარილისგან პილინგისა და ნიღბის მომზადებაც შეგიძლიათ.