პასკა საფუარის გარეშე: ვამზადებ როგორც დღესასწაულებზე, ისე დილაობითაც

10995

მოვიდა გაზაფხული და თან მოიტანა დღესასწაულებიც. აღდგომა – განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც აუცილებელი რიტუალები ახლავს თან. მათ შორის ყველაზე მთავარია პასკის გამოცხობა. როცა პატარა ვიყავი, დედასა და ბებიას ვეხმარებოდი ცომის მოზელაში, ახლა კი დრო დადგა, თავადაც ვისწავლო სადღესასწაულო დესერტის გამოცხობა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პასკის ცხობაში დახელოვნებული ხართ, მაინც დაგაინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის დაჩქარება და ცომის მოზელა საფუარის გარეშე.

გემრიელი პასკის რეცეპტი

ჩვენ დიდხანს ვეძებდით პასკის გამოცხობის ყველაზე მარტივ გზას, რომელსაც გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება. ძიება წარმატებით დასრულდა და ახლა სიამოვნებით გაგიზიარებთ პასკის რეცეპტს, რათა თქვენც შეძლოთ ახლობლების გახარება სადღესასწაულო ნამცხვრით.

რეცეპტი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია, ამიტომ შეცდომის დაშვების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, მთავარია, მზადება კარგი განწყობით დაიწყოთ.

ინგრედიენტები

  • 760 გ შედედებული რძე
  • 600 გ ფქვილი
  • 6 კვერცხი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 გ ჯანჯაფილი
  • ვანილინი გემოვნებით
  • 200 გ შაქრის პუდრი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება

1. ათქვიფეთ 4 კვერცხი.

2. ჩაასხით კვერცხის მასაში რძე, მოურიეთ.

3. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ.

4. დახეხეთ ჯანჯაფილი წვრილად და დაუმატეთ ცომს. ჯანჯაფილი ნამცხვარს სასიამოვნო არომატს მიანიჭებს.

5. წაუსვით საცხობ ფორმებს კარაქი და დაასხით ცომი ნახევრამდე. ცხობის დროს ცომის მოცულობა ორჯერ გაიზრდება.

6. შედგით პასკა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით.

7. გლაზურის გასაკეთებლად, ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხის ცილა დაბალი სიჩქარით, თანდათან მოუმატეთ სიმძლავრეს.

8. როცა ცილები პიკებს წარმოქმნის, თანდათან დაუმატეთ ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა.

9. მორთეთ გაგრილებული პასკა გლაზურით და გააჩერეთ ერთი ღამით.

ესეც ასე. აღდგომის დასახვედრად არ გჭირდებათ რამდენიმე საათით ტრიალი სამზარეულოში, საკმარისია სულ 1 საათი პასკის მოსამზადებლად.

თქვენ გაქვთ პასკის მომზადების განსაკუთრებული რეცეპტი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს