რატომ ღირს თხილეული ჩვენს დროში ამდენად ძვირი? საქმე ისაა, რომ თხილს უამრავი სამკურნალო პრეპარატის ჩანაცვლება შეუძლია და არამხოლოდ იმიტომ, რომ ეგზოტიკურია. ზოგიერთი სახეობა, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთულია, თუმცა, აბსოლუტურად ყველა თხილი რეკომენდებულია ექიმების მიერ, ყოველდღიურ რაციონში ჩასართავად.
თხილეული არამხოლოდ მსუყე და გემრიელი სასუსნავი, არამედ უამრავი სერიოზული დაავადების(კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დემენციის, ალცჰაიმერის) პროფილაქტიკაცაა.
თხილეულის სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის
ჩვენმა რედაქციამ ჩაატარა მცირე კვლევა და დაზუსტებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 1 მუჭა თხილი თითოეულმა ადამიანმა უნდა მიირთვას რეგულარულად, თუ ჯანმრთელობა, სილამაზე და ენერგიულობა სურს. გთავაზობთ იმ თხილების სიას, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა მოიმარაგოთ.
1. ფისტი
ეს “ღიმილიანი” თხილი გეხმარებათ წონის დაკლებაში, თუ რეგულარულად მოიხმართ. ექიმები მის ჭამას ფეხმძიმეებს ურჩევენ ტოქსიკოზისა და საჭმლის მონელების პრობლემების დროს. თხილის დღიური ნორმა არ აღემატება 15 ცალს.
2. ბერძნული კაკალი
ბერძნული კაკლის ხეს კავკასიაში დიდ პატივს სცემენ, აქ ეს ხე წმინდაა, ამიტომ ვერ შეხვდებით მოჭრილ კაკლის ხეს, პირიქით, აქ იხილავთ რამდენიმე ასეული წლის ხეებსაც კი. ბერძნული კაკლის სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის ვლინდება ტვინის ცხოველქმედების გაუმჯობესებასა და ნერვულ სისტემაზე დადებითი მოქმედებით.
3. წაბლი
ეს ფრანგების საყვარელი თხილია. იქ წაბლის დღესაც კი აღნიშნავენ. საკვებად წაბლის მხოლოდ ერთი სახეობაა გამოსადეგი, რომელიც დიდი რაოდენობით ვიტამინ A-სა და C-ს შეიცავს. სხვა თხილთან შედარებით, წაბლში მინიმალური რაოდენობის ცხიმებია, ამიტომ დიეტურ პროდუქტად ითვლება.
4. ბრაზილიური კაკალი
ამ თხილს ბრაზილიაში “მცენარეულ ხორცს” უწოდებენ, რამდენადაც იგი დიდი რაოდენობით ცილასა და მიკროელემენტს შეიცავს. ბრაზილიური კაკლის ხის ქერქისგან სამკურნალო ნახარშს ამზადებენ.
5. მიწისთხილი
არაქისის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაა. იგი მძლავრი ანტიოქსიდანტია, სასარგებლოა უმად დიაბეტიკებისთვის, მამაკაცები კი, მისი რეგულარული მოხმარებით, ნაადრევ გამელოტებას აიცილებენ თავიდან.
6. ტყის თხილი
ტყის თხილი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმსა და კალციუმს, რაც მას შესანიშნავ ანტიდეპრესანტად აქცევს. თხილი კარგია ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის და დადებითად მოქმედებს თავის ტვინის ცხოველქმედებაზე. მთავარია, დოზას არ გადააჭარბოთ – დღეში საკმარისია 30გ თხილი.
7. კეშიუ
თხილი კეშიუ, რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, ატენიანებს კანს, ებრძვის ანთებით პროცესებს ორგანიზმში, ქალბატონებში კი ამცირებს მენსტრუალური ტკივილების ინტენსივობას. ეს თხილი აფროდიზიაკიცაა, ასევე, ხელს უშლის კანქვეშა ცხიმის დაგროვებასაც. დღეში 1 მუჭა ასეთი თხილი განწყობას ნამდვილად აგიმაღლებთ.
8. ნუში
ნუში არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უშლის ალცჰაიმერისა და დემენციის გაჩენას. მისი მოხმარება სასარგებლოა ხანში შესულთათვის კვირაში სამჯერ, სისხლძარღვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ნუში შესანიშნავი საშუალებაა უძილობის წინააღმდეგ.
უმჯობესია, ნებისმიერი სახის თხილი უმად მიირთვათ, რამდენადაც თერმული დამუშავების შედეგად, ისინი სასარგებლო თვისებების დიდ ნაწილს კარგავს. ეს ეხება წაბლსაც, თუმცა, მათი მოხმარება უმად, ცოტა არ იყოს, რთულია. შეინახეთ თხილი ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში ამავე მიზეზით.
გახსოვდეთ, რომ თხილის რეგულარული მოხმარება დაუბრუნებს თქვენს კანს სილამაზესა და ახალგაზრდობას, ხოლო თქვენ – კარგ განწყობასა და ჯანმრთელობას.