რამდენიმე დღის წინ საინტერესო სურათს შევესწარი, რომელმაც სახლში რემონტის დაწყებისკენ მიბიძგა. ჩემი კატა, ბონიფაცი რაფაზე ახტა, უკანა თათებით ფანჯრის მარცხენა კუთხეს დაეყრდნო, გაიჭიმა, შემდეგ კი ქოთანი გადააყირავა.
შემდეგ გათავისუფლებულ ადგილზე გაიარა, იატაკზე გატეხილ ქოთანს შემწყნარებლურად შეხედა და რაფაზე თავხედურად გაიშხლართა. ბონიფაცი ქუჩაში მშვიდად იყურებოდა, მე კი კატას ვუყურებდი…
რა თქმა უნდა, დაყვირება და შინაური ცხოველის დასჯა შეიძლებოდა მაგრამ აქ გამახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინ მსგავს მყუდრო ადგილას აძვრომა თავად მიყვარდა, ფარდაში დამალული რაფაზე ვჯდებოდი და დიდხანს ვუყურებდი ღრუბლებს, ქუჩაში გავლილ მანქანებს, ადამიანებს და ფრინველებს.
„იცი რა, მოდი ფანჯრის რაფა სახლის დასასვენებლ, მყუდრო ადგილად გადავაქციოთ“ – ვუთხარი ქმარს. ქმარი დამეთანხმა და მე ბევრი საინტერესო იდეა ვიპოვე. შესაძლოა, ეს ვარიანტები თქვენც მოგეწონათ და ფანჯრის რაფის გადაკეთების სურვილი გაგიჩნდეთ.
ფანჯრის რაფა ოთახში
ვივიენი დღეს 11 კრეატიულ იდეას გთავაზობთ, რომელთა დახმარებით ფანჯრის რაფას ფუნქციურად მოაწყობთ.
1. რბილი დივანი ფართო ფანჯრის რაფაზე – აი ისიც, შემოქმედებითი ადამიანის განხორციელებული ოცნება!
2. ფანჯრის რაფის ქვეშ ნამდვილი სახლის ბიბლიოთეკის მოწყობა შეიძლება. აირჩიეთ წიგნი განწყობის მიხედვით და კომფორტულ რაფაზე კითხვით ისიამოვნეთ.
3. ასევე ფანჯრის რაფა სრულფასოვან სასადილო მაგიდად შეიძლება გამოიყენოთ. ეს იდეა პატარა ბინებში აქტუალურია.
4. ან სამზარეულოში დამატებითი სამუშაო სივრცე შექმნათ.
5. ჩემ ქმარს რაფის საძინებლის სასთუმლად გამოყენების იდეა მოეწონა. ვგრძნობ, საძინებელში მცირე ცვლილების შეტანა მომიწევს!
6. რაფის ფორმა და ფერი შეგიძლიათ ფანჯრის ჩარჩოს და ბატარეას შეუხამოთ, ან, პირიქით, კონტრასტის ხარჯზე ბინის სტილს ხაზი გაუსვით.
მაგ., ლოფტის ინტერიერში მუქი ან თუნდაც შავი ფანჯრის რაფა მის ბრუტალობას ხაზს გაუსვამს.
7. საწერ მაგიდასთან გაერთიანებული რაფა თქვენი პატარა გენიოსის ოთახში სივრცეს უფრო სასარგებლოდ დატვირთავს.
8. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა.
9. აქ ორი ერთში: ადგილის ეკონომია და ინტერიერის ძლიერი ელემენტი!
10. ფანჯრის რაფის დახმარებით ავეჯის შემცირება შეგიძლიათ, ამასთან შესანახი ადგილების მოცულობას გაზრდით.
ფანჯარასთან შეგიძლიათ თაროების სისტემის ორგანიზება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.