იოგა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სავარჯიშო. ამ პრაქტიკას ყველა ჩვენგანი კონკრეტული მიზნით ეუფლება: სხეულის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ენერგეტიკული ბალანსის საპოვნელად ან განათლების მისაღებად. არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც იოგას დახმარებით რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავებსა და ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.
თუმცა, ხშირად, ასეთი ძლიერი პრაქტიკაც ვერ გვეხმარება. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ისტორიას, რომელიც ამ კითხვაზე გაცემს პასუხს.
მსუბუქი იოგა
თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უცდია ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება. თანამედროვე სამყაროში, ამის გარეშე შორს ვერ წავალთ. თითოეულ ადამიანს ამისთვის თავისებური, ინდივიდუალური მეთოდი აქვს. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია მედიტაცია და დამამშვიდებელი სავარჯიშოები.
ეს ბევრს ეხმარება სიმშვიდისა და სულიერი ბალანსის მოპოვებაში, მაგრამ არა ყველას. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ ყვირილი, ემოციების ამოფრქვევა სჭირდება დასამშვიდებლად. სწორედ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ჩვენი ისტორიის გმირი – ლინდსი ისტეისი.
ერთხელ მან იოგას გაკვეთილზე დასწრება გადაწყვიტა ნერვების დასამშვიდებლად და საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. მას დიდი დრო დასჭირდა ძალების მოსაკრებად და ამ პრაქტიკის დასაწყებად. თუმცა, მან დიდი იმედგაცრუება იწვნია: იგრძნო, რომ იმ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა და ვერ გრძნობდა თავს ისე, როგორც უნდოდა.
როგორც თვითონ ამბობს, იქ ყველაფერი ზედმეტად სერიოზულადაა მოწყობილი. თავის ბლოგში გვიყვება:
-“ულტრამშვიდი გარემო ბევრ ადამიანს მოსწონს, თუმცა, მე თავი ტანმოვარჯიშეებით სავსე ბიბლიოთეკაში მეგონა.”
მაშინ მიხვდა, რომ ასე მხოლოდ თვითონ არ იქნებოდა. ლინდსიმ გადაწყვიტა საკუთარი პრაქტიკის შექმნა, რომელიც მათ მოუხდებოდათ, ვისაც მედიტაციური პრაქტიკა არ მოსწონს. დროთა განმავლობაში, მან იპოვა ის, რასაც ეძებდა. ასე გაჩნდა აგრესიული იოგა.
ამის შემდეგ, ლინდსიმ თავის პატარა ქალაქში გახსნა კურსი, სახელად “აგრესიული იოგა”. საერთო ჯამში, ეს ჩვეულებრივი იოგას გაკვეთილებია, რომლებშიც პოპულარული ასანები გამოიყენება ერთი პატარა განსხვავებით… აქ არ სუფევს სიმშვიდისა და ძენის ატმოსფერო.
ლინდსის გაკვეთილებზე შეგიძლიათ ყვირილი, უცენზურო სიტყვების წარმოთქმა და ემოციებისგან დაცლა. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გსურთ, ოღონდ ასანებიც შწასრულეთ. გაკვეთილების შემდეგ ალკოჰოლური სასმელის მიღებაც კი შეგიძლიათ. სხვათაშორის, გაკვეთილები ტარდება პაბში, სადაც ხმამაღლა უკრავს მძიმე მუსიკა. როგორც ხედავთ, იოგას ფილოსოფია მხოლოდ სიმშვიდე და მედიტაცია არაა.
საიტზე Rage Yoga ლინდსი წერს:
-“გსურთ ძალების, მოქნილობისა და სიმშვიდის მოპოვება? ესე იგი, სწორ ადგილას მოხვდი.”
იგი გვთავაზობს სავარჯიშოების შესრულებას განსხვავებული მიდგომით. ყველგან, სადაც ის აქამდე ყოფილა, ყველაფერი ძალიან სერიოზული და უემოციო ჩანდა. ლინდსიმ ამის შეცვლა მოისურვა, საბოლოო ჯამში კი იოგა ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარა. გოგონა ყვება, რომ თავისი აგრესიული იოგის დახმარებით, პირად ცხოვრებაში უამრავი პრობლემის გადაწყვეტა შეძლო.
პრაქტიკა მას დაეხმარა დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში, სიბრაზის მოცილებასა და სხეულის გაუმჯობესებაში. ლინდსი დარწმუნებულია, რომ მისი იოგა ადამიანებს ნერვული დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება, რომელიც ადამიანს ცხოვრებას უწამლავს.
აგრესიული იოგის პრაქტიკისთვის აუცილებელი არაა კანადაში წასვლა და იქ ლინდსის ძებნა. მეთოდიკის არსი საკმაოდ მარტივი და გასაგებია. უბრალოდ დაუმატეთ ასანას ემოციები, ნუ ეცდებით მოდუნებას, მიეცით გრძნობებს თავისუფლება. თუ ყვირილი მოგინდებათ – იყვირეთ, თუ გინება მოგინდებათ – შეიგინეთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს სისულელე ან ზედმეტობაა, ერთი წამით დაფიქრდით. ჩვენ ყველა ვბრაზობთ, ყველას გვიჩნდება უარყოფითი ემოციები. რატომ უნდა შევინახოთ ისინი ჩვენში, როცა მათი გამოდევნა სავსებით შესაძლებელია?