აი, როგორ დავმალოთ ოსტატურად გათბობის ბატარეა და ელეგანტური ინტერიერის ნაწილად გადავაქციოთ

1341

ყველას სურს, რომ მისი სახლი მყუდრო და ლამაზი ადგილი იყოს. თანამედროვე დიზაინი და ხელმისაწვდომი ტექნოლოგია ამის მარტივად გაკეთების საშუალებას გაძლევთ. თუმცა ერთი დეტალი ინტერიერს ხშირად აფუჭებს, მაგალითად, ძველი გათბობის ბატარეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე შესანიშნავი იდეა არსებობს.

ვივიენი გიზიარებთ გენიალურ იდეებს, თუ როგორ დამალოთ ბატარეა და ის ინტერიერის ფუნქციური ელემენტი გახადოთ.

გათბობის ბატარეა

დავიწყოთ ვარიანტით, რომელიც ლოფტის სტილის ინტერიერს შესანიშნავად ერწყმის. ამისთვის ბევრი რამ არ დაგჭირდებათ: ბატარეების ზემოთ ხის ჩარჩო ააშენეთ და მასში ბატარეა შენიღბეთ. ასე უფრო საინტერესო იქნება და გათბობასაც შეძლებთ. ჩვენი აზრით, შესანიშნავი იდეაა.

მთელი საძინებელი კუთხეც შეგიძლიათ მოაწყოთ.

ან ბატარეა ნივთების დასადგამ სივრცედ აქციოთ.

ამ იდეის განსახორციელებლად დიდი ბატარეა პატარა ზომაში უნდა გადაცვალოთ, მაგრამ ეს ამად ღირს. სითბოს მოყვარული მცენარეები ასეთი მეზობლობით კმაყოფილი დარჩებიან.

შეგიძლიათ მყუდრო დივანი და საყვარელი მცენარე ერთმანეთს შეუხამოთ. ასე მაქსიმალურად კომფორტული კუთხე გამოგივათ.

თუ რამდენიმე თაროს დაამატებთ, ვერავინ მიხვდება რომ იქ ბატარეა არის დამალული. ამასთან სივრცე მაქსიმალურად ეფექტურად იქნება გამოყენებული. პატარა ბინის მფლობელის ნამდვილი ოცნებაა.

კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი. მყუდრო და პრაქტიკული.

თუ ექსპერიმენტებს ჩაატარებთ და რადიატორს ქვემოთ გაუშვებთ, ეს ოთახს ვიზუალურად უფრო დიდს და ნათელს გახდის. ხოლო დაბალი თაროები შეგიძლიათ, როგორც ტუმბო ისე გამოიყენოთ.

ბატარეა, როგორც აღმოჩნდა, მცირე ზომის კარადას შესანიშნავად ერწყმის.

შეგიძლიათ საერთოდ არ დამალოთ, უბრალოდ ფერებით ითამაშოთ და ბატარეა ინტერიერში ჰარმონიულად ჩართოთ.

როგორც ხედავთ, ნებისმიერი გემოვნების და ფერის იდეა არსებობს. ბინის განლაგების და სტილის გათვალისწინებით საუკეთესო ვერსია შეასრულეთ და საკუთარ ინტერიერში გამოიყენეთ.

რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს