5 შეცდომა თევზის შეწვის დროს: ეს არც ერთ თავმოყვარე დიასახლისს არ უნდა ეშლებოდეს

66432

თევზი სასარგებლო ცხიმებისა და ფოსფორის წყაროა. მასში სასარგებლო ნივთიერებები იმ შემთხვევაში ნარჩუნდება, თუ ორთქლზე ამზადებთ ან ხარშავთ. ეს მომზადების ყველაზე მარტივი ხერხია, რომელიც ყველას არ მოსწონს. გურმანებსა და სანელებლების მოყვარულებს გრილზე ან ტაფაზე შემწვარი და გამომცხვარი თევზი უყვართ.

თევზის მომზადების ტექნოლოგია

ჩვენ გავარკვიეთ, თუ რა შეცდომები უნდა აიცილოთ თავიდან, რათა თევზიანი კერძი უგემრიელესი გამოგივიდეთ.

1. თევზის გალღობა ოთახის ტემპერატურაზე

იდეალში, საჭმელად საუკეთესოა ახალი თევზი, თუმცა, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ გვაქვს, ამიტომ თევზს საყინულეში ვინახავთ. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ოღონდ, თევზი მხოლოდ მაცივარში უნდა გაალღოთ!

თუ კერძის სწრაფად მომზადება გსურთ, თევზის გალღვობა ყინულიან წყალში შეგიძლიათ. თუ მას უბრალოდ ოთახის ტემპერატურაზე დატოვებთ, თევზი დარბილდება: მოიხარშება ან ლამაზი, შემწვარი ქერქის ნაცვლად, ფაფას დაემსგავსება.

2. მარინადი თევზისთვის

მარინადის ნაცვლად, შეაზილეთ თევზს მარილი და სანელებლები მომზადებამდე 10 წუთით ადრე. თუ თევზს წვავთ ან აცხობთ, გააკეთეთ რამდენიმე ჩაჭრა სანელებლების შეზელამდე – ასე თევზი მათ უკეთ შეიწოვს.

მარინადისგან თევზი მხოლოდ სითხეს იწოვს და უმი რჩება.

3. კანის მოხსნა შესაწვავად

თევზის გატყავება შეწვამდე – დიდი შეცდომაა: ეს რთული და სავსებით უსარგებლოა. კანი იცავს თევზის ფილეს გამოშრობისგან, ამასთან, კანიანი თევზი არ დაიწვება, განსხვავებით გატყავებულისგან.

როცა დიდი ზომის თევზს წვავთ, ჩაჭერით კანზე რამდენიმე ადგილას, რათა თევზმა ფორმა შეინარჩუნოს.

4. წვა 10 წუთზე მეტხანს

თევზის გამოშრობა ტაფაზე ძალიან მარტივია, განსაკუთრებით, თუ იგი დიდი ზომისაა. თევზის მომზადების დრო პირდაპირ კავშირშია მის ზომასთან. თუ თევზის იდეალურად მომზადება გსურთ, უნდა გამოთვალოთ წვის დრო: გაზომეთ თევზის ყველაზე განიერი მხარე და გაამრავლეთ სამზე, მიიღეთ წვის დროს ერთი მხარისთვის.

5. არასწორად შერჩეული ტაფა

თევზის მზაობის შემოწმება რომ გამარტივდეს, შეარჩიეთ დიდი ზომის ტაფა. დიდი თევზი დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არათანაბრად შეწვავთ.

თევზის მომზადების მეთოდები იმდენივეა, რამდენიც თევზის სახეობა. შემწვარი თევზი, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს ჩვენთვის. მისი გემოსა და სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად მოამზადეთ თევზი ღუმელში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს