ტრენდი ცვალებადი რამ არის. აი, დღეს წითელ ხალიჩაზე რომელიღაც ვარსკვლავმა ახალი ვარცხნილობით გაიარა და პარიკმახერებმა ეს უკვე მხედველობაში მიიღეს. ახლა ასეთი ტრენდული ვარცხნილობა გახდა ულტრა მოკლე კარე.
დღეს ვივიენი გიამბობთ, ღირს თუ არა კარეს არჩევა და ვის უხდება ის.
მოკლე ბობ კარე
ამ წლის ყველაზე კაშკაშა ტრენდი ულტრა მოკლე კარე ვარცხნილობაა. წითელ ხალიჩაზე სულ უფრო და უფრო მეტი ვარსკვლავი ასეთი ვარცხნილობით ჩნდება. ის აირჩია ემილია კლარკმა, სარა პოლსონმა და შეუდარებელმა შარლიზ ტერონმა.
ამ თმის ვარცხნილობის მთავარი მახასიათებელი მთელი სახის, ან სახის ერთი ნაწილის გამოჩენაა. ვარცხნილობა საკმაოდ მოკლეა, თუმცა სიგრძე არასტანდარტულია, შეგიძლიათ თქვენ თავს მოარგოთ. მნიშვნელოვან როლს დავარცხნა თამაშობს: მაქსიმალურად, ყურებზე გადატანილი თმა.
გულწრფელად, ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. სახის ყველა ნაკვთი გამოხატული ხდება, ხოლო თმა მათ ხაზს ნაზად უსვამს. ასეთი ვარცხნილობა იმიჯის კარდინალური ცვლილებაა.
ვის უხდება ასეთი ვარცხნილობა? პრაქტიკულად ყველას, თუ თქვენ შესაბამის სწორ ვარიანტს აირჩევთ. სრულად გახსნილი სახის ვარიანტი უხდება იმ ქალებს, ვისაც სახის პროპორციული ნაკვთები აქვს. თუ სახე ასიმეტრიულია, მაშინ კარეს ვარცხნილობა ამას ხაზს კიდევ უფრო გაუსვამს.
მრგვალი სახის მქონე ქალები ფრთხილად უნდა იყვნენ. არსებობს რისკი, რომ ვარცხნილობა ლოყებს ხაზს გაუსვამს და სახეს კიდევ უფრო დამრგვალებულს გახდის. აქვე აღსანიშნავია, რომ ემილია კლარკს მრგვალი სახის მიუხედავად ეს ვარცხნილობა ძალიან უხდება. სიტუაციის მიხედვით უნდა იმოქმედოთ.
თუ სახე ოდნავ ასიმეტრიულია, შეგიძლიათ ყურებზე არა ორივე მხრიდან, არამედ მხოლოდ ერთი მხრიდან გადაიწიოთ. ასე სახის ერთი ნაწილი თმით დაფარული იქნება და ასიმეტრია შეუმჩნეველი დარჩება.
ვარცხნილობას მთელი რიგი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ის აახალგაზრდავებს. ასე რომ მოდის მიმდევარ ასაკოვან ქალებს ასეთი ვარიანტი ძალიან მოუხდებათ. ვარცხნილობა სახის ყველა ნაკვთს ხაზს უსვამს, განსაკუთრებით თვალები ხდება გამოყოფილი. ასეთი ვარიანტის წყალობით მთელი ბრწყინვალება შეგიძლიათ დიდებულად წარმოადგინოთ.
ვარცხნილობა გლუვ და სწორ თმაზე ყველაზე უფრო უკეთ გამოიყურება. კულულმა შეიძლება მთლიანობის სურათი გააფუჭოს. თუმცა ექსპერიმენტების გაკეთება შეგიძლიათ. ბევრი კარგი ვარიანტი არსებობს.
მოკლე კარეს ერთ ფერში შეღებვა ან თმის ნატურალური ფერი უხდება. მელირება ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ ხიბლი ოდნავ იკარგება. ამ წელს მოდაში ბუნებრივობაა.
კიდევ ერთი დადებითი მხარე – შეგიძლიათ თქვენი საყურეები მთელი ბრწყინვალებით წარმოადგინოთ. თუ საღამოს მორთულობას მასიურ საყურეს დაუმატებთ და თმას ყურებზე გადაიწევთ, ძალიან ეფექტურ იმიჯს მიიღებთ.
თუმცა, კიდევ ერთ რამეს ვიტყვით: ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. გამოცდილ პარიკმახერთან მიდით და მას რჩევა ჰკითხეთ. კარგი ოსტატი გეტყვით ვარცხნილობა გჭირდებათ თუ არა. რისკი კარგი საქმეა, თუ ის გამართლებულია.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.