შეგაწუხათ ფეხის სოკომ? გამოცადეთ უამრავი საშუალება, თუმცა სრულიად უშედეგოდ? არ ინერვიულოთ, რადგან ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს, რომლებიც ხანმოკლე დროში და მინიმალური ძალისხმევით დაგეხმარებათ ამ საშინელი, აუტანელი პრობლემის გამკლავებაში.
ქრისტესსისხლა – ბალახი, რომელიც ცნობილია საკუთარი გასაოცარი თვისებებით, გაუმკლვდეს კანის ნებისმიერ დაავადებას, მათ შორის სოკოსაც კი. გამოწურეთ წვენი ამ მცენარისგან და დაიმუშავეთ მისი დახმარებით კანის დაზიანებული ნაწილი და ფრჩხილები ან უბრალოდ დაასხით ქრისტესსისხლას მდუღარე წყალი, აცადეთ გაგრილება ოთახის ტემპერატურამდე და შემდეგ მოათავსეთ მასში ფეხები რამდენიმე წუთით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ფეხების ჭარბოფლიანობას, უსიამოვნო სუნს, ბზარებს თითებს შორის, ქავილის აუტანელ შეგრძნებას და ა.შ.
სოკოვნი ინფექციის განკურნება ასევე შესაძლებელია ყავის დახმარებით. ახლადდაფქულ ნატურალურ ყავას დაასხით მდუღრე წყალი. ყოველ 1 ლიტრ წყალზე აუცილებელია 5 სუფრის კოვზი ყავის გამოყენება. მოათვსეთ ფეხები მიღებულ ნარევში 30 წუთის განმავლობაში. არ გაიმშრალოთ ფეხები პროცედურის დასრულების შემდეგ, უბრალოდ ამოიცვით წინდები და გაემზადეთ დასაძინებლად. ეს პროცედურა დაგეხმარებათ არა მხოლოდ სოკოვანი ინფექციის დამარცხებაში, არამედ მოგიხსნით დაღლილობას. 1 თვიანი ყოველდღიური პროცედურების შემდეგ სოკო, ფეხების ჭარბოფლიანობა, უსიამოვნო სუნი, ქავილის შეგრძნება, ბზარები და აქერცლილი კანი უკვალოდ გაქრება.
უამრავი ადამიანი ფრჩხილის სოკოს დასამარცხებლად სოდას მიმრთავს. თქვენ უბრალოდ უნდა გახსნათ 2 სუფრის კოვზი სოდა ცხელ წყალში და ჩაამატოთ მასში დაქუცმაცებული, წვრილ სახეხზე გახეხილი სარეცხი საპონი. მიღებულ ნარევში მოათვსეთ ფეხები და მოითმინეთ იქამდე, სანამ ის ბოლომდე არ გაგრილდება. თქვენ უნდა მიმართოთ ამ პროცედურას ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.
ძმარი – არაჩვეულებრივი საშუალება სოკოვანი ინფექციის განკურნებისთვის და მისი პროფილაქტიკისთვის. გახსენით ძმარი და წყალი ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით და მოათავსეთ ფეხები მიღებულ ხსნარში 20-30 წუთით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.
ფეხის გულების სოკოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. დაიბანეთ ფეხები დღეში 2-ჯერ საპნის გამოყენებით და ყოველი დაბანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ისინი.
გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ძალზედ სასარგებლოა რეგულარულად ფეხშიშველი სიარული. ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად ძალზედ ეფექტურია დილის ცვარი.