სველი ხელსახოცის გამოყენების 10 სასარგებლო მეთოდი

2053
სველი სალფეთქის გამოყენების 10 სასარგებლო მეთოდი

სველი ხელსახოცი ძალიან უნივერსალური საყოფაცხოვრებო დამხმარეა, როგორც ამას შემდეგი 10 მაგალითი გვიჩვენებს.

1. თმის ჯაგრისი
ოდესმე შეგინიშნავთ, რომ ტენის არ არსებობა და ცივი ზამთარი შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ თქვენი თმები გამომშრალი ჩანს? სცადეთ თმის ჯაგრისზე სველი სალფეთქის დადება, რომ ყველა კბილმა სალფეთქი გახვრიტოს. თმის დავარცხნის შემდეგ უბრალოდ სალფეთქი და დაცვენილი თმები მასთან ერთად მოაშორეთ. თქვენ ნახავთ, რომ ეს უფრო ეფექტურია მეთოდია თმიდან სტატიკური ელექტროენერგიის მოსაშორებლად.

2. ფეხის დეზოდორანტი
დაკეცილი სალფეთქი თითოეულ ფეხსაცმელში ჩადეთ და ნახავთ, როგორ სწრაფად გაქრება უსიამოვნო სუნი.

3. ჩემოდანი
მოგზაურობის დროს სალფეთქი შეიძლება, როგორც ჰაერის გამწმენდი ისე გამოიყენოთ. უბრალოდ ნივთების ჩალაგების დროს ჩემოდანში სალფეთქი ჩადეთ და სასტუმროში ნივთების ამოლაგების დროს თქვენი ტანსაცმელი ახალივით იქნება.

4. მტვერსასრუტი
ეს შესანიშნავი ხრიკია – ყოველთვის როცა მტვერსასრუტის ტომარას გამოცვლით, მასში სალფეთქის ჩადება არ დაგავიწყდეთ. ასე, ყოველთვის როცა მტვერსასრუტს გამოიყენებთ, მტვერის აღებასთან ერთად, ოთახში სუფთა სუნს გაუშვებთ.

5. მღრღნელებს მოიშორებთ
თუ სახლში მღრღნელების პრობლემები გაწუხებთ, რამდენიმე სველი სალფეთქი ყველა კუთხეში და ბზარში ჩადეთ, სადაც ეჭვი გაქვთ, რომ არასასურველი სტუმრები არიან. ეს პრობლემის მუდმივად გადაჭრას ვერ მოახერხებს, მაგრამ სუნი მათ გარკვეული დროით თავიდან მოგაშორებთ.

6. მწერების რეპელანტი
რამდენიმე სველი სალფეთქი თქვენი ბაღის ავეჯზე ან ფანჯრებთან მოათავსეთ.

7. კარადის დეზოდორანტი
მარტივი, მაგრამ ეფექტური: რამდენიმე სველი სალფეთქი დაკეცილი სვიტრების კომოდში ან კარადაში ჩადეთ, რომ თქვენს ტანსაცმლის ახლის სუნი ჰქონდეს.

8. დეზოდორანტის ლაქების მოსაშორებელი
არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე პერანგზე დეზოდორანტის ლაქების დანახვა, როცა სამსახურში წასასვლელად ემზადებით. მთელი გარდერობის შეცვლა არ ღირს, უბრალოდ აიღეთ სალფეთქი და მისით ლაქები გაწმინდეთ.

9. შინაური ცხოველის ბეწვის მოსაშორებელი საშუალება
თუ ბეწვის მოსაშორებელი საშუალების მოძებნა ვერ მოახერხეთ და სახლი შინაური ბეწვით აივსო, სალფეთქები გამოიყენეთ. სალფეთქით თქვენი ჩაცმულობა გაწმინდეთ და ბეწვს ადვილად მოიშორებთ.

10. მტვერი
სველი სალფეთქის დახმარებით ყველა ძნელად მისაღწევ ადგილებში მტვერს ადვილად მოიშორებთ. ისეთი ნივთები, როგორებიც არიან ნათურები, რადიატორები და ტელევიზორები მტვრის დაგროვების საშიშ ადგილებად აღარ ითვლებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს