თავის ტვინი – ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანისათვის. სწორედ ის წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმის საკონტროლო ცენტრს. ტვინი წამის მიასედში წარმოუდგენელი რაოდენობის ოპერაციებს ასრულებს და ასევე პასუხისმგებელია მეხსიერების ფუნქციონირებაზეც.
ჩვენი ტვინის რთული და სპეციფიური სტრუქტურა ძალიან დაუცველია, რასაც მრავალი სერიოზული დაავადების გამოწვევა შეუძლია. ყოველდღიურად, გაუცნობიერებლად ჩვენ თავად ვაყენებთ საფრთხის ქვეშ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს.
თავის ტვინის ჯანმრთელობა
ვივიენი ცდილობს თქვენი ყურადღება გაამახვილოს იმ 10 მავნე ჩვევაზე, რაც თვინს კლავს.
საუზმეს გამოტოვება
ძილის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი საკვებს საჭიროებს, რათა მოახდინოს მისი ენერგიად და სასარგებლო ნივთიერებებად გარდაქმნა. საუზმის გამოტოვებით, თქვენ ტვინი “ექსტრემალური ფუნქციონირების” ფაზაში გადაგყავთ, რაც რაღათქმაუნდა მთელს ორგანიზმზე აისახება.
ქრონიკული გამოუძინებლობა
ძილის დროს ტვინი მთელი დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას ახდენს და პარალელურად მომდევნო დღისთვის ზოგავს ძალებს. ქრონიკული გამოუძინებლობა თვინის უჯრედების სიკვდილის შეუქცევად პროცეს იწვევს. სწორედ ამიტომ ჯანმრთელი ძილი – ძლიერი ჯანმრთელობის გარანტიაა.
შაქარის გამოყენება
დღეს ძალიან რთულია იპოვო პროდუქტები, რომელიც შაქარს არ შეიცავენ. თუმცა არსებობენ ისეთი პროდუქტები, რომელსაც შაქრის ძალიან მაღალი შემცველობა აქვთ, მათი რაციონიდან ამოღება აუცილებელია. სისხლში დიდი ოდენობით შაქრის არსებობა სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას აფერხებს, რაც დამღუპველად მოქმედებს ტვინზე.
ზედმეტი საკვები
გარდა იმისა, რომ ზედმეტი საკვები წონის მატებას უწყობს ხელს, ის ასევე ცუდად აისახება არტერიებზე, რომლებიც თავის ტვინს უკავშირდებიან და ანელებენ მის მუშაობას.
თამბაქო
ზიანი, რომელსაც თამბაქო ჩვენს ორგანიზმს აყენებს, უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია. გარდა ამ ყველაფრისა, მას შეუძლია ტავის ტვინის ყოველმხრივი შეკუმშვა და ალცგეიმერის დაავადება გამოიწვიოს.
საბნის თავზე გადაფარება
ძილის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი. ამიტომაც ძილის წინ ოტახის განიავებაა რეკომედირებული. როდესაც თქვენ თავზე საბან გადაფარებული იძინებთ, თქვენ არ მოგეწოდებათ სუფთა ჰაერის საჭირო ოდენობა, ხოლო ნახშირბადის გაზის დონე ორჯერ იმატებს.
ჰაერის დაბინძურება
ტვინის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია დიდი ოდენობით სუფთა ჰაერი. ქალაქის პირობებში კი ეს საკმაოდ რთულია. ამიტომ, შეეცადეთ დრო ქალაქგარეთ ხშირად გაატაროთ.
დაავადების დროს აქტიური გონებრივი დატვირთვა
როდესაც ჩვენ ავად ვართ, ჩვენი ორგანიზმი გვაჩვენებს, რომ მისი რესურსები ამოწურვის პირასაა და მას დასვენება ესაჭიროება. ეს პირველ რიგში თავის ტვინს ეხება. ავადობის დროს აქტიური გონებრივი სამუშაო ტვინის ეფექტურობას ამცირებს და მისი ფუნციონირების სეფერხებას იწვევს.
კომუნიკაციის პრობლემები
ლაპარაკი თავის ტვინს ტონუსის შენარჩუნებაში და განვითარებაში ეხმარება. ინტელექტუალური საუბრები ახალი ნეირონული კვანძების წარმოქმნას უწყობს ხელს, რაც თავისთავად დადებითად აისახება ტვინის მუშაობაზე.
მასტიმულირებელი აზრების არარსებობა
პოზიტიური აზროვნება თავის ტვინში დადებითი ცვილებების სტიმულირებას ახდენს. ეს უძლიერესი ინსტრუმენტია ჩვენი თავის ტვინის განვითარებისათვის და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.
ჩვენი ტვინი – უნიკალური მექანიზმია, რომელიც სრულად დღემდე არ არის შესწავლილი. თუკი თქვენ, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რჩევებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ მისგან მაქსიმუმი მიიღოთ.