მთელი მსოფლიოს მკვლევარები და მეცნიერები ახალგაზრდობის საიდუმლოს დიდი ხანია ეძებენ. თუმცა სავარაუდოდ შეიძლება ითქვას: არსებობს ბევრი ფაქტორი, რომლებიც უნდა მუშაობდნენ ერთად, რომ 100 წლამდე ვიცხოვროთ. ითვლება, რომ გენები ცხოვრების ხანგრძლივობას 25-50%-ით განსაზღვრავს. ეს იმას ნიშნავს, რომ 70% ან დაახლოებით ამდენივე სხვა ფაქტორებსა და ცხოვრების წესის ჩვევებზე არის დამოკიდებული.
ქვემოთ მოცემული 10 ნიშანი გიჩვენებთ, შეიძლება თუ არა იყოთ იმ ადამიანებს რიცხვში, ვინც ცხოვრებას დიდხანს გაიხანგრძლივებს.
1. თქვენი წონა ნორმის ფარგლებშია
თუ ზედმეტი წონა მუცლის ზონაში გროვდება, თქვენ გულის შეტევის, მაღალი სისხლის წნევის და ინსულტის გაზრდილი რისკის გამო ფრთხილად უნდა იყოთ. გაუწონასწორებული დიეტები ასევე ცხოვრების ხანგრძლივობას ამცირებს.
2. თქვენ სწრაფად დადიხართ
პიტსბურგის უნივერსიტეტში რამდენიმე ათასი პენსიონერის ტემპი გაზომეს. ისინი, ვინც ცხოვრების განმავლობაში სწრაფად დადიოდნენ, უფრო მაღალი ცხოვრების ხანგრძლივობის მაჩვენებელი ჰქონდათ. მკვლევარები ამას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ადამიანები, რომლებიც სწრაფად გადაადგილდებიან, უფრო მეტად მოქნილები არიან. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიური სეირნობა გულის და ცირკულაციის გაძლიერებას იწვევს. გარდა ამისა, თუ თქვენ სწრაფად დადიხართ, ეს ჩვეულებრივ სიმტკიცის ნიშანია.
3. თქვენ ჯიუტი ხართ
სამხრეთ იტალიაში არსებობს რეგიონი, ცნობილი როგორც ჩილენტო, სადაც ადამიანები განსაკუთრებით ხანდაზმულები არიან. მეცნიერების ჯგუფმა, რომლებიც ამ რეგიონს ესტუმრნენ, აღმოაჩინეს, რომ მაცხოვრებლები განსაკუთრებით აქტიურები არ არიან და ჯანსაღი კვების სტილს არ მისდევენ. ის, რასაც მკვლევარები უფრო მნიშვნელოვნად თვლიან – სიჯიუტე და შრომისმოყვარეობა არის. ის, რისი დადგენაც მოახდინეს იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ თუ არა ჩილენტოს მაცხოვრებლებს ცხოვრების კიდევ უფრო გახანგრძლივება თუ ისინი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.
4. თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ
მსხვილ სოციალურ ქსელში მონაწილე ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ და სიბერეში აქტიურები და ჯანმრთელები რჩებიან. ბრიგამა იანგას უნივერსიტეტმა ეს კვლევის ჩატარების შემდეგ დაამტკიცა. ზემოთ მოხსენებული ჩილენტოს რეგიონი ამის დამადასტურებელია, რადგან ის კარგი განწყობით ხასიათდება. მეგობრების, ნათესავების, მეზობლების და ნაცნობების ყოლა მთელი რიგი ფაქტორების გამო მნიშვნელოვანია: ეს ნეგატიური განწყობის სწრაფად გადალახვაში გეხმარებათ, სტრესს ამცირებს და ცხოვრებისეულ აქტიურობას აძლიერებს. ნაკლები გავლენა აქვს თქვენ მათ პირადად ხედავთ თუ ტელეფონზე ეკონტაქტებით.
5. თქვენ შეძლებული და განათლებული ხართ
რამდენიმე წლის წინ, ბერლინის მოსახლეობის და განვითარების ინსტიტუტმა მცირედი შფოთვა გამოიწვია თავიანთი ჩატარებული გამოკითხვით. მკვლევარები ირწმუნებოდნენ, რომ შეძლებული და უფრო მეტად განათლებულები ადამიანები განვითარებულ ქვეყნებში 12 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ვინც ნაკლებად პრივილეგირებულები არიან. ამ განსხვავების მიზეზია: ფინანსური პრობლემები ზრდის სტრესის დონეს, რაც იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს და დაავადებებს, ნაკლები ფიზიკური აქტივობის, გასუქების და მოწევის გარეშე. პირიქით, შეძლებული ადამიანი არა მხოლოდ აქცევს ყურადღებას ჯანმრთელობას, არამედ ვისაც მაღალი დონის განათლება აქვს, მენტალიტეტს უფრო ინარჩუნებს. ჯანმრთელი ცნობისმოყვარეობა საერთო ფიზიკურ კეთილდღეობას ხელს უწყობს.
6. თქვენ სოციალურად დაკავებული ხართ
სხვადასხვა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ძალიან მოხუცი ადამიანები ხშირად სხვებზე ზრუნავენ. მკვლევარები თვლიან, რომ ავადმყოფების და გაჭირვებულების დახმარება მოხუცებულ ადამიანებს გონიერების და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებაში ეხმარება. რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტი მანამდე მოქმედებს, სანამ სხვა ადამიანებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ტვირთად არ გადაიქცევა.
7. თქვენ გიყვართ წაძინება
სადილის შემდეგ წაძინება გიყვართ? მაშინ 100 წლიანი ჯგუფთან რაღაც საერთო გაქვთ. სამხრეთ იტალიაში, იაპონიასა და კალიფორნიაში – ყოველდღიური დღის ძილი იმ ადამიანების ჩვევის სინონიმია, რომლებიც ღრმა სიბერემდე ცხოვრობენ.
8. თქვენ ბევრ ბოსტნეულს ჭამთ
იაპონიაში ოკინავას პრეფექტურა ცნობილია იმით, რომ არის კუნძული, სადაც ადამიანები ღრმა სიბერემდე ცხოვრობენ. პროფექტურა ძალიან ღარიბად ითვლება. მეცნიერები თვლიან, რომ ყველაზე ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო – ეს კვებაა: ყოველი მაცხოვრებელი დღეში დაახლოებით 2 გირვანქა ბოსტნეულს მიირთმევს.
9. თქვენ პოზიტიურად ფიქრობთ
ყველა 100 წლიან ადამიანს ერთი საერთო თვისება აქვს: ყველა ოპტიმისტია. მათი ჭიქები ყოველთვის ნახევრად სავსეა და ცხოვრება ამად ღირს. ის რაც 80-90 წლის მაცხოვრებელს ხანგრძლივი მაცხოვრებლისგან განასხვავებს ცხოვრების სურვილი და საკუთარ შესაძლებლობაში თავდაჯერებულობა. ოპტიმიზმი პესიმიზმზე იმარჯვებს.
10. თქვენ ქალი ხართ
ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის და ცხოვრების მიმართ სწორი დამოკიდებულების მიუხედავად, რომლებიც ხანგრძლივი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს, მთელ მსოფლიოში ქალები უფრო დიდხანს ცხოვრებენ, ვიდრე მამაკაცები. თუმცა მამაკაცები ამაში დამნაშავეები თავად არიან: უფრო მეტს ეწევიან, სვამენ, ნაკლებ ბოსტნეულს მიირთმევენ, უფრო სარისკო ცხოვრებას ეწევიან და ექიმთან იშვიათად დადიან. გარდა ამისა, მამაკაცები სხვებზე ნაკლებად ზრუნავენ, ვიდრე ქალები, და მათ სოციალური კონტაქტების დამყარება უჭირთ. სწორედ ამიტომ ქალებმა დაამტკიცეს, რომ ცხოვრების სტილი ასაკზე გავლენას ახდენს.