პარტნიორის მიერ ღალატი – რთული მოვლენაა. ყველას არ შეუძლია ამ საშინელი ფაქტის მიღება, ამიტომ მაშინვე წყვეტს ურთიერთობას. თუმცა, არსებობენ ქალბატონები, რომლებიც მზად არიან ღალატზე თვალის დასახუჭავად და პარტნიორისთვის კიდევ ერთი შანსის მისაცემად. ერთი მხრივ, ეს დიდსულოვნებაა, მეორე მხრივ – სარისკო, რადგანაც მოღალატემ, შესაძლოა, ისევ გიღალატოთ. ამის თავიდან ასაცილებლად, დაადგინეთ რამდენიმე წესი, რომელთა დარღვევაც მკაცრად აკრძალულია.
წესები მოღალატე პარტნიორისთვის
თუ მამაკაცს სურს, რომ აპატიოთ, დაუწესეთ მას რამდენიმე მკაცრი წესი, რომლებიც უნდა დაიცვას.
1. უნდა მიწეროს იმ ქალს, რომელთანაც გიღალატათ
მამაკაცმა სრულად უნდა გაწყვიტოს კავშირი იმ ქალთან, რომელთანაც გიღალატათ. მას უნდა აუხსნას, რომ ეს შეცდომა იყო, რომ იგი სხვასთანაა ურთიერთობაში და ამის შეცვლა არ სურს. ასევე, უნდა სთხოვოს, რომ არასდროს შეეხმიანოს. უნდა დაბლოკოს ყველა სოც.ქსელში.
2. უნდა დაითანხმოთ ფსიქოლოგთან ვიზიტზე
წყვილისთვის ძალიან რთული იქნება ნდობის ხელახლა აშენება. ამიტომ, ორივესთვის კარგი იქნება თერაპიაზე სიარული და საკუთარ გრძნობებში გარკვევა.
3. მამაკაცმა უნდა დაგიმტკიცოთ, რომ წუხს
როცა მამაკაცს მაშინვე აპატიებთ ღალატს, ხვდება, რომ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. შესაძლოა, იფიქროს, რომ კიდევ ერთხელ შეუძლია შეცდომის დაშვება, რადგან თქვენ მაინც აპატიებთ. მამაკაცმა ქცევებით უნდა დაგიმტკიცოთ, რომ გულწრფელად წუხს, რომ რეპუტაცია შეელახა და რომ უღირსად მოიქცა.
4. მიეცით საშუალება, თვითონ აირჩიოს გზა
არ გააკონტროლოთ მამაკაცი მისი მესიჯებისა და ზარების შემოწმებით. მის პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა მხოლოდ აუარესებს ურთიერთობას. მიეცით თავისუფლება, ოღონდ მიახვედრეთ, რა ელის, თუ კიდევ ერთხელ გიღალატებთ.
მიეცით თქვენს ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი, თუ ამისთვის მზად ხართ. ოღონდ, ნუ აპატიებთ, თუ მამაკაცი არ ცდილობს ურთიერთობის გამოსწორებას.