დიაბეტის 9 ადრეული ნიშანი!

15034
დიაბეტის 9 ადრეული ნიშანი!
დიაბეტის 9 ადრეული ნიშანი!

დიაბეტი – დაავადება, რომელიც ორგანიზმში ინსულინის დონეზე და შედეგად სისხლში შაქრის დონეზე გავლენას ახდენს. დიაბეტის ზოგიერთი ადრეული სიმპტომი ხშირად იგნორირებული, ან როგორც უვნებელი უარყოფილია. თუმცა, თუ დიაბეტს არ ვუმკურნალებთ, დაავადებამ შეიძლება შეამციროს არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხი, არამედ ორგანიზმი დაასუსტოს თანმხლები დაავადებების გამო, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა და სხვა სერიოზული გართულებები. საბოლოოდ, ეს ცხოვრების ხანგრძლივობას ამცირებს. სწორედ ამიტომ ადრეული ნიშნების დროულად გამოვლენა მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოზი მალევე დაისვას და მკურნალობა დაიწყოს.

ქვემოთ მოცემულ სიაში მოცემულია ნიშნები, რომლებიც შეიძლება დიაბეტთან კავშირში იყოს. თუ ერთ-ერთ ან რამდენიმე ნიშანს აღმოაჩენთ, ექიმს კონსულტაციისთვის რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ.

1. დაუოკებელი წყურვილი და ხშირი შარდვა
დიაბეტის ტიპიური სიმპტომებია დაუოკებელი წყურვილის ქონა ან ხშირი მოშარდვის სურვილი. როცა თქვენ დიაბეტი გაქვთ, თქვენი თირკმლები ჭარბი შაქრის შეწოვას ვერ ახერხებს, რის გამოც შაქარი შარდში გაუფილტრავი ხვდება და მასთან ერთად სხვა ქსოვილებიდან სითხეს გამოდევნის. სწორედ ამიტომ გაუწყლოების განცდა გიჩნდებათ, რაც მეტი წყლის დალევის სურვილს გიჩენთ და თავის მხრივ ხშირად შარდვას გაიძულებთ.

საშუალოდ ადამიანი დღეში 6-7-ჯერ შარდავს. თუ თქვენ ტუალეტში გასვლის აუცილებლობას დღეში 10-ჯერ გრძნობთ, მაშინ როცა არ გაქვთ ცისტიტი, თქვენ ექიმს უნდა მიმართოთ.

2. დაბინდული ხედვა
დაბინდული ხედვა შეიძლება დიაბეტის მანიშნებელი იყოს, თუ სხვა სერიოზული დაავადების, როგორც არის თვალის პრობლემები ან მხედველობის გაუარესება, მიზეზი არაა. სისხლში შაქრის დონის ზრდის და სითხის ცვლილების შედეგად თვალის ობიექტივი გადიდებული ხდება და ფორმას იცვლის. პირდაპირი ხაზები დახრილი ხდება და სამყარო ბუნდოვანი ხდება.

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის და სისხლში შაქრის დონის რეგულირების შემდეგ მხედველობა ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს. თუმცა, თუ დიაბეტს არ უმკურნალებთ, ხანგრძლივი დაავადების დროს შედეგი შეიძლება იყოს დაბრმავება, რომელიც ხშირად ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ.

3. წონის აუხსნელი დაკარგვა
რა თქმა უნდა, წონის კლება – ეს სასიამოვნო ცვლილებაა, თუ თქვენ მიზანმიმართულად შეცვალეთ თქვენი დიეტა ან ფიზიკური აქტივობა გაზარდეთ, მაგრამ თუ ეს უმიზეზოდ ხდება, ეს შეიძლება 1 ტიპის დიაბეტის ნიშანი იყოს.

შეიძლება გაუწყლოება იყოს თქვენი უეცარი წონის დაკარგვის მიზეზი (იხ, პუნქტი 1). ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ თქვენ სხეულს გლუკოზის ენერგიის სახით გამოყენების უნარი აღარ აქვს და ამის ნაცვლად ცხიმს და კუნთებს წვავს.

4. გადაჭარბებული შიმშილი
გადაჭარბებული შიმშილი შეიძლება დიაბეტის ნიშანი იყოს, რადგან სხეული საკმარისი რაოდენობის ინსულინს ვერ აწარმოებს და საკვების გლუკოზად გადამუშავებას ვერ ახერხებს, რომელთაც თქვენი უჯრედები ენერგიისთვის იყენებს. ეს ისეთი შიმშილია, რომელიც ჭამის მერე არ ქრება და თუ ეს გრძნობა წყურვილთან და ხშირ შარდვასთან ერთად ჩნდება, ეს დაავადების ნათელი მაჩვენებელი იქნება.

5. მუდმივი დაღლილობა
დაღლილობა, როგორც ნიშანი თირკმლების აქტიური მუშაობის და ენერგიის უკმარისობის შედეგად ჩნდება. სხეული დასუსტებულია და მუშაობა არ შეუძლია. სუფთა ჰაერზე ნაკლები ვარჯიში, ძალიან ბევრი კოფეინი ან ძილის უკმარისობა შეიძლება მუდმივი დაღლილობის მიზეზი იყოს. თუმცა, თუ ეს ნიშნები სხვა ნიშნებთან ერთად გვხვდება, ეს შეიძლება დიაბეტის მაჩვენებელი იყოს.

6. კანის ფერის ცვლილება
თუ მოულოდნელად და უმიზეზოდ კანზე ჩალურჯებები ან მუქი ლაქები გაგიჩნდათ, განსაკუთრებით ყელზე, იღლიის ქვეშ, საზარდულთან, მუხლებზე, ხელისგულებზე და ფეხის თითებზე, ეს შეიძლება სისხლში შაქარის მაღალი დონის ნიშანი იყოს და თქვენ აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

7. ჭრილობის ნელა შეხორცება
კანზე მუქი ლაქების გაჩენასთან ერთად, ჭრილობები, რომლებიც ძნელად ხორცდება, შეიძლება დიალეზის წინასწარი ან დიაბეტის ნიშანი იყოს. სისხლში შაქრის მაღალი დონე ჭრილობაში ანთებას ზრდის, ასევე ცუდ სისხლის მიმოქცევამდე მივყავართ. ეს, თავის მხრივ, სისხლის მიმოქცევას და დაზიანებული კანის ნაწილის აღდგენას აფერხებს.

8. კანის ქავილი
სისხლში შაქრის დონე კანის მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. თუ ორგანიზმში არასაკმარისი ინსულინი არის, ხოლო ჭარბი შაქარი შარდის სახით გამოდის, თქვენი კანი მშრალი და აქერცლილი ხდება. ხშირია შემთხვევები, როცა დიაბეტით დაავადებულები სოკოვანი ინფექციებით იტანჯებიან, რადგან კანი ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარეები ხდებიან.

9. გაბუჟება
შენელებულმა სისხლის მიმოქცევამ შეიძლება ყურებში ხმაური და ხელების და ფეხების გაბუჟება გამოიწვიოს, თუ მათ დროულად არ უმკურნალებთ. რადგან კიდურები გულიდან მოშორებით იმყოფებიან, სისხლის მიმოქცევის ნაკლებობით ყველაზე მეტად იტანჯებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს