დედამთილმა ლუგოლის ხსნარის მომარაგება მირჩია… ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია

2704

ჩვენს დროში ავადმყოფობა ძვირად გვიჯდება, ამასთან, მოვლენა საკმაოდ უსიამოვნოა. გარდა ამისა, რთულია ისეთი ეფექტური პრეპარატის პოვნა, რომელიც არამხოლოდ ავადმყოფობას დაამარცხებს, არამედ იმუნიტეტსაც გააძლიერებს. აღმოჩნდა, რომ არსებობს საკმაოდ იაფი და დროით გამოცდილი საშუალება, რომელიც გიხსნით ყელის ტკივილის, მწვავე რესპირატორული ვირუსის, ქრონიკული დაღლილობისა და უსიამოვნო მამაკაცური პრობლემებისგანაც კი. ლუგოლის ხსნარი გლიცერინით – საიმედო დამხმარეა უკვე მერამდენე წელია.

გლიცერინისა და ლუგოლის ხსნარის გამოყენებით არამხოლოდ დაავადებას მოიშორებთ, არამედ ორგანიზმის დამცავ ფუნქციასაც გაიძლიერებთ. ჩვენი რედაქცია შეგახსენებთ მის გამოყენებას სხვადასხვა უსიამოვნო პრობლემის დროს. ოღონდ, გახსოვდეთ, რომ დიაგნოზი მხოლოდ ექიმის მიერ უნდა იყოს დასმული!

გლიცერინიანი ხსნარით მკურნალობა

1. მწვავე რესპირატორული ვირუსის, გრიპისა და გაციების მკურნალობა

გამწვავებული შემთხვევების დროსაც კი, შეგიძლიათ ეფექტური წამალი მოამზადოთ: 1 ჭიქა ცხელ წყალში(60გრადუსამდე) გახსენით 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 წვეთი ლუგოლის ხსნარი. მიირთვით მასა საღამოს, ჭამის შემდეგ, 10-15 დღის მანძილზე. არამხოლოდ განიკურნებით, არამედ იმუნიტეტსაც გაიძლიერებთ.

2. ყელის ტკივილი

თუ ყელი აგტკივდათ, ფრთხილად დაიმუშავეთ ნუშისებრი ჯირკვლები ლუგოლის ხსნარში ამოვლებული ბამბის ჩხირით. ამის შემდეგ, სასურველია 1-2 საათის განმავლობაში არაფერი დალიოთ. ალბათ, მსუბუქ წვას იგრძნობთ, არც გემო იქნება სასიამოვნო, სამაგიეროდ, ტკივილი მალე გაქრება.

3. ქრონიკული დაღლილობა

ითვლება, რომ დაღლილობა მრავალი დაავადების მიზეზია. იმისათვის, რომ ორგანიზმი გაამხნევოთ, მიიღეთ ლუგოლის ხსნარი კვირასი ორჯერ – ორშაბათ და პარასკევს ან ოთხშაბათსა და შაბათს, დღეში ერთხელ. 65 კგ-მდე წონის შემთხვევაში, დოზა 1 წვეთს, ხოლოდ 65+ დროს – 2 წვეთს შეადგენს.

4. პროსტატის ანთება

პროსტატის ანთების დროს, შეგიძლიათ თვენახევრიანი მკურნალობის კურსის გავლა ლუგოლის ხსნარით მომზადებული წამლის გამოყენებით. 1 ჭიქა ადუღებულ, თბილ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. თაფლი, ვაშლის ძმარი, ყვავილის მტვერი და 1 წვეთი ლუგოლის ხსნარი. დააყენეთ მასა 2-3 საათით და მიირთვით ძილის წინ.

5. ფარინგიტი

ტუტოვანი ხსნარით გამოვლების, ინჰალაციისა და შეშხეფების გარდა, შეიზილეთ საყლაპავის ლორწოვან გარსში ლუგოლის გლიცერინიანი ხსნარი დღეში ორჯერ.

6. მჭამელას შემდეგ ვენების ვარიკოზული გაგანიერების პროფილაქტიკისათვის

იმისათვის, რომ მჭამელამ თრომბოზი და ვენების ვარიკოზული გაგანიერება არ გამოიწვიოს, 7 დღის განმავლობაში, დილა-საღამოს, მიიღეთ 2 წვეთი გლუგოლის ხსნარი, გახსნილი 1 ჭიქა წყალში.

არსებობს უამრავი უნივერსალური, იაფი საშუალება აფთიაქიდან, რომლებიც მრავალ დაავადებას დაგამარცხებინებთ. თუმცა, ისინი, ეფექტურობის გარდა, საშიშიც შეიძლება იყოს ერთ შემთხვევაში – არასწორად დასმული დიაგნოზის დროს. შესაძლოა, უმკურნალოთ ყელის ტკივილსა დამომატებულ ტემპერატურას, რეალურად კი წითელა შეგეყარათ, მაგალითად. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა ნებისმიერი სახის მკურნალობის დაწყებამდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს