წარმოუდგენელია, მაგრამ Zogan-ის ანტიასაკობრივი მასაჟის ყოველდღე 3 წუთით შესრულება 10 წლით გაახალგაზრდავების საშუალებას მოგცემთ. თქვენი მეგობრები გაოცებულნი დარჩებიან! ძალიან მალე თქვენი კანი დაჭიმული და ლამაზი გახდება.
მასაჟის სახლის პირობებში შესრულება კარგ ანტიასაკობრივ ეფექტს იძლევა: ნაოჭები მცირდება, კანი ელასტიური, მკვრივი და გლუვი ხდება, სახის ოვალი დაჭიმული და ჰარმონიული ხდება, შეშუპება და თვალების ქვეშ ჩანთები ქრება. ანტიასაკობრივი ეფექტი ჯადოსნურ „სილამაზის წერტილებზე“ ზეწოლის საშუალებით ხდება.
ნაოჭების საწინააღმდეგო იაპონურ სახის მასაჟს ZOGAN (ითარგმნება, როგორც სახის შექმნა“) ძველი იაპონური ფესვები აქვს. მასაჟი თანამედროვე პოპულარულმა იაპონელმა სილამაზის ექსპერტმა იუკუკო ტანაკამ განაახლა და წარმოადგინა. უკვე რამდენიმე წელია ამ ტექნიკის მიმართ ქალების ინტერესი არ ცხრება. იუკუკო ტანაკამ Zogan-ის ტექნიკა თავის წიგნში “სახის მასაჟი“ აღწერა და მასაჟის სწორად შესრულების ვიდეო-გაკვეთილების სერია გამოუშვა. ხშირად ამ მასაჟს „ასაჰის მასაჟს“ უწოდებენ.
ანტიასაკობრივი თვითმასაჟის შესრულების დროს იუკუკო ტანაკის რეკომენდაციები:
1. წინასწარ სახის კანი აუცილებლად გაიწმინდეთ;
2. მასაჟი სპეციალური კოსმეტიკური კრემით უნდა შეასრულოთ. ამისთვის მაკიაჟის მოსაშორებელი რძე გამოგადგებათ;
3. წინასწარ ლიმფური კვანძების ადგილმდებარეობა შეისწავლეთ. ლიმფური კვანძები ნაზად უნდა დაიმასაჯოთ, ძლიერი ზეწოლის გარეშე და თავად ლიმფას არ უნდა დააწვეთ;
4. ვარჯიში მსუბუქი დამამთავრებელი მოძრაობის შესრულებით უნდა დაასრულოთ. მოძრაობა სახის გვერდითა კონტურებიდან ლიმფური კვანძებისგან, შემდეგ კისრისკენ თითქმის ლავიწამდე უნდა იყოს მიმართული.
Zogan-ის მასაჟის მთავარი წესი: ლიმფური გზების გასწვრივ, პერიფერიიდან ცენტრამდე, სახის კანზე ხელის გადასმა საკმარისი იქნება. ზეწოლა არ მოახდინოთ, თავად ლიმფური კვანძი არ დაიმასაჯოთ. უბრალოდ ლიმფური არხებს მსუბუქად ხელი გადაუსვით – ეს სრულად საკმარისი იქნება.
ვარჯიში ყოველ საღამოს 6 წუთის განმავლობაში შეასრულეთ. თქვენ წარმოუდგენელ შეგრძნებას და სწრაფად გააახალგაზრდავებას მიიღებთ!
უფრო დეტალურად Zogan-ის ვარჯიშის შესახებ ამ ვიდეოში ნახეთ: