დიეტა ”კიბე” სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. მის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ეს დიეტა მხოლოდ 5 დღეს გრძელდება და მისი დაცვა ძალზედ მარტივია, ხოლო შედეგი – გარანტირებული! ამ დიეტის წყალობით თქვენ 5 დღეში 3 დან 6 კილოგრამამდე დაკლებთ.
დიეტის მთავარ პრინციპს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თითოეული დღე ახალი საფეხურია სრულიად ახალი პროდუქტებით. კვების რაციონი, რომელსაც დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ, დატვირთულია ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ინტენსიურ გახდომას უწყობს ხელს, თანაც არ მოაქვს ზიანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
დიეტის მთავარი წესი: არავითარ შემთხვევაში შეცვალოთ პროდუქტების თანმიმდევრობა. საკვების მოცემული რაოდენობა გაყავით ისე, რომ დღეში მინიმუმ 5-7-ჯერ ჭამოთ. ამ დიეტის დაცვის დროს ყოველდღიურად თქვენ მინიმუმ 1,5 ლ წყალი უნდა სვათ.
1. პირველი საფეხური – გაწმენდა
პირველი დღე – ორგანიზმის მზადება შემდეგი ეტაპებისთვის. ვაშლი განაპირობებს მსხვილი ნაწლავის გაწმენდას, ხოლო ნახშირი გამოდევნის ორგანიზმიდან დაგროვილ ტოქსინებს.
მენიუ: 1 კგ ვაშლი, 12 აბი ნახშირი (შეიძინეთ აფთიაქში), 1,5-2 ლ წყალი. არ არის აუცილებელი, რომ 1 კილოგრამი ვაშლი ბოლომდე მიირთვათ. შეჭამეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ.
2. მეორე საფეხური – აღდგენა
მეორე დღე – ცილოვანი კვება. მსხვილი ნაწლავის გაწმენდის შემდეგ ხაჭო და კეფირი აღადგენს მის მიკროფლორას.
მენიუ: 1 ლ უცხიმო კეფირი, 600 გ უცხიმო ხაჭო, 2 ლ წყალი.
3. მესამე საფეხური – ენერგეტიკული
ამ დღეს თქვენ უნდა აღიდგინოთ ენერგია, რომელიც წინა 2 ეტაპზე დაკარგეთ. ეს დაგეხმარებათ პლატოს ეფექტის თავიდან არიდებაში, რომელიც ხშირად იჩენს თავს სხვადასხვა დიეტების დაცვის დროს. პლატოს ეფექტი – მომენტი, როდესაც წონის კლების პროცესი ჩერდება.
მენიუ: 2 ს.კ თაფლი, 300 გ ქიშმიში, 2 ლ კომპოტი.
4. მეოთხე საფეხური – სამშენებლო
ცილა – ქსოვილების სამშენებლო მატერია. ამ დღეს თქვენ საკუთარი ორგანიზმის ცილით გამდიდრება მოგიწევთ.
მენიუ: 500 გ მოხარშული ქათმის ფილე, ოხრახუში სასურველი რაოდენობით, 2 ლ წყალი.
5. მეხუთე საფეხური – ცხიმმწველი
მიუხედავად იმისა, რომ ბოჭკოები დაბალკალორიულია, ორგანიზმი მის გადამუშავებაზე დიდ ენერგიას ხარჯავს. სწორედ ამიტომ, ორგანიზმში ირთვება ცხიმის წვის პროცესი. ამ ეტაპზე თქვენ მოგიწევთ ორგანიზმის დატვირთვა სასარგებლო მიკროელემენტებით.
მენიუ: შვრიის ფაფა (200 გ ფანტელები), 1 კგ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული ნედლი სახით, 2 ლ წყალი.
იმისთვის, რომ ამ დიეტის დაცვის შემდეგ დაკლებული წონა უკან არ დაიბრუნოთ, შეეცადეთ გადაეჩვიოთ დიდი ულუფებით ჭამას და კუჭის ზედმეტად გადატვირთვას.