ბანდალეტკა, ქოქოსის ზეთი და თმის რეზინა: 10 ხერხი ფეხ-ხორციანი ქალბატონების ცხოვრების გასამარტივებლად.

1263

plus size ზომის მიმზიდველ ქალბატონებს არ რცხვენიათ თავიანთი ფიგურის გამო. მათ იციან, როგორ გაუსვან ხაზი ღირსებებს! დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ ახერხებენ ფუმფულა ქალბატონები სიმსუქნის გადაფარვას არამხოლოდ ფოტოებზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.

გავიდა ის დრო, როცა ზედმეტად გამხდარი გოგონები სილამაზის ეტალონებად ითვლებოდნენ. ჩვენ ყველა ლამაზები ვართ! ამ საკითხში ერთ აზრზე თანხმდებიან მამაკაცებიც – ისინი თვლიან, რომ ლამაზი, სავსე ფიგურა გაცილებით უფრო მიმზიდველია, ვიდრე ჭარბი სიგამხდრე.

თუმცა, ხშირად, სიმსუქნე უხერხულობასაც ქმნის. განსაკუთრებით, ზაფხულის სიცხეებში, როცა უარის თქმა გვიხდება კაბებსა და ქვედა ბოლოებზე. ამ ტანსაცმელში ხომ ბარძაყის შიდა მხარეები ერთმანეთს ეხახუნება, რაც ძალიან მტკივნეულია.

ან, როგორ მოვიქცეთ, თუ ჯინსები რეცხვის შემდეგ დაპატარავდა? არსებობს რაიმე ხერხი ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად? რა თქმა უნდა, ჩვენს სტატიაში ამ კითხვებს გავცემთ პასუხს.

 

PLUS SIZE ქალბატონების ხრიკები

1. იმისათვის, რომ ბარძაყების შიდა მხარეს გაღიზიანებას შეუშალოთ ხელი, ქუჩაში გასვლამდე წაისვით საბავშვო კრემი ან პუდრა. კრემი კანზე დამცავ ფენს წარმოქმნის და ხელს შეუშლის ხახუნს. თუ კანზე ანთება არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ანტიპერსპირანტი.

2. თუ გაღიზიანება თავიდან ვერ აიცილეთ, წაისვით კანზე ქოქოსის ზეთი. ანთებისსაწინააღმდეგო თვისების წყალობით, ზეთი მოგაცილებთ გაღიზიანებასა და წვას.

3. თეთრეულის შერჩევის დროს, უპირატესობა შორტ-ტრუსებს მიანიჭეთ. იპოვეთ მაღაზიაში ხორცისფერი შორტები. მაშინაც კი, თუ ქარი კაბას ააფრიალებს, არ იდარდებთ იმაზე, რომ ყველა ნახავს, რა გაცვიათ.

4. აუცილებლად შეიძინეთ მაქმანებიანი ბანდაჟები – ელასტიური ლენტები, რომლებიც პრობლემურ ზონებზე იცმება და ხელს უშლის ხახუნს. შიგნიდან მათ სილიკონის ფენა აქვთ, რაც ხელს უშლის ფეხიდან ჩამოცურებას.

5. თუ ჯინსები ან სხვა ტანსაცმელი რეცხვის შემდეგ აღარ გეკვრებათ, აიღეთ ჩვეულებრივი თმის რეზინი, გაატარეთ იგი ღილის ხვრელში და შემოახვიეთ ღილს. გრძელი მაისური ამ კონსტრუქციას გადაფარავს, რეზინი კი შარვალს ჩაძვრომის საშუალებას არ მისცემს.

6. ყველამ ვიცით, რომ ოფლი მხოლოდ იღლიებში არ წარმოიქმნება. იმისათვის, რომ მკერდის არეში ოფლის ლაქები ავიცილოთ თავიდან, ლიფში მოათავსეთ ჰიგიენური საფენები. ისინი ჭარბ სითხეს ტანსაცმელში არ გაატარებს.

7. გარუჯული კანი ლამაზად გამოიყურება, თუმცა, რამდენადაც მზის ქვეშ გაჩერება მზისგან დამცავი კრემის გარეშე ძალიან სახიფათოა, გამოიყენეთ ავტორუჯი ან სალონში მომენტალური გარუჯვის სერვისი. ეს პროცედურა სავსებით უსაფრთხოა, თუმცა, სხეული თანაბრად ირუჯება.

8. თუ კოლგოტები მუდმივად სრიალებს, ჩაიცვით მათ ზემოთ ჩვეულებრივი ტრუსები. რა თქმა უნდა, სასურველია, იგი კოლგოტის ფერისა იყოს.

9. ისეც ხდება, რომ სავსე ფორმები უფრო შეივსო და ძველი ლიფი პატარავდება. ამ შემთხვევაში საკანცელარიო სტეპლერი გიხსნით, რომლითაც ლიფის შესაკრავები უნდა დაიმაგროთ.

10. თუ მოდგმული კაბის ჩაცმას აპირებთ, ხელთ კი მაკორექტირებელი თეთრეული არ გაქვთ, შეიხვიეთ მუცელი საკვები ცელოფნის რამდენიმე ფენით. ეს ხერხი დაგეხმარებათ ჭარბი კილოგრამების დაფარვაში.

და ყველაზე მთავარი: სავსე ფიგურა ყოველთვის ლამაზია! თუმცა, ლამაზად მხოლოდ მაშინ აღგიქვამენ, როცა თავად შეიყვარებთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხართ. შეიძლება, მთელი ცხოვრება დიეტაზე იჯდეთ, დარბაზში ოფლისგან იცლებოდეთ, მაგრამ საკუთარი თავით მუდმივად უკმაყოფილო იყოთ – ამ შემთხვევაში, არავინ მიგიჩნევთ მიმზიდველად.

უმჯობესია, ისეთი გარეგნობა გქონდეთ, როგორიც თავად გსურთ, სამაგიეროდ, კმაყოფილი და ბედნიერი იყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს