იოგა სახის სილამაზისთვის: ვაფიქსირებთ ტუჩებს, ღრმად ვსუნთქავთ და ნაოჭები ამ დროს სამუდამოდ ალაგდებიან!

1241

ყველა ეპოქაში, ქალები ყოველთვის ეძებდნენ მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოს. თანამედროვე ქალბატონებს კი ნამდვილად შესაშური არსენალი აქვთ კრემებისა და გაახალგაზრდავების პროცედურებით სავსე. თუმცა, სილამაზის დევნაში ქალს ერთი მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდება: რა კრემიც არ უნდა წაისვას სახეზე, სახის კუნთებს ელასტიურს ვერ გახდის.

ამიტომაც, აუცილებელია ამ საკითხთან კომპლექსური მიდგომა. კოსმეტიკური საშუალებები პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია, მეორე ნაწილი კი ვარჯიშია. გთავაზობთ იოგას სავარჯიშოების კომპლექსს სახისთვის, რომელიც ლურდეს ჯულიან დოპლიტო სებუკმა შეიმუშავა.

სავარჯიშოები სახის კუნთებისთვის

1. სავარჯიშოები ცხვირ-ტუჩის ნაკეცებისთვის

ცხვირ-ტუჩის ნაკეცები – ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კოსმეტიკური პრობლემაა. თუ იგი გაჩნდა, მოშორება ძალიან რთულია. ამიტომ, უმჯობესია ამ სავარჯიშოს შესრულება მანამ, სანამ ნაოჭები გაჩნდება. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ იოგა ეფექტურია ყველაზე მწვავე შემთხვევებშიც.

მაშ ასე, დიდი და საჩვენებელი თითებით აიღეთ ზედა ტუჩის კიდეები და ოდნავ დაჭიმეთ ქვემოთ. ჩაისუნთქეთ ღრმად, ფართოდ გაიღიმეთ, გაწიეთ ლოყები მაქსიმალურად გვერდით და ზემოთ.

შეიკავეთ სუნთქვა 5 წამით, შეინარჩუნეთ აღნიშნული მდგომარეობაც. შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. მნიშვნელოვანია სწორი, ღრმა და ნელი სუნთქვა. შემდეგ ისევ ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა და ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ სავარჯიშო სამჯერ.

სავარჯიშოს შესრულებისას, სახეზე ნაკეცები არ უნდა გაჩნდეს. თუ ჩნდება, შეასრულეთ იოგა თვალდახუჭულმა.

2. ტუჩის ნაოჭების მოშორება

სავარჯიშოს შესრულებამდე ღრმად ჩაისუნთქეთ. გააღეთ პირი და ტუჩები შეწიეთ შიგნით. ამასთან, ტუჩები ისე მოკუმეთ, თითქოს “უ”-ს წარმოთქმას ცდილობთ. შეინარჩუნეთ მდგომარეობა რამდენიმე წუთით და შემდეგ წარმოთქვით “ო”.

შემდეგ ოდნავ გაიღიმეთ, იგრძენით ლოყების დაჭიმულობა, შეასრულეთ ყველაფერი ფრთხილად, ნაკეცები რომ არ გაჩნდეს. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ჩაისუნთქეთ ღრმად, მოდუნდით და გაიმეორეთ სავარჯიშო კიდევ სამჯერ.

3. ტუჩის კუნთების გაძლიერება

დიდი და საჩვენებელი თითებით აიღეთ ზედა ტუჩის კიდეები, ოღონდ გვერდზე არ გაწიოთ. გაამაგრეთ ტუჩი ისე, რომ მსუბუქი წინააღმდეგობა გაჩნდეს. ჩაისუნთქეთ ღრმად და, ამავდროულად, გაწიეთ ტუჩი თითებით გვერდებზე. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 5 წუთით და ნელა ამოისუნეთ. გაიმეორეთ სავარჯიშო სამჯერ.

4. სავარჯიშო ლოყების სიმკვრივისთვის

სავარჯიშოს შესრულებამდე შეასრულეთ სუნთქვითი ციკლი: ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა რამდენიმე წამით, ნელა ამოისუნთქეთ. ახლა მიიღეთ საწყისი მდგომარეობა: პირი ოდნავ გააღეთ, ტუჩის კუთხეები დაიჭირეთ საჩვენებელი თითებით შიგნიდან, ხოლო ცერა თითებით – გარედან. ოდნავ გაჭიმეთ კუთხეები წინ.

ამ მდგომარეობაში ამოძრავეთ ლოყების ქვედა ნაწილი ყურებისკენ. შეიკავეთ სუნთქვა და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5 წამით. გაიმეორეთ სამჯერ.

5. სავარჯიშო ტუჩის სიმკვრივისთვის

სავარჯიშოს დაწყებამდე შეასრულეთ წინა სავარჯიშოს სუნთქვითი ციკლი. შემდეგ გააღეთ პირი, დამალეთ ტუჩები შიგნით. წარმოთქვით “ა”, გაჩერდით ასეთ მდგომარეობაში 5 წამით, შემდეგ “ე” და ისევ შეჩერდით. გაიმეორეთ სამჯერ.

ამ მარტივი სავარჯიშოების წყალობით, მარტივად დაჭიმავთ სახისა და კისრის კუნთებს, ასევე, მოიშორებთ არასასურველ ნაოჭებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს