სუპერკომპლექსი იდეალური პრესისთვის ნებისმიერ ასაკში: ალექსანდრ დროჟენიკოვის მარტივი ტექნიკა

1182

ვის არ უოცნებია დაჭიმულ და კუბებიან მუცელზე? თუმცა, მხოლოდ ოცნება რეალურ შედეგს ვერ მოგცემთ. სავარჯიშოების კომპლექსი მუცლის პრესისთვის – ეს ისაა, რაც გჭირდებათ. ალექსანდრე დროჟენიკოვმა იდეალური პრესის საიდუმლო ამოხსნა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

ეფექტური სავარჯიშოები მუცლის პრესისთვის

კომპლექსი ისეა შეკრული, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა მისაღები. მინიმალური დატვირთვა ხერხემალზე, მაქსიმალური შედეგი მუცლის კუნთებზე. თუ ამ სავარჯიშოებით რეგულარულად დაკავდებით, დაუჯერებელ შედეგს მალევე მიიღებთ.

1. სავარჯიშო ველოსიპედი ძალიან მარტივი ჩანს ერთი შეხედვით, თუმცა, რეალურად, მუცლის კუნთებს გამაგრებაში ეხმარება.

დაწექით იატაკზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ხელები მოხარეთ სანახევროდ. ახლა დაიწყეთ ფეხების ტრიალი, თითქოს ველოსიპედზე ზიხართ. გაიმეორეთ 15-20ჯერ.

სავარჯიშოს ცოტათი გასართულებლად, მისი შესრულება ჯდომითაც შეგიძლიათ.

2. ამ სავარჯიშოს არ აქვს განსაკუთრებული სახელი, სამაგიეროდ, ძალიან ეფექტურია. დაწექით იატაკზე, ფეხები იატაკის პერპენდიკულარულად წამოწიეთ. ხელებით ეცადეთ, მისწვდეთ ფეხის წვერებს, წამოწიეთ ბეჭები და დაჭიმეთ მუცლის პრესი. სავარჯიშო შეასრულეთ სწრაფ ტემპში, დაახლოებით 15-20 გამეორება.

3. ეს სავარჯიშო სამყაროზე უფრო ძველია, თუმცა, პრესისთვის ამაზე ეფექტურს ვერაფერს გააკეთებთ. დაიწყეთ კლასიკური ვარიანტით: დაეყრდენით იდაყვებსა და ფეხის ცერებს. გაასწორეთ ხერხემალი და შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა მაქსიმალურად დიდი ხნით.

შემდეგ ფიცარი ცოტათი გაართულეთ. სავარჯიშოს შესრულებისას თანდათან გაშალეთ ფეხები. ამასთან, არ მოხაროთ წელი, შეინარჩუნეთ ხერხემლის სისწორე. შეასრულეთ 15-20 ნაბიჯი ორივე ფეხით.

და ფიცრის კიდევ ერთი ვარიანტი: იმავე მდგომარეობაში მონაცვლეობით მიიტანეთ ფეხი მუცელთან. 15-20 გამეორება თითოეულზე.

4. დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ მუცლებში, ერთი ფეხი წამოწიეთ ზემოთ და მიიზიდეთ მისკენ ორივე ხელით, ამასთან, წამოწიეთ ბეჭები და დაჭიმეთ მუცლის კუნთები. გაიმეორეთ 15-ჯერ, სწრაფ ტემპში. იგივე მოძრაობები შეასრულეთ მეორე ფეხზეც.

5. დაწექით ზურგზე, ფეხები გაასწორეთ, ხელები გადაიტანეთ თავს უკან. წამოწიეთ მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი, ეცადეთ, თითებით ფეხის ცერებს შეეხოთ, გაიმეორეთ 15-ჯერ ორივე ფეხზე.

მართალია, სავარჯიშოების შესრულება თავიდან საკმაოდ რთულია, თუმცა, რეგულარული ვარჯიშით მიიღებთ ბრტყელ მუცელს და მოძრაობებიც დღითიდღე გაგიმარტივდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს