მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები 2019 წლის მონაცემებით

1192

ჟურნალმა Forbes-მა კიდევ ერთხელ მსოფლიოს უმდიდრესი მილიარდერების სია გაუზიარა. უკვე მეორე წელია ზედიზედ რეიტინგს ლიდერობს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელმაც 2018 წლიდან რეგულარული ლიდერი ბილ გეითსი მეორე ადგილზე, ხოლო უორენ ბაფეტი მესამე ადგილზე გადაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგი მდიდარი ადამიანების ქონება შემცირდა, რაც იმას ამტკიცებს, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანებიც კი ეკონომიური რყევებისგან დაზღვეულნი არ არიან. Forbes-ის გათვლებით, 2019 წელს 2,153 მილიარდერია, რაც გასულ წელთან შედარებით 55 ადამიანით ნაკლებია. მათგან რეკორდული 994, ან 46 % გასულ წელთან შედარებით უფრო ღარიბი გახდა. საერთო ჯამში, ზემდიდარი ადამიანების საერთო ქონება დაახლოებით 8,7 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 400 მლრდ დოლარით ნაკლებია.

ნახეთ, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი ათეული:

10. ლარი პეიჯი

ქონება: 50,8 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: + 2 მლრდ დოლარი

ასაკი: 45

ქვეყანა: აშშ

ლარი პეიჯი Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-ს, ჯანდაცვის ქვედანაყოფს Calico-ს, ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა Nest-ს და სხვა კომპანიებს მართავს.

მან 1998 წელს სერგეი ბრინთან ერთად Google დააფუძნა. მათ ერთად შექმნეს Google-ს ალგორითმი PageRank, რომელიც საძიებო სისტემის მუშაობას უზრუნველყოფს.

პეიზი 2001 წლამდე Google-ის პირველი გენერალური დირექტორი იყო. პროდუქტებზე პრეზიდენტად მუშაობის შემდეგ, 2011 წელს კვლავ გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

9. მაიკლ რუბენს ბლუმბერგი

ქონება: 55,5 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: + 5,5 მლრდ დოლარი

ასაკი: 77

ქვეყანა: აშშ

მაიკლ ბლუმბერგმა 1981 წელს საფინანსო ინფორმაციული და მედია კომპანია Bloomberg LP დააფუძნა. მან კომპანიაში საწყისი კაპიტალი ჩადო და ახლა კომპანიის 88 %-ს ფლობს, რომლის წლიური მოგებაც 9 მლრდ დოლარს აჭარბებს.

ბლუმბერგმა თავისი კარიერა უოლ-სთრითზე 1966 წელს, საინვესტიციო ბანკში Salomon Brothers-ში დაიწყო. 15 წლის შემდეგ ის გაათავისუფლეს.

აქტიურმა ქველმოქმედმა იარაღის კონტროლზე, კლიმატის ცვლილებასა და სხვა საქმისთვის 5 მლრდ დოლარზე მეტი გაიღო. მომავალში გეგმავს 500 მლნ დოლარი დახარჯოს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხოს.

8. მარკ ცუკერბერგი

ქონება: 62,3 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: + 8,7 მლრდ დოლარი

ასაკი: 34

ქვეყანა: აშშ

ცრუ ინფორმაციის და Facebook-ის ბოროტად გამოყენების კრიტიკის შემდეგ, გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ 2019 წელს მისი პრიორიტეტი სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება.

2018 წლის აპრილში მან კონგრესის წინაშე ჩვენება მისცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა მომხმარებლების ინფორმაცია პოლიტიკურ საკონსულტანციო კომპანიას Cambridge Analytica გაანდო.

ცუკერბერგმა კომპანია Facebook 2004 წელს ჰარვარდში, 19 წლის ასაკში დააფუძნა. დღემდე აქციების თითქმის 17%-ს ფლობს. 2015 წლის დეკემბერში ცუკერბერგმა და მისმა ცოლმა პრისცილა ჩანმა პირობა დადეს, რომ ცხოვრების განმავლობაში თავისი ქონების 99%-ს Facebook-ს მისცემენ.

7. ლარი ელისონი

ქონება: 62,5 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: + 4 მლრდ დოლარი

ასაკი: 74

ქვეყანა: აშშ

1977 წელს ლარი ელისონმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oracle დააფუძნა, რომ მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მართვის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. მან კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2014 წელს დატოვა, მაგრამ დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი და მთავარი ტექნიკური დირექტორი მაინც არის.

2016 წელს მან 9,3 მლრდ დოლარად ღრუბლოვანი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Netsuite შეიძინა. 2016 წლის მაისში ელისონმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტს სიმსივნის სამკურნალო ცენტრისთვის 200 მლნ დოლარის მიცემა დაჰპირდა.

2018 წელს მან გამაჯანსაღებელი სტარტაპი Sensei დაიწყო, რომლის პირველი პროექტიც იყო – ჰავაის კუნძულ ლანაიზე ჰიდროპონიკული ფერმერობა იყო.

2018 წლის დეკემბერში მან Tesla-ს 3 მლნ აქცია შეიძინა, წლის დასაწყისში კი კომპანიის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.

6. ამანსიო ორტეგა

ქონება: 62,7 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: – 7,3 მლრდ დოლარი

ასაკი: 82

ქვეყანა: ესპანეთი

ამანსიო ორტეგა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი რითეილერია.

სწრაფი მოდის სფეროში პიონერმა ყოფილ ცოლთან, როზალეი მერასთან (2013 წელს გარდაიცვალა) ერთად1975 წელს კომპანია Inditex დააფუძნა, რომელიც მოდური მაღაზიების ქსელით Zara ცნობილია.

ის Inditex-ის აქციების დაახლოებით 60 %-ს ფლობს. კომპანია მადრიდშია დარეგისტრირებული და 8 ბრენდს მოიცავს, მათ შორის Massimo Dutti და Pull & Bear, და 7500 მაღაზიას მთელ მსოფლიოში.

ჩვეულებრივ, წლიურად 400 მლნ-ზე მეტს გამოიმუშავებს. საკუთარი დივიდენდები მან მადრიდის, ბარსელონაას, ლონდონის, ჩიკაგოს, მაიამის და ნიუ-იორკის უძრავ ქონებაში ჩადო.

5. კარლოს სლიმ ელუ

ქონება: 64 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: – 3,1 მლრდ დოლარი

ასაკი: 79

ქვეყანა: მექსიკა

მექსიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი, კარლოს ელუ და მისი ოჯახი, კომპანია America Movil-ს აკონტროლებს, რომელიც მსხვილი მობილური კავშირის კომპანიაა.

1990 წელს სლიმმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად Telmex-ის წილი შეიძინა, რომელიც მექსიკაში ერთადერთი სატელეფონო კომპანია იყო. ახლა Telmex-ი America Movi-ს ნაწილია.

ის ასევე მექსიკური სამშენებლო, საწარმოო, სამთო და უძრავი ქონების კომპანიების წილებს და New York Times-ის აქციების 17%-ს ფლობს.

მისი სიძე, ფერნანდო რომერომ მეხიკოში სუმაის მუზეუმი შექმნა, სადაც სლიმას ეკლექტური ხელოვნების ვრცელი კოლექცია ინახება.

4. ბერნარ არნო

ქონება: 76 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: + 4 მლრდ დოლარი

ასაკი: 70

ქვეყანა: საფრანგეთი

ბერნარ არნო 70 ბრენდისგან შემდგარ კომპანიას მართავს, მათ შორის შედის Louis Vuitton და Sephora.

2018 წელს მისმა ჯგუფმა ფუფუნების საგნების LVMH-ის რეკორდული გაყიდვების შესახებ განაცხადა, მოგება კი ჩინელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა.

ფილანტროპი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2014 წელს ფონდ ლუი ვიტტონის მუზემის გახსნას ხელი შეუწყო, რომელიც არქიტექტორმა ფრენკ გერიმ შექმნა.

მისი ქალიშვილი დელფინა Luis Vuitton-ის ვიცე-პრეზიდენტი და LVMH-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

მისმა მამამ ქონება სამშენებლო ბაზარზე დააგროვა. 1985 წელს არნომ ამ ბიზნესიდან 15 მლნ დოლარი აიღო, რომ Christian Dior ეყიდა.

3. უორენ ბაფეტი

ქონება: 82,5 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: + 1,5 მლრდ დოლარი

ასაკი: 88

ქვეყანა: აშშ

უორენ ბაფეტი ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ინვესტორად ითვლება და ცნობილია, როგორც „ორაკული ომაჰადან“.

ბაფეტი კომპანია Berkshire Hathaway-ს მართავს, რომელსაც 60-ზე მეტი კომპანია ეკუთვნის, მათ შორის Geico, ბატარეების მწარმოებელი Duracell და რესტორნების ქსელი Dairy Queen.

ამერიკელი კონგრესმენის ვაჟიშვილმა უკვე 11 წლის ასაკში აქციები შეიძინა, ხოლო 13 წლისას გადასახადები გადაიხადა.

მან თავისი ქონების 99%-ის გაცემის პირობა დადო. 2018 წელს მან 3,4 მლრდ დოლარი გასცა, რომლის დიდი ნაწილიც მეგობრების, ბილის და მელინდა გეითსების ფონდში ჩადო.

2010 წელს მან და გეითსმა შექმნა Giving Pledge, რომელიც მილიარდერებს ქონების ნაწილის საქველმოქმედო მიზნით გაცემას სთავაზობს.

2. ბილ გეითსი

ქონება: 96,5 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: + 6,5 მლრდ დოლარი

ასაკი: 63

ქვეყანა: აშშ

თავის ცოლთან, მელინდასთან ერთად მართავს ბილ და მელინდა გეითსების ფონდს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ფონდია. ფონდი მთელ მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ასევე თანამშრომლობს როტარი ინტერნეიშენელთან პოლიეთილენის ლიკვიდაციის თაობაზე.

გეითსმა Microsoft-ში თავისი წილი გაყიდა ან გასცა – ახლა მხოლოდ აქციების 1 % ეკუთვნის. ის Microsoft-ის და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, რომელიც 1975 წელს პოლ ალენთან ერთად დაარსა, დირექტორთა საბჭოს წევრად რჩება.

2016 წლის ბოლოს მან განაცხადა, რომ საინვესტიციო ფონდი Breakthrough Energy შექმნა 1 მლრდ დოლარის საწყისი კაპიტალით, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობს.

დღესდღეობით ბილ გეითსმა მაიკროსოფტის აქციები, ჯამში 35,8 მლრდ დოლარი ბილ და მელინდა გეითსების ფონდს გადასცა.

1. ჯეფ ბეზოსი

ქონება: 131 მლრდ დოლარი

1 წელში ცვლილება: + 19 მლრდ დოლარი

ასაკი: 55

ქვეყანა: აშშ

1994 წელს საკუთარ ავტოფარეხში, სიესტლში, ჯეფ ბეზოსმა ელექტრონული კომერციული კომპანია Amazon დააფუძნა. დღეს კომპანიის გენერალური დირექტორი და აქციების 16%-ის მფლობელია.

იანვარში მან და მისმა ცოლმა, მაკენზიმ 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების შესახებ განაცხადაზე. განქორწინების პირობები არ გასაჯაროებულა.

მაკენზი ამაზონის პირველი ბუღალტერი იყო. ვაშინგტონის შტატის კანონის მიხედვით, მას ჯეფის აქტივების ნახევრის მიღება შეუძლია, რაც დედამიწაზე ყველაზე მდიდარ ქალად აქცევს.

2018 წელს ამაზონმა 230 მლრდ შემოსავალი და რეკორდული მოგება 10 მლრდ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის მონაცემებს 3 მლრდ დოლარით აღემატებოდა.

თებერვალში ამაზონმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკის შტატში, ლონგ-აილენდ-სითიში მეორე შტაბბინის გახსნის იდეაზე უარს ამბობს, მას შემდეგ რაც ადგილობრივი ხელისუფლება მისი გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა.

ბეზოსს ეკუთვნის The Washington Post და Blue Origin, აეროკოსმოსური კომპანია, რომელიც კომერციული მოხმარებისთვის რაკეტებს ამზადებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს