გაზაფხულზე ტკბილი დესერტის მირთმევა განსაკუთრებით გვინდება, მაგრამ სხეულის ფორმები და მოახლოებული ზღვის სეზონი არ უნდა დაგვავიწყდეს. ასეთი შემთხვევისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა დესერტი „ქოქოსის ღრუბელი“. ამ დესერტით საკუთარი თავი შეგიძლიათ ყოველდღე გაინებივროთ და სხეულის ფორმებზე არ ინერვიულოთ.
დესერტი მსუბუქი, ნაზი, ჰაეროვანი, რბილი, ზომიერად ტკბილი და ოდნავ ხრაშუნა გამოდის. რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მზადდება. ამ დელიკატესს გამოცხობა არ სჭირდება. მხოლოდ 5 წუთში თქვენს თეფშზე მზა ნამცხვარი იქნება.
ქოქოსის დესერტი
დღეს ვივიენი გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სწრაფი და გემრიელი ქოქოსის დესერტი გამოცხობის გარეშე.
ინგრედიენტები:
- 500 მლ არაჟანი (15% ცხიმიანობით)
- 70 გრ შაქრის ფხვნილი
- 60 გრ ქოქოსის ფანტელი
- 130 მლ წყალი
- 20 გრ ჟელატინი
- 5 გრ ვანილის შაქარი
მომზადება:
1. პირველ რიგში ჟელატინი გახსენით. ამისთვის ჟელატინს ცხელი წყალი დაასხით, მუდმივად აურიეთ და წყლის ორთქლზე გაადნეთ. ჟელატინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აადუღოთ.
2. კომფორტულ თასში არაჟანი, ვანილის შაქარი და შაქრის ფხვნილი კარგად აურიეთ.
3. არაჟნის მასას ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ. შემდეგ მზა ჟელატინი (ჯერ კიდევ თბილი უნდა იყოს) ნელ-ნელა არაჟნის მასას დაუმატეთ, ამასთან მორევა არ დაგავიწყდეთ.
4. ქოქოსი-არაჟნის მასა საცხობ ფორმაში მოათავსეთ (მე 20 x 27 სმ ზომის ფორმას ვიყენებ). ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ფორმას ცხიმის წასმა არ სჭირდება.
5. ნარევი ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ. საკვების პარკი გადააფარეთ და მაცივარში 2 საათით შეინახეთ.
6. დესერტი მაცივრიდან გამოიღეთ. ჯერ კიდეც საცხობ ფორმაში დაჭერით და ფრთხილად თეფშზე გადმოიტანეთ.
7. ესეც ასე, დესერტი „ქოქოსის ღრუბელი“ მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ამ რეცეპტით დესერტის „ქოქოსის ღრუბლის“ მომზადება აუცილებლად სცადეთ, მომზადება ბევრ დროს არ წაგართმევთ, ხოლო ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია და მათი ფასი არ იკბინება.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.