ბაზლამა თურქული კვერია. თურქები საუზმის დროს სამარხვო კვერებს კარაქს უსვამენ და ჩაის აყოლებენ. ასევე, ბაზლამი ყველთან ერთად ძალიან გემრიელია.
კლასიკური რეცეპტის მიხედვით კვერებს საფუარსა და წყალზე ამზადებენ. თუ საფუარის ცომს არ ემეგობრებით, მაშინ თურქული კვერის მომზადების ალტერნატიული რეცეპტი მოგეწონებათ.
როგორ მოვამზადოთ კვერები ტაფაზე
ყველაზე დიდი პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ ინგრედიენტები შეგიძლიათ თითებზე ჩამოთვალოთ. თქვენ ძვირადღირებული პროდუქტები და უცნობი სანელებლები არ დაგჭირდებათ. მხოლოდ ის, რაც სამზარეულოში ყველას აქვს. ვივიენი გიამბობთ, როგორ მოამზადოთ კვერები სახლის პირობებში.
ინგრედიენტები:
- 400 გრ ფქვილი
- 250 მლ კეფირი
- მარილი გემოვნებით
- 1 ჩ/კ სოდა
მომზადება:
1. ფქვილს მარილი და სოდა დაუმატეთ.
2. რბილი ცომი მოზილეთ. კეფირის კონსისტენციის მიხედვით, 250 მლ-ზე შეიძლება ცოტა ნაკლები ან მეტი დაგჭირდებათ. მთავარია, რომ ცომი ნაზი გამოვიდეს.
3. ცომი რომ არ მიგეკვრათ, ხელებზე მცენარეული ზეთი წაისვით.
4. ცომი 10 წუთით მაცივარში შედგით.
5. ცომი მცირე ზომის ძეხვის ფორმად დაამრგვალეთ და ხუთ ნაწილად გაყავით. თითოეული ნაწილი თხელ ბლითის ფორმად გააბრტყელეთ.
6. კვერები ჩანგლით დაჭყლიტეთ. ტაფა კარგად გააცხელეთ.
7. კვერი საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ოქროსფრის მიღებამდე შეწვით. ტაფაზე კარაქის წასმა საჭირო არაა. როცა კვერი შეიწვება, შეგიძლიათ მას კარაქი წაუსვათ.
უბრალოდ შეხედეთ, კვერები როგორ მადის აღმძვრელად გამოიყურება. კვერები მაღაზიაში ნაყიდი პურის შესანიშნავი ალტერნატივაა. კეფირზე კვერების მომზადებაზე უფრო მარტივი არაფერია.
ეს დიასახლისი კვერებს ისე მარჯვედ აცხობს, რომ მომზადებაზე მას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. ნახეთ ვიდეო, სადაც დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოამზადოთ ხრაშუნა, ფუმფულა კვერები.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.