წარმოიდგინეთ, რომ დილით პარიზში ხართ. ქალაქი მსუბუქ ნისლშია გახვეული, თქვენ კი ელეგანტურ ფრანგულ კაფეში სხედხართ, ეიფელის კოშკს გაჰყურებთ და შესანიშნავ ყავას სვამთ.
სწორედ ასეთი ასოციაცია გაგიჩნდებათ, როცა ამ მშვენიერ ფუნთუშებს მოამზადებთ და მიირთმევთ, რომელსაც ბევრი დიასახლისი „კრემ დე პარიზიენს“ უწოდებს. ეს ფუნთუშები პირში უბრალოდ დნება.
კრემიანი ფუნთუშები
ტრადიციული რეცეპტი კლასიკური კრემის შიგთავსს გულისხმობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტები თამამად ჩაატაროთ და ფუნთუშის შიგნით შოკოლადის პასტა, ფორთოხლის კრემი ან დარიჩინი მოათავსოთ.
ცომის ინგრედიენტები:
- 400 გრ ფქვილი
- 1/3 ჩ/კ მარილი
- 5 გრ საფუარი
- 100 გრ შაქარი
- 15 გრ მშრალი რძე
- 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
- 1 საშუალო ზომის კვერცხი
- 200 მლ წყალი
- 50 გრ კარაქი
ცომის მომზადება:
1. რძე, ფქვილი, შაქარი, საფუარი და მარილი აურიეთ.
2. კვერცხი ათქვიფეთ, ცოტა წყალი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. თანდათანობით ცედრა და კარაქი დაუმატეთ.
3. ცომი ორი საათით გააჩერეთ.
კრემის ინგრედიენტები:
- 400 გრ რძე
- 2 ჭიქა სიმინდის სახამებელი
- 2 კვერცხის გული
- ნახევარი ლიმონი
- 100 გრ შაქარი
- ვანილი
- 50 გრ კარაქი
- ნუში
- ლიმონის წვენი
კრემის მომზადება:
1. პირველ რიგში, სახამებელი რძეს აურიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ორი კვერცხის გულის, შაქრის, ვანილის და ლიმონის ცედრის დამატება არ დაგავიწყდეთ.
2. როცა კრემი გაგრილდება, კარაქი და ნუში ლიმონის წვენთან ერთად დაუმატეთ.
3. ცომი 10 ნაწილად გაყავით და თითოეული ოვალის ფორმა მიეცით. კრემი კუთხესთან ახლოს მოათავსეთ.
4. კრემს ზემოდან ცომი ფრთხილად დააფარეთ, დარჩენილი ცომი ნაჭრებად დაჭერით და ფუნთუშა შეახვიეთ.
5. ასეთი ცომი საცხობ ფორმაზე 30 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით აცხვეთ.
ეს ფუნთუშები მოხარშული კრემით თქვენი მეგობრების და ნათესავების გულს მოიგებს. მის მომზადებას ყოველთვის მოგთხოვენ, ამის გარანტიას გაძლევთ!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.