როგორ მოვიშოროთ ნაოჭები, თვალების ქვეშ მუქი წრეები და გამონაყარი

2175

შესაფერისი ღამის კრემის შერჩევა რთული ამოცანაა. თავის მოვლის საშუალებებს შორის ის ყველაზე ძლიერია, რომელსაც კანის გამოკვება და აღდგენა აკისრია. მაინც როგორია ეს ძვირადღირებული, ხარისხიანი კოსმეტიკა.

რა თქმა უნდა, საშუალო და დაბალი ფასების ხაზებიც არსებობს, მაგრამ ისინი მოიცავენ თეთრებად ღირებულ საშუალებებს, რომლებიც თავად უნდა გახსნათ, შეურიოთ და ქილაში დახუროთ. ვივიენი გთავაზობთ ოქროს შუალედს: ერთი სახის კრემი სახლის პირობებში მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ ის ნაყიდ საშუალებაზე ბევრად უკეთესია.

სახლში მომზადებული კრემის რეცეპტები

კანის მოვლის ამ საშუალებებში ისლანდიური ხავსის ექსტრაქტები ან წაბლა წყალმცენარეები არ შედის, მაგრამ ისინი თქვენ არ დაგჭირდებათ. მერწმუნეთ, კარგ კოსმეტიკაზე მაღალი ფასი ამით განპირობებული არაა.

რაში ვიხდით?

ლამაზი შეფუთვა. რაც უფრო ლამაზად გაფორმებულია ქილა, მით უფრო მეტ ნდობას იწვევს.

პარაბენები და კონსერვანტები. სამწუხაროდ, მათ გარეშე კოსმეტიკური პროდუქციის წარმოდგენა რთულია: კრემის ტრანსპორტიება და დიდი ხნით შენახვა როგორღაც უნდა მოახერხონ.

დამატებითი ხარჯები. ნებისმიერი ბიზნესი მოგებაზე არის დაფუძნებული. მწარმოებელი ვალით არ იმუშავებს.

ახლა მთავარზე გადავიდეთ! არომატული, მსუბუქი, მკვებავი და 100 % ნატურალური კრემის სახლის პირობებში მომზადება შესაძლებელია და ასეც უნდა მოიქცეთ.

რძე და ალოე

თვალების ქვეშ მუქი წრეების მნიშვნელოვნად გაღიავებას გამაგრილებელი ალოე ვერას კრემი დახმარებით შეძლებთ. ამ მცენარის წვენი გამჭვირვალე ჟელეს ჰგავს და ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი აქვს. ალოეს ყველაზე სასიამოვნო თვისება – ცხიმიანი საფარის არ არსებობაა. კრემი კანში ადვილად იწოვება და ფორებს არ ახშობს.

რძეში შემავალი ამინომჟავები კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლას ხელს უწყობს. ეს ღამის კრემი შეგიძლიათ ქუთუთოებზე გამოიყენოთ, რომლისთვისაც ჩვეულებრივი სკრაბები უკუჩვენებულია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ს/კ ალოე ვერას წვენი ან გელი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ მშრალი რძე

ეს ერთი პატარა ქილისთვის საკმარისი იქნება, მაგრამ შეგიძლიათ ალოეს კრემის დიდი მარაგის მოამზადოთ და შეინახოთ. კრემი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ. გახსოვდეთ, რომ ახალი სახით უფრო მეტ სასარგებლო თვისებას ფლობს.

ფორთოხალი და იოგურტი

მაღაზიაში ასეთ კრემს ექნებოდა აღნიშვნა 25+. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან ზოგჯერ კოსმეტიკაში ძლიერ ნივთიერებებს უმატებენ. აქ სხვა სიტუაციაა: ფორთოხლის და იოგურტის გამოყენება შეუძლია ყველას, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ.

ნიუანსი იმაში მდგომარეობს, რომ კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო მარტივი და ეფექტური საშუალებაა. პირველ ასაკობრივ ნიშნებს განსაკუთრებით კარგად ებრძვის.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • 1 ს/კ კურკუმა
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 100 გრ ნატურალური იოგურტი

ყურადღება! პროდუქტი ლიმონის მჟავას შეიცავს, ამიტომ მთელი ღამით გაჩერება რეკომენდებული არაა! რამდენიმე საათით მისი წასმა საკმარისი იქნება. ხანგრძლივი გამოყენებისთვის ლიმონის გარეშე მოამზადეთ.

მხოლოდ ნატურალური იოგურტი გამოიყენეთ.

ავოკადო და კვერცხი

ამ საშუალებას კანზე ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს, მის ჩამოწელვას ხელს უშლის და ღრმად კვებავს. შეგიძლიათ დღის კრემის სახით გამოიყენოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვერანდაზე მოდუნება ან გარუჯვა გადაწყვეტილი გაქვთ. მაკიაჟის ბაზად არ გამოდგება, მაგრამ ულტრაიისფერი სხივებისგან შესანიშნავად დაგიცავთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი კვერცხი
  • 0,5 ცალი ავოკადო

ავოკადო დაჭყლიტეთ და ათქვეფილ კვერცხს აურიეთ. ეს კრემი ცილების წყალობით, ტონიკის მსგავსად ფორებს შესანიშნავად კრავს. შეფუთვაში რომ ყოფილიყო მასზე იქნებოდა წარწერა SPF15.

თაფლი და ქოქოსის რძე

ქოქოსის ზეთი უნივერსალური პროდუქტია. თუ საკვებად ყველას არ შეეფერება, კანისთვის უფრო რბილ საშუალებას ვერ იპოვით. კანს არბილებს, გამონაყარს ებრძვის, ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 3 ს/კ თაფლი
  • 100 გრ ქოქოსის ზეთი

საკმარისია ინგრედიენტები ერთმანეთს აურიოთ და გრილ ადგილას შეინახოთ. წასმამდე თავლიანი ზეთი თითებით დაარბილეთ და მასაჟური მოძრაობით კანზე შეიზილეთ. ეს კრემი შეგიძლიათ შაქრიან სკრაბად ჩათვალოთ, მაგრამ ის კანს არ აშრობს.

ეს კრემები პრინციპში შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოიყენოთ, მაგრამ ნატურალური ინგრედიენტების გამო მას ნელი შემწოვი ეფექტი აქვს. სასიამოვნო ეფექტის მისაღებად კრემი რამდენიმე საათით გაიჩერეთ. ღამე საუკეთესო დროა.

ალერგიული რეაქცია მოსალოდნელი არაა, ეფექტი კი გარანტირებულია. სახლში მომზადებული საშუალებები ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, მაგრამ ვიტამინები და კანის დატენიანება ყველას ერთნაირად სჭირდება. თუ ჩვენი რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს