13 მიზეზი, რატომ უნდა ჭამოთ ავოკადო ყოველდღე. მე მას ყოველთვის პურთან ერთად მივირთმევ.

2172

ჩემმა მეგობარმა ავოკადო კურკიდან გაზარდა, რომელიც მას გამოჯანმრთელებასა და ფეხზე დადგომაში დაეხმარა. რბილ და წვნიან ავოკადოს სასარგებლო თვისებების გამო მთელ მსოფლიოში აფასებენ.

ეს ეგზოტიკური ხილი წონის შემცირებას ხელს უწყობს, სისხლში ჭარბ ქოლესტერინს შლის, მეხსიერებას აუმჯობესებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. მექსიკაში ავოკადოს გამოიყენებენ, როგორც აფროდიზიაკს, და თვლიან, რომ მას მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. მცენარეს უპირატესობები მხოლოდ ამით არ მთავრდება.

ავოკადო ბაზრობაზე სულ რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა და თანდათანობით სასურსათო მაღაზიების თაროები დაიპყრო, მაგრამ რა არის ეს ხილი და რასთან ერთად მიირთმევენ, ძალიან ცოტამ თუ იცის. ვივიენი ამ მწვანე ლამაზმანის 13 საიდუმლოს გაგიზიარებთ, რომლის შემდეგაც მას უფრო ხშირად მიირთმევთ.

ავოკადო თავისი გემოს მახასიათებლით და შემადგენლობით ბოსტნეულს მოგაგონებთ. დიდი ხნის განმავლობაში მას კაკლის სახეობად მიიჩნევდნენ, მაგრამ ის ხილია. ავოკადოს სამშობლოდ მექსიკა და ცენტრალური ამერიკა ითვლება.

რით არის სასარგებლო ავოკადო

1. ავოკადო დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს და ამის წყალობით სწრაფად დანაყრების შეგრძნებას იძლევა. ამასთან, მაღალი კალორიულობის მიუხედავად, მას დიეტის დროს აქტიურად იყენებენ. ავოკადოში შემავალი ნახევრად უჯერი მჟავები წონის დარეგულირებას ხელს უწყობენ.

2. ნამდვილი ვიტამინების ბომბაა(მის შემადგენლობაშია A, PP, E, F, D და B ჯგუფის ვიტამინები). ასევე შეიცავს მინერალებს: მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მანგანუმი, კალციუმი, ნატრიუმი და იოდი.

3. ავოკადოში შემავალი კალიუმი გულ-სისხლძარღვთა სისტემას არეგულირებს და ჰიპერტონიის განვითარებას აფერხებს.

4. ანთებას აქრობს, ართრიტის და ართროზის დროს მტკივნეულ შეგრძნებას აყუჩებს. ანტისეპტიკური და დამატენიანებელი თვისებების წყალობით კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოიყენება.

5. ავოკადოში შედის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც ორგანიზმის გაჯანსაღებას და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ხელს უწყობს.

6. ის სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ე.წ. კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის.

7. ამ ხილის მიღება დაჟინებით რეკომენდებულია ორსული და მეძუძური დედებისთვის. მასში ფოლიუმის მჟავა და B6 ვიტამინი შედის, რომლებიც ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია.

8. ავოკადოს ზეთი ცნობილი მცენარეულ ზეთებს შორის ყველაზე უფრო ეკოლოგიურია და კვებითი ღირებულებით, გემოს ხარისხით, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემადგენლობით ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ პროდუქტს აჭარბებს.

9. ავოკადო სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს ინარჩუნებს და დიაბეტის გაჩენას აფერხებს.

10. საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლოა და შეკრულობის დროს ორგანიზმს ეხმარება.

11. კალციუმის და ფოსფორის წყალობით ადამიანის ძვლების და კბილების ნორმალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ფოსფორი გონებრივი მდგომარეობის გასაძლიერებლად ასევე აუცილებელია.

12. ზეაქსანტინი და ლიუთეინი – ავოკადოში შემავალი ორი ძლიერი ანტიოქსიდანტი ოფიციალურად აღიარებულია ნივთიერებებად, რომელთაც სიბრმავის შეფერხება და მხედველობის ნორმაში მოყვანა შეუძლიათ.

13. ეს სასწაული ხილი დეპრესიას მოგაშორებთ და განწყობას აგიმაღლებთ!

ახლა უკვე ამ შესანიშნავი ხილის რამდენიმე სასარგებლო თვისება იცით. თქვენს რაციონს თამამად დაუმატეთ. ავოკადო სალათებს ნაზ გემოს ანიჭებს და ბუტერბროდებს კიდევ უფრო გემრიელს ხდის. შესანიშნავად ერწყმის წითელ თევზს, კრევეტებს და ფრინველის ხორცს. ავოკადოს რბილობი შეგიძლიათ ხრაშუნა პურის ნაჭერს წაუსვათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს