გულის სიღრმეში ყველა ადამიანს ასაკის მიუხედავად სასწაულების და ჯადოქრობის სჯერა.
ალბათ, როცა პატარა იყავით, კეთილ ჯადოქრებზე ზღაპრების წაკითხვა გიყვარდათ, რომლებიც სურვილებს ასრულებდნენ.
დღეს, ვივიენი გთავაზობთ, ერთ-ერთ კეთილ ჯადოქარს და შორეულ ზღაპრულ ქვეყანას სტუმრად ეწვიოთ. წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის ქუჩებში სეირნობისას, პარკში შეუხვიეთ და უცნობ გზას დაადექით. ხვდებით, რომ დაიკარგეთ და უცნობ ადგილას აღმოჩნდით, სადაც ყველაფერი ხეებით არის სავსე. თქვენ, ალბათ, უკან დაბრუნება სცადეთ, მაგრამ ხის ტოტებმა გზა გადაგიღობათ.
თქვენ გზაა გააგრძელეთ და ძალიან მალე მზით განათებულ ველზე აღმოჩნდით. გულში იმწამსვე სიმშვიდე და სითბო იგრძენით. მინდვრის შუაგულში კეთილი მოხუცი ქალბატონი დაინახეთ, რომელიც ჩხირებით რაღაცას ქსოვდა.
მან გითხრათ:
„უკვე დიდი ხანია გელოდები. შენ კარგი ადამიანი ხარ და ჯილდოს იმსახურებ. აირჩიე ერთ-ერთი ტომსიკა ბედის საჩუქრით. ყველაფერი, რაც შიგნით არის, შენს ცხოვრებაში 14 დღის განმავლობაში ასრულდება“
თქვენ ტომსიკებს შეხედეთ და დაფიქრდით. ყველა ძალიან ლამაზი იყო. თქვენ ტომსიკა აირჩიეთ, ჯადოქარს მადლობა გადაუხადეთ და უკვე რამდენიმე წუთში ჩვეულ პარკში დაბრუნდით.
ასე რომ, რომელი ტომსიკა აირჩიეთ და რა მიიღეთ საჩუქრად:
მწვანე ტილოს ტომსიკა
თქვენი საჩუქარი ფინანსური კეთილდღეობაა. ძალიან მალე თქვენი ფინანსური პრობლემები მოგვარდება. თქვენი საფულის გავსებას დაელოდეთ. ეს ფული საკუთარი გულის გასახარებლად დახარჯეთ.
ჯუთის ტომსიკა
თქვენ უბრალოდ ადამიანი ხართ და ბედმა წარმოუდგენელი სიურპრიზი მოგიმზადათ. თქვენ სამი სურვილის ასრულებას მიიღებთ. ასე რომ კარგად მოიფიქრეთ, თუ კონკრეტულად რა გსურთ და ხმამაღლა თქვით. ძალიან მალევე ყველა სურვილი აგისრულდებათ.
წითელი ტომსიკა
თვენ სიხარული და სიყვარული შეგხვდათ. უახლოეს მომავალში სასიამოვნო მოვლენებს დაელოდეთ. ისინი თქვენს ცხოვრებას სრულად შეცვლიან. სიყვარულით ფრთებშესხმული იფარფატებთ.
ოქროსფერი აბრეშუმის ტომსიკა
ტომსიკაში ბედნიერება აღმოჩნდა. ყველაზე მარტივი, ადამიანური. მას გასახსნელად დრო სჭირდება. უახლოეს მომავალში მას აუცილებლად შეიგრძნობთ. თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები მოხდება.
ყავისფერი ხავერდის ტომსიკა
ყუთში იღბალი ინახება. შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს ხელი თამამად მოკიდოთ. უახლოეს ორ თვე შეგიძლიათ არაფერს ინერვიულოთ. იღბალი თქვენს მხარეს იქნება.