თურქული ფუნთუშები ნაზი ხაჭოს შიგთავსით: ვჭამ და ვაცხობ, ვაცხობ და ვჭამ

5335

სახლში მომზადებული ფუნთუშები გემრიელი, რაც მთავარია, ნატურალური დელიკატესია, რომელიც ნებისმიერ ჩაის სმის ცერემონიას დაამშვენებს. რა თქმა უნდა, წინასწარ მაღაზიაში წასვლა და ორცხობილების შეძენა შეიძლება, მაგრამ მაღაზიაში ნაყიდი გამომცხვარი ნაზ, ფუმფულა და ჯერ კიდევ თბილ, სახლში მომზადებულ ფუნთუშას შეედრება?

დღეს ვივიენი გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ფუნთუშები საფუარის ცომზე შიგთავსით. ამ რეცეპტს დამწყები მზარეულიც გაუმკლავდება, შედეგი კი ოჯახის წევრებს და სტუმრებს სასიამოვნოდ გაახარებს.

საფუარზე მომზადებული ფუნთუშები შიგთავსით

საფუარზე ცომის მომზადებას ბევრი გაურბის, თუმცა აქ რთული არაფერია. ცომი ფუმფულა და ნაზი გამოვა, რის წყალობით ფუნთუშების ჭამა ასეთი სასიამოვნოა. მთავარია, სტუმრებს დაელოდოთ და ყველაფერი მარტო თქვენ არ შეჭამოთ.

ინგრედიენტები:

  • 3-4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 10 გრ მშრალი საფუარი
  • ცოტა ხაჭო შიგთავსისთვის

მომზადება:

1. ღრმა თასში რძე, მცენარეული ზეთი, მარილი, შაქარი, ასევე 2 კვერცხის ცილა და 1 კვერცხის გული ჩაასხით (კიდევ ერთი კვერცხის გული ფუნთუშებზე წასასმელად დაიტოვეთ). კარგად აურიეთ.

2. ფქვილის ნაწილი და საფუარი დაუმატეთ. კვლავ კარგად აურიეთ. დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. ცომი 10 წუთით მოზილეთ, სანამ ელასტიური არ გახდება.

3. ცომისგან გათავისუფლებულ თასს მცენარეული ზეთი წაუსვით, ცომი მოათავსეთ და 1 საათით პირსახოცი გადააფარეთ. ამ დროში ცომის მოცულობა 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.

4. ცომი ჩაზილეთ, რომ ზედმეტი ჰაერი გამოუშვათ. ფუნთუშებს ფორმა მიეცით.

5. რაც შეეხება შიგთავსს, თურქული ფუნთუშებისთვის უმარილო ადგილობრივ ყველს „ლორ პეინირს“ იყენებენ. თუ სურვილი გაქვთ, ფუნთუშები შეგიძლიათ ხაჭოთი მოამზადოთ. ტკბილი ფუნთუშებისთვის თავად ცომში 2-2,5-ჯერ უფრო მეტი შაქარი დაამატეთ.

6. ფუნთუშის ცომი ოდნავ გაშალეთ, შიგნით თქვენი გემოვნებით შიგთავსი მოამზადეთ, ზედა კუთხე შეკარით და თავდაპირველი მომრგვალებული ფორმა დაუბრუნეთ.

7. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და ფუნთუშები დააწყვეთ. შეგიძლიათ საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინოთ. ფუნთუშებს შორის ცოტა ადგილი დატოვეთ, რადგან ცხობის დროს ფუნთუშა ზომაში გაიზრდება. პირსახოცი დააფარეთ და 15 წუთით სითბოში დატოვეთ.

8. როცა ფუნთუშები ზომაში ოდნავ გაიზრდება, კვერცხის გული წაუსვით. წინასწარ კვერცხის გული და 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი ერთმანეთს აურიეთ.

9. ფუნთუშები 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით გამოაცხვეთ. გემრიელად მიირთვით!

თურქული ფუნთუშა აირანთან, ან ჩაისთან შესანიშნავი მისაყოლებელი დესერტი იქნება. მთავარია, სუფრაზე თბილი გაიტანოთ, ამიტომ გამომცხვარ ფუნთუშებს პირსახოცი გადააფარეთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს