ცხობის დროს მთავარია სტრუქტურაა. ფხვიერი ორცხობილა უნდა იფშვნებოდეს, თაფლიანი თაფლივით რბილი უნდა იყოს, ხოლო ღვეზელი, ნაზუქი და პური მაქსიმალურად გაფუებული უნდა იყოს. ამ ყველაფრის მიღწევა სპეციალური ინგრედიენტების დახმარებით შეიძლება.
ცომი ჰაეროვანი არასდროს გამოგივათ, თუ მასში გარკვეულ რეაქციას არ გამოიწვევთ, რომლისთვისაც მჟავა არის საჭირო. ის ტუტესთან რეაქციაში შედის, რის შედეგად ნახშირორჟანგი გამოიყოფა.
გამაფხვიერებელი ცხობის დროს მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. მის გარეშე ცომი უბრალოდ არ ამოვა, ის ქვიანი, მკვრივი, სველი დარჩება, ხოლო მზა პროდუქტი მშრალი და უგემური იქნება.
გამაფხვიერებელი ცომში ჰაერის ბუშტებს ქმნის, რაც მას კარგად ამოსვლასა და აფუებაში ეხმარება. ახლა ის ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება, მაგრამ ბევრი დიასახლისი შეძენილ ფხვნილს არ ენდობა და გამაფხვიერებელს სახლის პირობებში თავად ამზადებს. ასე უფრო ეკოლოგიური და საიმედოა.
გამაფხვიერებლის ინგრედიენტები ფქვილით
- 120 გრ ფქვილი
- 50 გრ საკვები სოდა
- 30 გრ წვრილი ლიმონის მჟავა
ყველა ინგრედიენტი მშრალ, კარგად დახურულ ქილაში კარგად აურიეთ. ცხობის დროს საფუარი ცომის რეცეპტში მითითებული რაოდენობით გამოიყენეთ. ჩვეულებრივ ეს შეიძლება იყოს 1-3 ჩ/კ.
გამაფხვიერებლის ინგრედიენტები სახამებლით:
- 1 ს/კ სოდა
- 1 ს/კ ლიმონის მჟავა
- 1 ს/კ სახამებელი
ამ რეცეპტის გამოყენება უფრო მარტივია. ყველა ინგრედიენტის რაოდენობა კოვზით იზომება.
სახლის პირობებში გამაფხვიერებლის მომზადება საკმაოდ მარტივია. აუცილებელია სახლში გქონდეთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სოდა, ლიმონის მჟავა, სახამებელი/ფქვილი და იცოდეთ, როგორი პროპორციებით ერთმანეთს აურიოთ.
ცომს საფუარიც ამოიყვანს, მაგრამ ეს მაინც სოკოა, რომლებიც არც თუ ისე სასარგებლოა და უსიამოვნო სუნი აქვს. თანამედროვე რეცეპტებში მას სულ უფრო და უფრო ნაკლებად იყენებენ. ზოგჯერ ცომის გასაფუებელ ინგრედიენტად მხოლოდ სოდა არის მითითებული.
გამაფხვიერებლით რომ ჩაანაცვლოთ, უნდა გახსოვდეთ შეფარდება: 1 ჩ/კ სოდა 3 ჩ/კ გამაფხვიერებლს უდრის. ან ასე: 400 გრ ფქვილზე 10 გრ გამაფხვიერებელია საჭირო.
სახლის გამაფხვიერებელი ცომის მომზადების დროს ფქვილში უნდა აურიოთ, რომ ის თანაბრად გადანაწილდეს. თხევად ცომში გამოცხობის წინ უნდა დაამატოთ.
გასაგებია, რომ შეძენილი გამაფხვიერებლით ცომი კარგად. თუ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევთ, სახლში მომზადებულ გამაფხვიერებელს გირჩევთ. შეძენილი პროდუქტის შემადგენლობა მხოლოდ საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს, ხშირად ის ქიმიური დანამატებით არის სავსე.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.