მრავალი ასწლეულის განმავლობაში, ქათმის ხორცი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს კულინარიაში. ვიღაცას შემწვარი ქათამი უყვარს, ვიღაცას – მოხარშული, ზოგიც მოთუშულს ანიჭებს უპირატესობას. არსებობს ამ გემრიელი და ნაზი ხორცის მომზადების უამრავი რეცეპტი.
ჩვენ ქათმის გამოცხობის შესანიშნავ მეთოდს გაგაცნობთ. ამ კერძის მოსამზადებლად ჩვეულებრივი შუშის ქილა და ქათამი დაგჭირდებათ. სცადეთ, იქნებ მოგეწონოთ.
ინგრედიენტები
- 1ც ქათამი
- პაპრიკა გემოვნებით
- პროვანსული ბალახები გამოვნებით
- შავი პილპილი(დაფქული) გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- ნივრის ფხვნილი გემოვნებით
- 3 თავი ხახვი
- 3 ც დაფნის ფოთოლი
მომზადება
1. აიღეთ ქათამი და დაჭერით ულუფებად. თუ ქათმის ნაწილები იყიდეთ, დაჭრა საჭირო არაა.
2. გააცალეთ ნაჭრებს ტყავი და ქონი, ოღონდ არ გადაყაროთ.
3. მოათავსეთ ქათამი თასში და შეაზილეთ მარილი და სანელებლები. გააჩერეთ მარინადში 20-30 წუთით.
3. სანამ ქათმის ხორცი მარინადშია, გარეცხეთ სამლიტრიანი ქილა და გაამშრალეთ.
5. დაჭერით ხახვი რკალებად.
6. მოათავსეთ ქათამი ქილაში, მონაცვლეობით, ფენა-ფენად ჩაალაგეთ ხახვთან ერთად. დაუმატეთ დაფნაც.
7. ბოლო ფენა ქათმის კანი და ქონია.
8. დაახურეთ ქილას მეტალის ფოლგა და მოათავსეთ ცივ ღუმელში. გაათბეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ქათამი 1.5-2 საათით.
9. ქილის ძირს მოგროვილი ბულიონი მოთუშული კარტოფილის მოსამზადებლად გამოგადგებათ.
არომატული ქათამი მზადაა. გემრიელად მიირთვით!