როგორ მოვიშოროთ მუცელი?! 1 ვარჯიში – 100%-იანი შედეგი!

2470

თქვენ ვიწრო წელზე ოცნებობთ? ადამიანების უმრავლესობას აწუხებს ზედმეტი წონის პრობლემა მუცლის არეში და ყველა მათგან სურს ეს პრობლემური ზონა უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთ ძალიან მარტივ, მაგრამ საოცრად ეფექტურ ვარჯიშს. სწორედ ბრტყელი მუცელის და ვიწრო წელის ეფექტის მისაღწევად. ვარჯიშს ვაკუუმი ეწოდება და მის შესასრულებლად თქვენ დღეში სულ რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ, ხოლო შედეგი ძალიან მალე გახდება თვალსაჩინო.

ვარჯიშები დღეში ორჯერ ტარდება, ყოველდღიურად. ერთი თვის სტაბილური ვარჯიშის შემდეგ შეგიძლიათ ვარჯიშების ინტენსივობა კვირაში 5 დღემდე, დღეში ერთი ვარჯიშით შეამციროთ. ვარჯიშების მეტი ეფექტურობისთვის შეეცადეთ ცარიელი მუცლით ივარჯიშოთ დილიდან და საღმოს ნახევარი საათით ადრე ვახშმამდე.

ვარჯიშების შესრულების ტექნიკა

პირველ ეტაპზე შეეცადეთ “ვაკუუმის” ვარჯიშები მუხლებზე მჯდომიარემ ან წელზე მწოლიარემ შეასრულოთ. ზურგზე წოლის შემთხვევაში აუცილებელი ფეხების მოხრა. შემდგომში კი როდესაც მუცლის კუნთებს გაავარჯიშებთ ეს ვარჯიშები ფეხზე მდგომმა უნდა შეასრულოთ.

მოიხარეთ წელში და ფილტვებიდან გამოუშვით მთელი ჰაერი, შეიკავეთ სუნთქვა, შეზნიქეთ მუცელი იმდენად, რამდენადაც შეძლებთ. გასწორდით წელში და გულ-მკერდის არე გაასწორეთ ისე თითქოს ჩასუნთქვას აპირებთ. ამ მომენტში თქვენ შეიგრძნობთ ვაკუუმს თქვენს შიგნით.

დაახლოებით 15 წამით ვაკუუმის შენარჩუნების შემდეგ, გააკეთეთ ნელი ჩასუნთქვა და გააგრძელეთ ვარჯიში, სანამ მოთნიება გეყოფათ და არ ჩაისუნთქავთ ჰაერს. ამით ერთი ჯერი დასრულებულია.
თითოეულ ცდაზე შეასრულეთ 10 ვარჯიში, უმჯობესია 15. ცდებს შორის შესვენება არაუმეტეს 20-30 წამისა.

ვაკუუმი არ წამოადგენს ცხიმგროვებთან ბრძოლის საშუალებას, ის წარმოადგენს მუცლის შიდა კუნთების ტონუსის ამაღლების საშუალებას. ის იდეალურია ორსულობის შემდგომ პერიოდში, რადგან საშუალებას გვაძლევს უწინდელ მდებარეობას დავუბრუნოთ მუცლის კუნთები. ამ ვარჯიშის შედეგები შემოწმებულია და ის რეკომენდირებულია არა მხოლოდ სპორცმენების მწვრთნელების არამედ ექიმების მიერაც

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს