მიხაკის სასარგებლო თვისებები ფართოდ გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. მას უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია უნიკალური შემადგენლობის წყალობით. მიხაკი შეიცავს ომეგა-3-ს, ეთერზეთებს, მინერალებსა და დიდი ოდენობით ვიტამინებს.
თავისი საქმის მცოდნე ექიმი-ნატუროპათის რჩევით, ქრონიკული ანგინისგან გავთავისუფლდი: მან ყოველდღე მშრალი მიხაკის დაღეჭვა მირჩია. საშინელი ფარინგიტი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მაწუხებდა, გაქრა!
მიხაკის თვისებები და გამოყენება
პარაზიტების მოცილება
დაღეჭეთ მშრალი მიკახი ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 2-ჯერ. ეს გახლავთ ძლიერი პროფილაქტიკური ზომა, თუ ჭები არ არის. თუკი ჭიები გყავთ – ორგანიზმი 2 დღეში გათავისუფლდება.
პირის ღრუს მკურნალობა
თუ მიხაკს ყოველდღე დაღეჭავთ, გათავისუფლდებით სტომატიტისგან, პაროდონტოზისგან და ღრძილების ანთებისგან.
მიხაკში შემავალი ეთერზეთები მოგაცილებთ უსიამოვნო სუნს პირიდან.
საჭმლის მონელების გაუმჯობესება
მიხაკი დაალაგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და გააძ₾იერებს საჭმლის მონელების პროცესებს. ამისათვის დაღეჭეთ 2 ღერი მიხაკი და 1 ჩ.კ. თაფლი ჭამამდე 15 წუთით ადრე. ეს მეთოდი რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც 12-გოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლული, ასევე, მაღალი წნევა აწუხებს.
კიბოს პროფილაქტიკა
მიხაკის შემადგენლობაში შედის ევგენოლი, რომელიც ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას. ამიტომ, პროფილაქტიკისთვის მშრალი მიხაკი ძალიან ეფექტურია.
დაბალი წნევის დროს
თუ დაბალი წნევა გაქვთ, დაღეჭეთ მიხაკი! მას ყავაზე უკეთესი ეფექტი აქვს. გაგივლით თავის ტკივილი, რომელიც თან სდევს დაბალ წნევას, ასევე დაღლილობა და თავბრუსხვევაც.
ვივიენის რჩევა
მიხაკის ხარისხის დასადგენად, ჩააგდეთ იგი წყალში, ის უნდა ჩაიძიროს. თუ მიხაკი ჰორიზონტალურად ცურავს, მას სამკურნალო თვისებები არ გააჩნია, ანუ, ეთერზეთები აორთქლდა.