რაზე მიგვანიშნებს ქალის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ზედმეტი თმა

3492

აღსანიშნავია, რომ როცა ქალები სქელ და ძლიერ თმაზე ოცნებობენ, უნდა აღინიშნოს, საქმე მხოლოდ თავის თმას ეხება. სხეულის სხვა ნაწილებზე თმის გაჩენა სხვადასხვა დაავადების მაჩვენებელი ან მემკვიდრეობითი შეიძლება იყოს. ქალებში მამაკაცური ტიპის სქელი და მუქი თმის ჭარბი ზრდა დაავადებაა, რომელსაც გირსუტიზმი ეწოდება.

არასასურველი თმა ქალის სხეულზე

სხეულზე თმა ყველა ქალს აქვს, მაგრამ ჩვეულებრივ ის უფრო ქერა, თხელი და რბილია. გირსუტიზმის დროს არასასურველი თმა უფრო უხეშია და მისთვის შეუფერებელ ადგილებში იზრდება. მაგალითად, ზედა ტუჩზე, ნიკაპზე, მკერდზე, მუცელსა და ზურგზე. ამ ზონებში თმა ჩვეულებრივ მამაკაცებს აქვთ.

შეუფერებელ ადგილებში თმის ზრდა ხშირად ჰორმონალური დარღვევის დამადასტურებელია. ამას სხეულში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე იწვევს. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ტესტოტერონი. ზოგჯერ ეს პრემენოპაუზას და მენოპაუზის პერიოდს უკავშირდება, როცა ჰორმონების დონე იზრდება.

ქალის სხეულზე არასასურველი თმის გადაჭარბებულ ზრდასთან დაკავშირებული მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • გენეტიკური მიდრეკილება;
  • ზოგიერთი სახის ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება;
  • თირკმლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
  • ჭარბი წონა;
  • პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი;

თუ სხეულზე უხეში თმა ესთეტიკური მიზეზით გაწუხებთ და თავს თავდაჯერებულად ვერ გრძნობთ, მის მოშორებამდე ენდოკრინოლოგს მიმართეთ. ჭარბი თმის მოშორების მეთოდზე მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდით. არასასურველი თმის მოშორება შეგიძლიათ გაპარსვით, დეპილაციის ცვილის ან სპეციალური კრემების გამოყენებით.

მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და სისტემურად მოქმედება დაიწყოთ, თუ თმა ხელს გიშლით. ბევრი ქალი საკუთარ თავს ისეთს ღებულობს, როგორიც არის და რაღაც თმას განწყობის გაფუჭების უფლებას არ აძლევს. თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს