არავითარი დეეპილაციის კრემები და ცვილის აფხრეწვის პროცედურები, კურკუმას ამ ნიღაბმა ორივე დამავიწყა.

2528

თმის მოცილების პროცედურა, როგორ წესი, ორ ტიპად იყოფა: უმტკივნეულო, მაგრამ ნაკლებად ეფექტური, და ეფექტური, მაგრამ უსიამოვნო. გაპარსვა და დეპილაციის კრემი ხანგრძლივ შედეგს არ იძლევა, ხოლო ცვილის ზოლები და შუგარინგი შეიძლება თეთრები დაგიჯდეთ, როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე ნერვების კუთხით. თუმცა მესამე ვარიანტიც არსებობს.

სახლის პირობებში თმის უმტკივნეულოდ და ეფექტურად მოშორება შესაძლებელია და ამისთვის ინდური სანელებელი, კურკუმა დაგჭირდებათ. შეუფერხებლად მუშაობს და რაც ყველაზე სასიამოვნოა, თუ პირველი დეპილაციის შემდეგ თმის სრულად ან ნაწილობრივად მოშორებას შეძლებთ, რამდენიმე გამოყენების შემდეგ თმა საერთოდ აღარ გაიზრდება.

როგორ მოვიშოროთ თმა

ხელის, ფეხის, სახის წვრილი ბუსუსები – ყველაფერი გაქრება. ამ პროცედურას მხოლოდ ერთი მინუსი აქვს, კურკუმა კანს ოდნავ ფერს უცვლის, ამიტომ კანის ღია ზონებზე მისი გამოყენების დროს ფრთხილად უნდა იყოთ. ლაქების მოშორებაში რძეში დასველებული ბამბის დისკი დაგეხმარებათ.

კურკუმა თმის ბოლქვებზე მოქმედებს, ამიტომ თმას ძირებიანად მოგაშორებთ. უფრო სქელი და მყარი თმის შემთხვევაში პროცედურა კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ, სანამ თმას ბოლომდე არ მოიშორებთ და თმა ზრდას არ შეწყვეტს. ასეთ ეფექტს სხვა ეპილაცია (მტკივნეული და ძვირადღირებული ლაზერული ეპილაციის გარდა) ვერ მოგცემთ.

კურკუმას ნიღბები ხელის და სახის კანის საუკეთესო მეგობრებია. სანელებელს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და აი, რამდენიმე მათგანი.

პირიდოქსინის და ეთერზეთების მაღალი შემცველობის წყალობით მას ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია, ამიტომ ანთებას, ალერგიულ გამონაყარს და აკნეს კვალს სწრაფად აქრობს. სახეზე კურკუმას გამოყენება არა მხოლოდ წვრილ ბუსუსებს, არამედ აკნეს და სხვს ანთებას მოგაშორებთ.

ასკორბინის მჟავას კანი ტონუსში მოჰყავს. უკვე პირველი გამოყენების შემდეგ კანი უფრო გლუვი და ჯანსაღი ხდება.

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყვითელი ფერის კურკუმას მათეთრებელი ეფექტი აქვს. პიგმენტურ ლაქებს სწრაფად აქრობს. 40 წლის შემდეგ ხელის და სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოა, როცა უკვე ასაკობრივი ნიშნები ჩნდება.

კურკუმაში შემავალი ფიტონადიონი ფორებს ხსნის, შეშუპებას აქრობს და ცხიმოვან ჯირკვლებს არეგულირებს. მცირე ნაკაწრები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ნიაცინი დროთა განმავლობაში ძველ ნაწიბურებსაც აქრობს.

სახლის დეპილაცია და კანის კომპლექსური მოვლა ერთ ქილაში. თუ კურკუმას ფხვნილს სწორად გამოიყენებთ, შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს. ვივიენი გიამბობთ, როგორ მოამზადოთ უნივერსალური საშუალება ხელის, ფეხის და სახის დეპილაციისთვის.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 3 ს/კ რძე
  • 2 ჩ/კ კურკუმა
  • 2 ს/კ ბრინჯის ფქვილი (შეგიძლიათ ხორბლის ფქვილით ჩაანაცვლოთ)
  • 0.5 ჩ/კ მარილი

ყველა ინგრედიენტი პასტის მსგავსი მასის მიღებამდე აურიეთ. გაწმენდილ პრობლემურ ზონაზე ნიღაბი წაისვით და 20 წუთით გაშრობამდე გაიჩერეთ. შემდეგ ნარევი სველი პირსახოცით ან სალფეთქით ფრთხილად მოიშორეთ. კანი რომ არ გამოშრეს, დამატენიანებელი კრემი ან ზეთი გამოიყენეთ.

თუ ასეთ ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ, ცვილის ზოლებს და სპეციალურ კრემებს სამუდამოდ დაივიწყებთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს