აღიარეთ, ყოველთვის აქცევთ ყურადღებას დროს, როცა ვაშლის, ბანანის ან კენკრას მიირთმევთ? „რა საჭიროა, ეს რომ სასარგებლო წასახემსებელია!“ – აღნიშნავთ თქვენ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა.
ყველა სასარგებლო პროდუქტმაც კი შეიძლება უსიამოვნება გამოიწვიოს, თუ მას არასწორ დროს მიირთმევთ. კუჭის სიმძიმე, დისკომფორტი, შებერილობა, ბოყინი – საჭმლის მონელების ასეთი აშლილობა ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს.
დღეს ვივიენი გიამბობთ, თუ დღის რომელ მონაკვეთში რომელი პროდუქტის მიღება შეიძლება. ასე უსიამოვნო შედეგებს თავიდან აიცილებთ და საკვებიდან უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ.
სასარგებლო პროდუქტები
ხაჭო
ხაჭო კალციუმის, მაგნიუმის, ცილების და ვიტამინების ნატურალური წყარო და ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პროდუქტია. ხაჭო ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და მისი ათვისება საკმაოდ სწრაფად ხდება, ამიტომ დილით მიღება საუკეთესო დრო არაა. სავარაუდოდ, შიმშილის გრძნობა მალევე შეგაწუხებთ. ხაჭოს მიღების იდეალური დრო სამხარია. ასეთი წახემსების შემდეგ ვახშამზე ბევრს არ მიირთმევთ. ღამით ხაჭოს მიღება არ ღირს, რომ შებერილობა თავიდან აიცილოთ.
ხმელი ყველი
ხაჭოზე ნაკლებად სასარგებლო პროდუქტი არაა, მაგრამ ბევრად უფრო ცხიმიანი და კალორიული პროდუქტია. პურის და ყველის ბუტერბროდი სჯობს საუზმეზე მიირთვათ.
ვაშლი
ვაშლი მდიდარია პექტინებით, რომელიც ნაწლავების ჯანსაღ მუშაობს და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს. პროდუქტის მიღების საუკეთესო დროა – დილით და დღის პირველ ნახევარში. კარგი იქნება თუ სადილის მიღებამდე 15 წუთით ადრე ან ჭამიდან 15 წუთის შემდეგ წვნიან ვაშლს მიირთმევთ: ასე საკვები ბევრად უფრო სწრაფად გადამუშავდება. ღამით ვაშლის ჭამამ შეიძლება მჟავიანობა გაზარდოს და კუჭის დისკომფორტი გამოიწვიოს. გამონაკლისია – გამომცხვარი ვაშლი.
ბანანი
ბანანი ბევრ შაქარს და სახამებელს შეიცავს, მაგრამ მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. საკმაოდ მკვებავი და კალორიული პროდუქტია, ამიტომ თუ თქვენი მიზანია წონაში დაკლება, ბანანი დღის პირველ ნახევარში მიიღეთ. გარდა ამისა, მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო ცარიელ კუჭზე მისმა მიღებამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.
ახალი ბოსტნეულის სალათი
ბოსტნეული ბევრ უჯრედისს შეიცავს, რომელიც ნაწლავებს მსუბუქად წმენდს, მიკროფლორას აწესრიგებს და წონაში დაკლებას ხელს უწყობს. ბოჭკოვანი საკვების გადამუშავება ორგანიზმს დღის პირველ ნახევარში უადვილდება. საღამოს მიღებულმა უხეშმა უჯრედისმა შეიძლება შეკრულობა, შებერილობა და ანთებაც კი გამოიწვიოს. ვახშმისთვის მოთუშული ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ.
ნიგოზი
ჯანმრთელობისთვის შეუფასებელი პროდუქტი გულ-სისხლძარღვთა სისტემას მხარს უჭერს, ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, ღვიძლის და პანკრეასის მუშაობაზე გავლენას ახდენს. ნიგვზით სჯობს ნაშუადღევს და ვახშმამდე ცოტა ხნით ადრე წაიხემსოთ. მაღალი კალორიულობის გამო დღეში მხოლოდ 3-4 ცალი მიირთვით.
გარგარის და ლეღვის ჩირი
ტვინის და გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან სასარგებლოა. ნივთიერებათა ცვლას მნიშვნელოვნად აჩქარებს, ამიტომ სჯობს ჩირი დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. საღამოს მიღებულმა ჩირმა შეიძლება გაზები გაზარდოს და დიარეა გამოიწვიოს.
ავოკადო
ცხიმიანი, კალორიული, მაგრამ წარმოუდგენლად სასარგებლო ნაყოფი. უჯერი ცხიმოვანი მჟავების, A და E ვიტამინების მარაგს ავსებს. ორ დღეში 1 ავოკადო (ან ყოველდღე ნახევარი ავოკადო) – ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა. საუზმეზე ან ნაშუადღევს მიირთვით. საღამოს თავი შეიკავეთ, რომ კალორიებს არ გადააჭარბოთ.
შოკოლადი
ნატურალური შავი შოკოლადი, რომელშიც კაკაოს შემცველობა მინიმუმ 80%-ია, დიეტოლოგების მიერ დიდი ხანია რეაბილიტირებულია. პროდუქტი ტკბილეულის სასარგებლო ალტერნატივას წარმოადგენს. ჩაიზე ან ყავაზე 3 პატარა კუბიკის მიღება ნორმად ითვლება, რომელსაც არ უნდა გადააჭარბოთ, თუ ფიგურას უფრთხილდებით. მისი მიღების საუკეთესო დროა ნაშუადღევს, სადილის შემდეგ ყავაზე ცუდად არ გაგამხნევებთ. საღამოს მისი მიღებისგან თავი შეიკავეთ, რომ ძილის დარღვევა არ გამოიწვიოთ.
კეფირი
უნიკალური დიეტური პროდუქტი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში რეკომენდებულია, დღის პირველ მონაკვეთში ნერვული სისტემის განახლებას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, საჭმლის მონელების პროცესს უშვებს. საღამოს ნაწლავების მიკროფლორას აწესრიგებს, კარგ ძილს ხელს უწყობს და მადას აქვეითებს.
ზომიერად მიირთვით, იყავით ჯანმრთელი და მოხდენილი! თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებისთვის მისი გაზიარება არ დაგავიწყდეთ.